კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

აბულაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბულა.

აბულა მკერვალთუფროსი მოიხსენიება 1635 წელს. აბულაშვილი მოიხსენიება სოფელ ენაგეთში: ერთ-ერთი გუჯარის მიხედვით, ბატონ დავით აბაშიშვილს ის მაცხოვრის ხატისთვის შეუწირავს. აბულაშვილები 1721 წლის აღწერის მასალებში არიან ყმებიც და აზნაურებიც. აბულაშვილები მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ცხოვრობდნენ ფშავის სოფელ შუაფხოშიც.

საქართველოში 1 178 აბულაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 403, თბილისში – 286, ახმეტაში – 142. არიან სხვაგანაც.

აზატაშვილი

აზატი სპარსული სიტყვაა და „თავისუფალს“ ნიშნავს. 

აზატები იყვნენ ირანში გაბატონებული საშუალო და წერილი მონათმფლობელები, რომლებიც ამ კლასის ყველაზე მრავალრიცხოვან სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ. 

1721 წელს სოღაშენში, როსტომისა და გუგუნა ნამანგლეველიშვილების ყმად მოიხსენიება ბერი აზატაშვილი. 

აზატაშვილები კოდაში მოიხსენიებიან 1817 წლიდან. თავად ზურაბ ორბელიანის გლეხებს შორის, სოფელ მუხათში, 1823 წლის აღწერაში მოიხსენიება სარქისა აზატაშვილი, იგივე ხატიაშვილი.

საქართველოში 101 აზატაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, გურჯაანში – 44, თელავში – 2.

არჩაია

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არჩა, რომელიც კოლხეთში ფართოდ იყო გავრცელებული.

არჩა საკუთარი სახელის – არჩილის კნინობითი ფორმა უნდა იყოს. არჩილი კი ძველი ქართული საკუთარი სახელია.

მსგავსი ფუძით ნაწარმოები გვარებია: არჩავა, არჩვაძე, არჩვანიძე.

1637-1660 წლების ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიება ბაბუშარა არჩაია.

საქართველოში 634 არჩაია ცხოვრობს: სენაკში – 176, თბილისში – 60, ქუთაისში – 50. არიან სხვაგანაც.

ვაჩაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვაჩე, ვაჩა.

ამავე ძირისაა გვარები: ვაჩეიშვილი, ვაჩინაძე, ვაჩენიძე, ვაჩაბერიძე, ვაჩიბერიძე.

1700 წელს მოიხსენიება ვინმე ვაჩაძე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გვარი დამოუკიდებლადაა გაჩენილი, მათ ნათესაური კავშირი არ აქვთ კახეთის თავადურ გვართან – ვაჩნაძესთან.

საქართველოში 525 ვაჩაძე ცხოვრობს: თბილისში – 195, ამბროლაურში – 124, ქუთაისში – 71. არიან სხვაგანაც.

ყელბერაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ყელბერა. 

გადმოცემით, ეს სახელი შეურქმევიათ კაცისთვის, რომელსაც ყელზე ჩიყვის ამონაზარდი ჰქონია. მისი გვარი კი მაისურაძე ყოფილა.

1721 წელს ღოუბანში მოიხსენიება იასე სოლოღაშვილის ყმა იესე ყელბერაშვილი.

„1818 წელს ღოუბნელი ბეჟანა ყელბერაშვილი ნათლავს ვაჟიშვილს, გლახას. მიმრქმელი იყო ნინია გერმანოზიშვილის მეუღლე მარიამი“.

საქართველოში 345 ყელბერაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 176, თეთრი წყაროში – 130, რუსთავში – 22. არიან სხვაგანაც.

ჭვინტიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჭვინტია.

„ერტისელმა ჭვინტიაშვილმა 1820 წელს იქორწინა კუმისელი იმერლის, კილოსანის ბერის ასულ ნინოზე. თავსმდებნი ყოფილან კეთილშობილნი: ფრანგისტან თურქესტანოვი და ერტისში მცხოვრები პეტრე ყორღელიძე“.

საქართველოში 25 ჭვინტიაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 13, თბილისში – 2, მარნეულში – 2. არიან სხვაგანაც.

ჭაბუკაშვილი-ჭაბუკაძე

გვარის ფუძეა ახალგაზრდა კაცის, ვაჟის მნიშვნელობის მქონე სიტყვა – ჭაბუკი, რომელიც შემდგომში საკუთარ სახელად იქცა. ამან დაუდო სათავე გვარს – ჭაბუკაშვილი.

1568 წლის ყმისა და მამულის წყალობის წიგნში, რომელიც სოლომონ მეფეს ანდერმან და სხვა ჩოლოყაშვილებისთვის მიუცია, მოხსენიებულია ჭაბუკა ჩხენკელი.

მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში ამილღაბარ გოსტაბაშვილის ყმების ნუსხაში მოიხსენიება შერმაზანა ჭაბუკაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები ჭაბუკაძე და ჭაბუკიანი.

საქართველოში 130 ჭაბუკაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 46, ახმეტაში – 33, თბილისში – 23. არიან სხვაგანაც;

24 ჭაბუკაძე;

970 ჭაბუკიანი.

ცუცუნაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ცუცუნი. 

ცუცუნაშვილი გიორგი მოიხსენიება 1738 წელს თავდახსნილობის წიგნში მოწმედ, რომელიც მებატონე ზაზა სოლოღაშვილმა მისცა ბადღუა და ბერელა ზურაბიშვილებს.

საქართველოში 175 ცუცუნაშვილი ცხოვრობს: კასპში – 88, თბილისში – 60, თელავში – 19. არიან სხვაგანაც.

ლარაძე

გვარის ფუძეა სიტყვა ლარი, რომელიც ქართულში სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება.

„ლარაძე – ციციშვილთა აზნაურიშვილი. შაჰნავაზმა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს დაბრუნების პირობა მისცა“.

აზნაურიშვილი ლარაძე მოიხსენიება საციციანოს ყმების ნუსხაში; ხვედურეთში მას ორი კომლი ყმა ჰყავდა, ლუოვისხევში – შვიდი, ბისში – სამი, თხილნარში – ოთხი, იფუნევში კი – ერთი.

1721 წლის აღწერით, პაატა ლარაძე იყო მებატონე. მას ყმები ჰყავდა ყარაბულაღში.

სწორედ პაატა ლარაძისგან მომდინარეობს გვარი პაატაშვილი, ზურაბ ლარაძისგან – ზურაბიშვილი, ბიძინა ლარაძისგან – ბიძინაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი ლარაშვილი.

საქართველოში 46 ლარაძე ცხოვრობს: თბილისში – 41, ყვარელში – 5.

გურჯიშვილი-გურჯიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გურჯი. 

გურჯი თურქული სიტყვაა და ქართულად დაუმორჩილებელს ნიშნავს.

1819 წელს გურჯიშვილი სოფელ წინწყაროში მოიხსენიება.

ეს სახელი თურქებმა ქართველებს შეარქვეს.

სოფელ წინწყაროში მცხოვრები გურჯიშვილები ბერძნებად აღიარეს და გვარი გურჯიევად გადაუკეთეს. ასევე, ზოგი ქართველიშვილი ჯერ გურჯიშვილებად, შემდეგ კი გურჯიევებად ჩაწერეს. თურქეთში გადასახლებული ბერძენიშვილებიც გურჯიევებად მონათლეს.

ამავე ძირისაა გვარი გურჯიძე.

საქართველოში 70 გურჯიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 34, ბოლნისში – 17, ხაშურში – 9. არიან სხვაგანაც.

გრიგორაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გრიგოლი. აქედანაა ნაწარმოები გვარები: გრიგოლია, გრიგოლაია, გრიგოლავა.

1823 წელს პატარა ენაგეთში მოიხსენიებიან სოლომონ გრიგორაშვილი, მისი მეუღლე და შვილები.

საქართველოში 96 გრიგორაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 61, ქუთაისში – 12, ბორჯომში – 4. არიან სხვაგანაც.

ჩადუნაშვილი

ჩადუნაშვილისა და ჩადუნელის გვართან დაკავშირებით მკვლევარი ილია მაისურაძე წერდა: „სავარაუდოა, ეს გვარი მომდინარეობდეს დასახლებული პუნქტის სახელიდან და სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვიდან იყოს გვარად ქცეული. სადუნა მცენარეა, ის გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა. თუმცა, ამას ეწინააღმდეგება ჩადუნაშვილის ეტიმოლოგიის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ჩადუნა საკუთარი სახელი უნდა იყოს.”

1823 წელს, კაპიტან გიორგი ბარათოვის გლეხებად დიდ ენაგეთში მოიხსენიებიან ბეჟანა და გიგა ჩადუნაშვილები.

1873 წლის აღწერაში მოიხსენიებიან იაკობ და ივანე ჩადუნაშვილები.

საქართველოში 56 ჩადუნაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 15, თბილისში – 7.

3 578 ჩადუნელი: ბორჯომში – 898, ხაშურში – 767, თბილისში – 672. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3