კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს „ჰონდა სიარვი”, 2004 წლის გამოშვება, მართვის მექანიკური კოლოფით. სურვილი მაქვს, კოლოფი შევცვალო და ავტომატური კოლოფი დავაყენო. იქნებ მითხრათ, არის თუ არა ეს შესაძლებელი და რა არის ამისთვის საჭირო?

პასუხი: ეს ძალიან რთული პროცესია, თითქმის შეუძლებელი. ავტომატის მექანიკად გადაკეთება კიდევ შეიძლება, თუმცა ესეც ძალიან დიდ დროს და შრომას მოითხოვს. მექანიკის ავტომატიკაზე გადაკეთება იმდენი დაჯდება, რომ გირჩევნიათ, თქვენი ავტომობილი გაყიდოთ და ავტომატიკა იყიდოთ. როგორც არ უნდა იაფად გაყიდოთ, მაინც ბევრ დროს და ფულს დაზოგავთ.

კითხვა: შვიდი თვეა, რაც მართვის მოწმობა ავიღე. მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, 2000 წლის, ინგლისური პინინი, მართვის ავტომატური კოლოფით, 1.8-იანი ძრავით. საწვავად ვიყენებ „რომპეტროლის ეფიქსს”, მანამდე „რომპეტროლის რეგულარზე“  მუშაობდა. ავტომობილის რამდენიმესაათიანი დგომის შემდეგ, დაძვრისას ბიძგები აქვს. ხელოსანმა ინჟექტორები გაწმინდა, მაგრამ შედეგი არ არის. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? და კიდევ ერთი კითხვა – პარკინგიდან „დე-ში“ შემიძლია თუ არა უცებ გადავიყვანო, თუ ეს ნელ-ნელა გავაკეთო?

პასუხი: პასუხს ბოლოდან დავიწყებ. ერთი პოზიციიდან მეორეში გადართვა ჩვეულებრივ ტემპში უნდა მოხდეს, შენელებული გადართვა პირიქით, რეკომენდებული არ არის და უფრო ავნებს კოლოფს. ეს მხოლოდ პარკინგიდან „დეში“ გადართვას არ ეხება, ყველა სიჩქარეზე ასეა. რაც შეეხება ბიძგებს, რადგან ის დიდი ხნის ჩამქრალ ავტომობილზე შეინიშნება, ეს ნიშნავს, რომ სისტემას ცივი ძრავა არ მოსწონს. ამას კი, შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ ძირითადად, ეს გამოწვეულია სანთელის (სვეჩის) უვარგისობით, ან ძრავას ტემპერატურაზე კომპიუტერთან ინფორმაციის მიმწოდებელი სენსორის გაუმართაობით. ან კიდევ, ერთი – ელექტრონული „პადსოსის” გაუმართაობაც შეიძლება იყოს ამ ბიძგის მიზეზი. „რომპეტროლის ეფიქსი“ კარგი საწვავია და ამ გაუმართაობის გამომწვევი მიზეზი არანაირად არ იქნება. გადამოწმებას მე მაინც სანთლებიდან დავიწყებდი, უფრო მეტი შანსია სწორედ ის იყოს დაზიანებული.

კითხვა: იქნებ დამიხასიათოთ „ჯიპის“ – „მაჰინდრა ბოლეროს” დადებითი და უარყოფითი მხარეები, რამდენად გამომდგარი ავტომობილია საქართველოში, იშოვება თუ არა მისი ნაწილები ან თუ არა სად შეიძლება მისი ნაწილების გამოწერა?

პასუხი: ამ არჩევანს ვერ მოგიწონებთ, მით უმეტეს, საქართველოში. პირველი თაობის მოდელებს კიდევ არა უშავდა, რადგან „პეჟოს“ დიზელის ძრავს იყენებდა. შესაბამისად, ძრავას დეტალებს მაინც იშოვიდა სადმე პატრონი. ამ ავტომობილის ორიგინალი დეტალების შოვნა ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია. მაგრამ, აქვე მის ერთ პლუსსაც გავუსვამ ხაზს – ავტომობილს იმდენად პრიმიტიული კონსტრუქცია აქვს, რომ საქართველოში რაღაცას მაინც მოახერხებთ – გადააკეთ-გადმოაკეთებთ და რომელიმე სხვა მოდელის დეტალებს მოარგებთ. მთავარია, არ დაამტვრიოთ. კიდევ ერთი – სანამ სადაზღვევოებს ამ მარკის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, შეგიძლიათ, ძალიან იაფად დააზღვიოთ. 

კითხვა: მყავს ინგლისური „ოპელ ასტრა გე”, 2002 წლის გამოშვება, 1.8-იანი „ეკოტეკის“ ტიპის ძრავით. დილით, ცივზე რომ დავქოქავ, საჭე გამაგრებულია. დაახლოებით 20-30 კილომეტრის გავლის შემდეგ კი, მანქანას ვაქრობ-ვქოქავ და ის ჩვეულებრივად იწყებს მუშაობას. იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? ზეთის შეცვლამ არ უშველა.

პასუხი: რთულია გაუსინჯავად, უნახავად მიხვდე, რისი ბრალია – ზეთის საქაჩის თუ თვითონ საჭის მექანიზმის. მაგრამ, ფიზიკურად გადამოწმების შემდეგ დასკვნის გაკეთება საკმაოდ იოლი იქნება. ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ კვალიფიციურ ხელოსანს, რომელიც მხოლოდ ამ საქმითაა დაკავებული – ის მუშაობს დიღომში, საავადმყოფოებთან. 

 

 

скачать dle 11.3