კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რთულია თუ არა კლივიას გაზრდა და როგორ პირობებში ვამყოფო ის, რომ არ დაიღუპოს?

პასუხი: კლივია ძალიან იოლად გასაზრდელი მცენარეა. ჩარგეთ ვიწრო ზომის ქოთანში და მორწყვისას წყალი ზემოდან არ დაასხათ. გირჩევთ, ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგათ, რადგან, ქოთანში ჩაჭედილი მცენარის მორწყვა რთული იქნება. კლივიას მთელი წლის განმავლობაში სჭირდება სინათლე, მაგრამ, არამწველი მზე. მოსწონს ზაფხულში სიგრილე, დაახლოებით 18 გრადუსი ტემპერატურა, ზამთარში კი 7-8 გრადუსი. უყვარს რეგულარულად მორწყვა, რაც ხელს შეუწყობს თქვენი მცენარის ყვავილობას. სასურველია, რომ ნათელ სასტუმრო ოთახში დადგათ. დამატებითი მოვლა მცენარეს არ სჭირდება და, ამ პირობების გათვალისწინებით, ის შესანიშნავად გაიხარებს.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო ბეგონია?

პასუხი: ბეგონიას კაშკაშა სინათლე უყვარს, ოღონდ, მზის გულზე ნუ დადგამთ. მისთვის კარგია სასტუმრო ოთახი. ზოგი სახეობის ბეგონიას სიმშრალესა და სიცხეში, შეიძლება, ფოთლებზე ობიც კი გაუჩნდეს. ამიტომ, მოარიდეთ ზედმეტ სიცხეს. ყველაზე უკეთ ის ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე ხარობს – დაახლოებით 18-24 გრადუსზე. 

კითხვა: მაინტერესებს, იტანს თუ არა სიმშრალეს ბუგენვილია?

პასუხი: მართალია, ამ მცენარეს არ სჭირდება ბევრი წყალი, მაგრამ, არც სიმშრალე უყვარს. ზაფხულში, ზრდის პერიოდში, ხშირად მორწყეთ, ზამთარში კი მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. მცენარეს ზაფხულის სითბო უყვარს, მაგრამ სიმშრალესა და სიცხეს ვერ იტანს. 

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა ქრიზანთემა?

პასუხი: ამ მცენარის მორწყვის დროს, აუცილებლად უნდა დაიცვათ  ერთი წესი: წყალი პირდაპირ მიწაზე ისე უნდა დაასხათ, რომ ყვავილები და ფოთლები არ დაუსველოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრიზანთემას ორივე დაულპება. ზაფხულობით მცენარეს რეგულარული მორწყვა სჭირდება, ოღონდ, ჭარბი წყალი არ მოგივიდეთ. ზამთარში კი მისი მიწა ოდნავ უნდა შეაშროთ და შედარებით იშვიათად მორწყათ.

კითხვა: როგორ მოვუარო დიფენბახიას?

პასუხი: დიფენბახია ზაფხულში სიცხეს უნდა მოარიდოთ და მიწა ხშირად დაუტენიანოთ. ზრდის პერიოდში მისი ნიადაგი მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთარში შეგიძლიათ მორწყვის რაოდენობა შეამციროთ, რადგან, ამ დროს მცენარის ზრდა ნელდება, თუმცა, ეცადეთ, რომ ბოლომდე არ გამოშრეს მიწა. კარგია, თუ ნათელ ჰოლში ამყოფებთ, მის ქოთანს კი, სიცხის დროს, სველკენჭებიან ლანგარზე დადგამთ. მცენარისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 16 გრადუსია.

კითხვა: როგორ იმოქმედებს მცენარეზე არასწორად შერჩეული ჭურჭელი და, საერთოდ, რის მიხედვით უნდა შევურჩიო მცენარეს ქოთანი?

პასუხი: ქოთნის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მცენარისა და ქოთნის პროპორციები, სიმაღლე, სიგანე, ფორმა და ფერი. დააკვირდით მცენარის ფოთლების ფერს და ესთეტიური სილამაზისთვის შეუხამეთ შესაბამისი ფერის ჭურჭელი. მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელია, მცენარის ზომა. თუ ქოთანი მომცრო ზომისაა, შესაბამისად ჭურჭელიც პატარა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია დიდმა ქოთანმა პატარა მცენარეს დაუკარგოს სილამაზე და მისი ფოთლები გაუფუჭოს კიდეც. უმჯობესია, თუ მცენარეს თიხის ქოთანში ჩარგავთ

კითხვა: შემიძლია თუ არა ზამთარში კალას გადარგვა?

პასუხი: როდესაც კალას ნიადაგიდან ახალი ყლორტები ამოეწვერება, შეგიძლიათ, ის განაახლოთ და გადარგოთ შედარებით მოზრდილ ქოთანში. ნიადაგიდან ახალი ყლორტების ამოწვერვა  ზამთარში ან ადრიან გაზაფხულზე ხდება. ასე რომ, დაელოდეთ ამ  პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ გადარგეთ. 

 

скачать dle 11.3