კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რა უნდა იცოდეს პატრონმა ძაღლის კვებასთან დაკავშირებით ზამთარში?

პასუხი: ზამთარში განსაკუთრებული ყურადღება კვების მხრივ ისეთ ძაღლებს უნდა მიექცეს, რომლებიც ცხოვრობენ ვოლიერის ან ეზოს პირობებში. ზამთარში ის დიდ ენერგიას ხარჯავს სხეულის გათბობაზე, ანუ, ის მიღებული საკვების გადამუშავებით გამოყოფილი ენერგიით თბება – საკუთარი ძალებიდან გასცემს ენერგიას თერმორეგულარიზაციისათვის. გასათვალისწინებელია ის, რომ ზამთარში ძაღლს 15 პროცენტით მეტი ენერგია სჭირდება გასათბობად, ვიდრე ზაფხულში. ასევე, გასათვალისწინებელია მისი მასაც, ანუ, რაც უფრო პატარაა ცხოველი, მით მეტ ენერგიას ხარჯავს გასათბობად. ყველა ძაღლს სხვადასხვანაირი კვება სჭირდება, გააჩნია, რა პირობებში იმყოფება ის. ყველა შემთხვევაში, ზამთრის დადგომასთან ერთად, ძაღლის კვების რაციონში აუცილებლად უნდა გავზარდოთ ცხიმის რაოდენობა. თუ ცხოველს სახლში ვუმზადებთ საკვებს, ცხიმის რაოდენობა უნდა გავუზარდოთ იმავე საკვებში, ეს არ უნდა მოხდეს ღორის ქონის ხარჯზე, რადგან, ის ძაღლისთვის მავნებელია.

კითხვა: ალბათ, არსებობს ძაღლის ჯიშები, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ ზამთრის პერიოდში. თუ შეიძლება, მომაწოდოთ მცირედი ინფორმაცია ამის შესახებ.

პასუხი: ისეთი ჯიშებისთვის, რომლებიც წარმოშობით თბილი ქვეყნებიდან არიან, სასურველია, ზამთრისთვის შეურჩიოთ ტანსაცმელი – სვიტერი ან კომბინეზონი. უმჯობესი იქნება, თუ ტანსაცმელი სპეციალურად ძაღლისთვის იქნება შეკერილი – ამით დაიცავთ ცხოველს არა მარტო გარემოს დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან, არამედ, ტენიანობისგანაც და, თანაც, გაგიადვილდებათ გასეირნების შემდეგ ძაღლის გასუფთავება. თუ ის კარგად იტანს სიცივეს, გასეირნების შემდეგ აუცილებლად უნდა გაამშრალოთ მშრალი პირსახოცით. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თათების მდგომარეობას: ბეწვი „თითებს“ შორის აუცილებლად რეგულარულად უნდა გამოიკრიჭოს, რადგან, ის იღებს ნესტსა და ჭუჭყს, ეს კი ცუდად მოქმედებს თათების კანზე, რაც იწვევს მის ანთებას. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი გასეირნების შემდეგ ცხოველს კარგად უნდა ჩამობანოთ და გაუმშრალოთ თათები. თუ ძაღლი ვოლიერში გყავთ, აუცილებლად კარგად უნდა დაუთბოთ სამყოფელი და დაამუშაოთ პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით, ოთახის პირობებში კი ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ, სადაც ძაღლი წევს არ იყოს ორპირი ქარი.

კითხვა: ჩემი ძაღლი ახველებს. თავიდან ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ, მართლა ასეა. იქნებ, მითხრათ, როგორ მოვიქცე და რისი ბრალია ხველა?

პასუხი: უპირველესად, გეტყვით, რომ ძაღლი აუცილებლად მიიყვანეთ ვეტერინართან, რომელიც გასინჯავს მას და სათანადო მკურნალობას ჩაუტარებს. ძაღლის ხველას ბევრი პატრონი ყურადღებას არ აქცევს, რაც სწორი არ არის. რეალურად კი ეს საკმაოდ ხშირი მიზეზია ვეტერინართან ვიზიტისა. ხველის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა – როგორც სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავდებები. მაგრამ, მაინც ხველის ძირითად მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ზემო სასუნთქი გზების პათოლოგიები: ლარინგიტი, ლარინგო-ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეის სიმშრალე – კოლაფსი. ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები და ხველა დამახასიათებელია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტისთვის, ბრონქოპნევმონიისა და პნევმონიისათვის. ლარინგიტისა და ლარინგოფარინგიტისთვის დამახასიათებელია ხველება, სისუსტე, მადის დაქვეითება, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება, აფონია, ანუ, ხმის დაკარგვა. აღნიშნული დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახის ინფექციური აგენტებით, ესენია: ადენოვირუსული ინფექცია და ტრაქეის მექანიკური გაღიზინება. მაგალითად, უცხო სხეულის მოხვედრა, ხანგრძლივი ყეფა, ცივი საკვების ან წყლის მიღება, მოჭერილი საყელო. 

 

скачать dle 11.3