ხორცი ფრანგულად
საჭირო ინგრედიენტები: 500-600 გრამი საქონლის ან ღორის რბილი ხორცი, რამდენიმე ცალი კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 200 გრამი ყველი, 2 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: (შეგიძლიათ, ღორის და საქონლის ხორცის ნაჭრები შეურიოთ და ეს კერძი ისე მოამზადოთ). ხორცი დაჭერით ულუფებად, ცოტა დაბეგვეთ და დააწყვეთ გამოსაცხობ ტაფაზე. ზემოდან მოაყარეთ მარილი, ცოტა პილპილი, სურვილისამებრ, შეგიძლიათ, ცოტა გახეხილი ნიორიც მოაყაროთ და აცადეთ, შეიწოვოს. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით ძალიან თხლად და ხორცზე ზემოდან დააწყვეთ. კიდევ მოაყარეთ მარილი და პილპილი და გადაუსვით მაიონეზი. ზემოდან მოაყარეთ თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი, თუ გნებავთ, გახეხილი სტაფილო და მწვანილიც. ზემოდან ერთ ფენად დააწყვეთ ძალიან თხლად დაჭრილი პომიდორი. მოაყარეთ გახეხილი ან დაფხვნილი ყველი და აცხვეთ აირღუმელში 180 გრადუსზე, 1 საათის განმავლობაში, მჭიდროდ გადაკრული ფოლგით. გასაოცარი არომატი აქვს და უგემრიელესია.