კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა ადამიანის სექსუალურობის დონის განსაზღვრა ასტროლოგიურად

ინტიმური ცხოვრება, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა ესა თუ ის ადამიანი დაბადებული. ეს განსაკუთრებით მამაკაცებისთვისაა საინტერესო, რათა სწორად შეაფასონ სასურველი ქალის სექსუალურობის დონე. თუ გსურთ, სამომავლოდ სწორად აირჩიოთ სასიყვარულო პარტნიორი, ამის საშუალებას მოგცემთ ის ასტროლოგიური ჰოროსკოპი, რომელიც კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს შეესაბამება.

ვერძი ქალბატონები გამოირჩევიან სიჯიუტით და მამაკაცებთან ურთიერთობისას უყვართ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. მათ ადვილად შეუძლიათ საპირისპირო სქესთან საერთო ენის გამონახვა, რის გამოც ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში არიან და არც თაყვანისმცემელთა ნაკლებობას განიცდიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს სქესობრივი თანაცხოვრების დროსაც კი არ უყვართ მამაკაცზე დამოკიდებულება და, არ არის გამორიცხული, ეგოიზმი გამოიჩინონ. 

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები მგრძნობიარეები, თუმცა, ცოტა პრეტენზიულები და მომთხოვნებიც არიან. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თანხა დაახარჯვინონ თავის სასიყვარულო პარტნიორს. სქესობრივ ცხოვრებაში კი სწორედ ისეთები არიან, როგორი ქალებიც მამაკაცებს მოსწონთ – უყვართ გულღია ურთიერთობები, თუმცა, არ არიან ერთგული საყვარლები და გამუდმებით ეძებენ ახალ რომანებსა და თავგადასავლებს.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში მეტი გამჭრიახობითა და საღი აზროვნებით გამოირჩევიან. ასევე, შეუძლიათ, ერთი მზერით გაშიფრონ მამაკაცი. არ ამბობენ უარს ხანმოკლე რომანებზე და ცდილობენ, იყვნენ დამოკიდებული თავის სექსუალურ პარტნიორზე მანამ, სანამ ისინი მის გვერდით არიან. 

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები თავშეკავებული იმიჯით გამოირჩევიან, მაგრამ, ყოველთვის იგრძნობა ის ვნება, რაც მათ შინაგანად აქვთ. უყვართ, როცა დამოკიდებული არიან სექსუალურ პარტნიორზე და მთლიანად ენდობიან მათ. თუ მამაკაცისგან ვერ იგრძნეს ის, რისი იმედიც ჰქონდათ, შეუძლიათ, მაშინვე შეწყვიტონ მასთან ურთიერთობა. საერთო ჯამში, ისინი თბილი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან.

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ვიზუალურად მაცდურები და მიმზიდველები არიან, მაგრამ, ნაკლებად გამოირჩევიან ტემპერამენტით. საკუთარ გრძნობებს ბოჭავენ და არ აძლევენ თავს საშუალებას, ბოლომდე გაიხსნან პარტნიორის წინაშე. ზოგადად კი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ სქესობრივ კავშირზე და ყოველ თაყვანისმცემელს ისე აღიქვამენ, როგორც მომავალ საქმროს. 

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული მანდილოსნები სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში ნაზები, თბილები და მოსიყვარულეები არიან. ამ თვისებების გამო, ისინი მამაკაცებს ადვილად ხიბლავენ და აბამენ მახეში. ასევე, ისინი თავიანთ რჩეულს ენდობიან როგორც სექსში, ასევე, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და თვალდახუჭული სჯერათ მათი. 

სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძლიერი სექსუალური პარტნიორები არიან. გამოირჩევიან ტემპერამენტითა და ვნებით, თუმცა, სქესობრივ ცხოვრებას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და არ ცდილობენ,  იმ მამაკაცს დაუკავშირონ ბედი, ვინც მათ სექსუალურ ფანტაზიებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.

მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები მიმზიდველები არიან. ისინი ჭკვიანურად ირჩევენ პარტნიორს და ინტიმური ცხოვრების დროს სრულიად კარგავენ დროისა და სივრცის შეგრძნებას. ამ დროს ისინი ლაღები და თავისუფლები ხდებიან. არიან ერთგული პარტნიორები და მამაკაცებს ყოველთვის შეუძლიათ მათი ნდობა.

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სასიყვარულო პარტნიორის არჩევისას გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობითა და გამჭრიახი გონებით. ინტიმის დროს უყვართ ფანტაზიორობა და შეუძლიათ მაქსიმალურად ტკბობა იმით, რაც კონკრეტულ მომენტში ხდება მათ თავს.  

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არიან მოსიყვარულეები და სექსუალურები. არ გაგიკვირდეთ, თუ ინიციატივას გამოიჩენენ და სიყვარულს პირველები დაგიმტკიცებენ – ამაში ისინი გულწრფელები არიან. თუ მამაკაცი მათ ნდობას მოიპოვებს, ესე იგი, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ცხოვრების ბოლომდე მისი ერთგული დარჩება. 

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მანდილოსნები გამოირჩევიან ხალასი ბუნებით. მათთვის სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობა ცხოვრებაში დიდი სტიმულის მომცემია, სექსი კი – მეორეხარისხოვანი. უყვართ რომანტიკულ გარემოში სასურველი მამაკაცის გვერდით ყოფნა და დროსტარება.

თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მეოცნებეები არიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება სასიყვარულო სფეროში და, ასევე, სექსუალური პარტნიორის არჩევა. თუ მამაკაცმა შეძლო მისი მოხიბვლა, ის მას მიენდობა, ყველა სურვილს აუსრულებს და გააღმერთებს, რაც მას ხელს უშლის, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ინტიმური ურთიერთობებიდან. 

ასევე, აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ყველაზე მომხიბვლელები და მიმზიდველები არიან ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წლებში დაბადებული ქალები. მათ შესწევთ უნარი, კაცს თავი დააკარგვინონ. ისინი ყველა პრობლემის გადაწყვეტისას მიმართავენ ქალურ ხერხებს, კერძოდ, ჭირვეულობას, ცრემლებსა და ისტერიკას. შეუდარებელნი არიან ქორწინებაში, თუმცა, მხოლოდ მაშინ, თუ მათ მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში უწევთ ცხოვრება. 

რომანტიკული იდეალის ჯგუფში ერთიანდებიან ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წლებში დაბადებული ქალები. ისინი რომანტიკულები და კარგი მეუღლეები და დედები არიან; მათ სასიყვარულო ვნებას ყველა მამაკაცი როდი უძლებს და ვერც ანალოგიურად პასუხობენ მათ მოთხოვნებს. ისინი მუდამ კარიერასა და ოჯახს შორის აკეთებენ არჩევანს, იბრძვიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ცდილობენ იდეალური მამაკაცის პოვნას. 

ძლიერ ქალთა ჯგუფში ერთიანდებიან ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებული ქალები. ისინი ბუნებით ცვალებადები არიან. არ ელიან, როდის შეიყვარებენ, მათ თავად უყვარდებათ და შემდეგ იბრძვიან ამ სიყვარულისთვის. ამის გამო, ვეღარ ხედავენ რჩეულის ცუდ თვისებებს, ნაკლოვანებებს და ბევრი რამის მიტევებაც შეუძლიათ. ცდილობენ, ლიდერის პოზიცია დაიკავონ ოჯახში და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ამ ნიშნით დაბადებული ქალების უმრავლესობა აღწევს დასახულ მიზანს. 

დამოუკიდებელ ქალთა ჯგუფში ერთიანდებიან კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებული ქალები. მათი გარეგნული სიმშვიდის მიღმა იმალება მისტიკური აზროვნება, ჯადოქრული ძალა და მამაკაცებზე ბატონობის უნარი. არ უყვართ, როცა მამაკაცი მათ რამეს უკრძალავს. მეტად სექსუალურები და თბილები არიან საყვარელი მამაკაცის მიმართ. ამ ჯგუფის ქალებს შეუძლიათ ქორწინებაში გრძნობათა შენარჩუნება და, როგორც სულიერ, ისე ინტიმურ სფეროში იდეალური ჰარმონიის შექმნა.

скачать dle 11.3