კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

9 დეკემბერი

1842 – ინგლისში გამოუშვეს პირველი საფოსტო ღია ბარათი.

1884 – ჩიკაგოელმა ლევინ რიჩარდსონმა დააპატენტა გორგოლაჭებიანი ციგურები (როლიკები).

10 დეკემბერი

1520 – მარტინ ლუთერმა საჯაროდ დაწვა პაპის ბულა, ამას მოჰყვა რეფორმაცია ევროპაში და რელიგიური ომები.

1901 – სტოკჰოლმში გაიმართა ნობელის პრემიით დაჯილდოების პირველი ცერემონიალი.

1953 – გამოვიდა ჟურნალ „ფლეიბოის“ პირველი ნომერი.

11 დეკემბერი

1866 – ჩატარდა პირველი იახტების შეჯიბრი (ატლანტის ოკეანის გადაცურვით).

1894 – პარიზში შედგა მსოფლიოში პირველი ავტოგამოფენა.

1936 – ტახტიდან გადადგა ინგლისის მეფე ედუარდ მერვე (მიზეზი „რომანი მდაბიო ქალთან“).

1981 – ლონდონში ყინვისგან დროებით გაჩერდა ბიგ-ბენის საათი (რაც არ მომხდარა 1858 წლიდან).

1994 – დაიწყო ჩეჩნეთის ომი.

12 დეკემბერი

1792 – ახალგაზრდა ლუდვიგ ვან ბეთხოვენი იოზეფ ჰაიდნის მოწაფე გახდა.

1901 – იტალიელმა გამომგონებელმა გულიელმო მარკონიმ ჩაატარა პირველი ტრანსატლანტიკური რადიოსეანსი.

1915 – პირველი ფრენა განახორციელა გერმანულმა ავიაგამანადგურებელმა „იუნკერსმა“.

1946 – პირველად გასაყიდად გამოვიდა სარეცხი საშუალება „ტაიდი“.

1979 – საბჭოთა ჯარები შევიდნენ ავღანეთში (მას მერე ამ ქვეყანას არ დაუსვენია).

13 დეკემბერი

1577 – დაიწყო ცნობილი მეკობრისა და ზღვაოსნის, ფრენსის დრეიკის მოგზაურობა დედამიწის გარშემო.

1642 – აბულ ტასმანმა აღმოაჩინა ახალი ზელანდია.

1769 – დაიწყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის პირველი საკონცერტო ტურნე, მაშინ ის 13 წლის იყო.

14 დეკემბერი

1900 – გერმანელმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა პირველად წარმოსთქვა სიტყვა „კვანტი“ (ეს დღე ითვლება კვანტური ფიზიკის დაბადების დღედ).

1901 – ლონდონში  ჩატარდა პირველი ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში.

1911 – ნორვეგიელმა მკვლევარმა რაულ ამუნდსენმა პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს.

1918 – დიდ ბრიტანეთში ჩატარდა პირველი არჩევნები, სადაც ხმის უფლება ქალებსაც ჰქონდათ.

1947 – მადრიდში გაიხსნა საფეხბურთო სტადიონი „სანტიაგო ბერნაბეუ“.

15 დეკემბერი

1749 – დაარსდა ქალაქი დონის როსტოვი.

1840 – იმპერატორ ნაპოლეონის ნეშტი წმინდა ელენეს კუნძულიდან პარიზში გადმოასვენეს.

1939 – ატლანტაში გაიმართა პრემიერა ლეგენდარული ფილმისა „ქარწაღებულნი“.

1960 – იერუსალიმის სასამართლომ ფაშისტ დამნაშავეს ადოლფ აიხმანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

скачать dle 11.3