კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იღებდა სტალინი გადაწყვეტილებებს

მეფეების, იმპერატორების, პრეზიდენტების შედარება ლამის მოდად იქცა. ისტორიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობაში, ხასიათში დაჟინებით ეძებენ მსგავსებას და თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად პოულობენ კიდეც. პოულობენ იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს მსგავსება არ არსებობს.  განსაკუთრებით არაფრის მთქმელია ორ სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების შედარება. ორი განსხვავებული ეპოქა წარმოშობს განსხვავებული ტიპის მოღვაწეებს, მსგავსება ამ შემთხვევაში, მხოლოდ გარეგნული და არაფრის მთქმელია. უკვე კარგა ხანია, პოპულარული გახდა იოსებ სტალინისა და ადოლფ ჰიტლერის შედარება, რაც ხშირად არასწორი დასკვნების გაკეთებით მთავრდება. საინტერესოა სტალინის ერთი გამონათქვამი, იმასთან დაკავშირებით, რომ ადოლფ ჰიტლერი ნაპოლეონს ადარებდა თავს. სტალინს უთქვამს: „ჰიტლერი ისე ჰგავს ნაპოლეონს, როგორც კატის კნუტი – ლომს”. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ზოგიერთი პარალელის გავლება ადოლფ ჰიტლერსა და იოსებ სტალინს შორის, მაინც შეიძლება. ამჯერად სტალინისა და ჰიტლერის შედარებას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით შევეცდებით.

იოსებ სტალინი და ადოლფ ჰიტლერი ერთ ეპოქაში მოღვაწეობდნენ. ეს იყო პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, ურთულესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარებით. სტალინიცა და ჰიტლერიც დაბალი სოციალური ფენიდან იყვნენ გამოსული და ამდენად, არც ერთსა და არც მეორეს, ოცნებაც კი არ შეეძლოთ, თუ ოდესმე ორი დიდი იმპერიის – რუსეთისა და გერმანიის ერთპიროვნული მბრძანებლები გახდებოდნენ. სტალინმაც და ჰიტლერმაც პოლიტიკური კარიერისსთვის ბრძოლა დაიწყო სოციალური დემაგოგიით. ორივენი პირველი მსოფლიო ომისგან გაუბედურებულ ადამიანებს სამოთხეში ცხოვრებას ჰპირდებოდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, ერთი ძირითადი განსხვავების თაობაზე – სოციალურ დემაგოგიასთან ერთად, ჰიტლერი ოსტატურად თამაშობდა გერმანელთა ეროვნულ-პატრიოტულ გრძნობებზე. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამ გერმანია და გერმანელი ერი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. შეილახა გერმანელის ეროვნული თავმოყვარეობა. სწორედ ეროვნულ-ღირსებაშელახულ გერმანელს ჰპირდებოდა ჰიტლერი გერმანიისათვის ძველი დიდების დაბრუნებას, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა. ჰიტლერის დევიზი იყო: „გერმანია გერმანელებისთვის”. ასე რომ, ჰიტლერი მასებს იპყრობდა, როგორც სოციალური, ისე ეროვნული დემაგოგიით. რაც შეეხება სტალინს, მისი იარაღი, მხოლოდ სოციალური დემაგოგია გახლდათ. სტალინი, საბჭოთა სისტემის ხასიათიდან გამომდინარე, ვერ წამოაყენებდა დევიზს: „რუსეთი რუსებისთვის”. სტალინი ინტერნაციონალიზმის მომხრე უნდა ყოფილიყო. ასე რომ, ჰიტლერი წინ მიიწევდა სოციალურით და ეროვნულით, ხოლო სტალინი – სოციალურით და ინტერნაციონალურით.

ჰიტლერი ხელისუფლების სათავეში წმინდა წყლის დემაგოგიით მოვიდა,  უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი დემაგოგია მოეწონა გერმანიის გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც ჰიტლერის მეშვეობით გადაწყვიტეს, თავიანთი გეგმების რეალიზება. ამ შემთხვევაში, აქცენტი კეთდებოდა ჰიტლერის პიროვნებაზე, მისი, როგორც ფიურერის (ბელადის) როლზე. რაც შეეხება სტალინს, ის ხელისუფლების სათავეში არ მოუყვანია რომელიმე პოლიტიკურ ძალას. გარკვეულმა მოვლენებმა ხელისუფლების სათავეში მოიყვანა რუსეთის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტია, რომლის ლიდერიც მაშინ იოსებ სტალინი არ ყოფილა. ლიდერი ვლადიმირ ლენინი იყო. სწორედ ამიტომ, მთავარი დემაგოგის როლში, ლენინი გამოდიოდა, თუმცა, ხელისუფლების დაპყრობის გეგმა სტალინმა შეიმუშავა. ჰიტლერი, როგორც გერმანიის ლიდერი, თავიდანვე გამოიკვეთა, ხოლო გერმანიის პოლიტიკური ცხოვრების სათავეში 1933 წელს მოვიდა. სტალინი 1917 წლიდან არ ყოფილა პოლიტიკური ლიდერი. იგი მხოლოდ ლენინის გარდაცვალების (1924) შემდეგ იწყებს პოლიტიკური ლიდერობისთვის ბრძოლას და პირველ სერიოზულ წარმატებებს 1927-1929 წლებში აღწევს. რუსეთის ერთპიროვნული მბრძანებელი 1936-1937 წლებში ხდება. ესე იგი, ჰიტლერი გერმანიის მბრძანებელი იმაზე ადრე გახდა, ვიდრე სტალინი საბჭოთა იმპერიის ერთპიროვნული მბრძანებელი გახდებოდა. ხელისუფლების სათავეში მოსვლისთვის ბრძოლაში სტალინმა წარმატებას თავისი ნიჭისა და შორსმჭვრეტელობის წყალობით მიაღწია, ანუ მისთვის ხელისუფლება ხონჩით არ მიურთმევიათ. რაც შეეხება ჰიტლერს, მიუხედავად იმისა, რომ მან ხელისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა ყველაფერი, შეიძლება ითქვას, ხელისუფლება მას, სანახევროდ მაინც, ხონჩით მიართვეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ის რაღაც ძალების კაცი იყო. ასე რომ, ერთპიროვნულ მბრძანებლად გახდომამდე, ბევრით არაფრით ჰგავდნენ ისინი ერთმანეთს. მსგავსება აქ ზერელე და არაფრის მთქმელია. ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს არ ჰგავდნენ, ისევე, როგორც არ ჰგავდა ერთმანეთს გერმანია და რუსეთი. 

სამაგიეროდ, დიდი მსგავსებაა სტალინსა და ჰიტლერს შორის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ. როგორც სტალინმა, ისევე ჰიტლერმა სისხლიანი რეპრესიების გზით თავიდან მოიცილეს ძველი თანამზრახველები. ამ ადამიანებთან მათ აკავშირებდათ ხელისუფლებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი პერიოდი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ძველი თანამებრძოლები სტალინსაც და ჰიტლერსაც დაუპირისპირდნენ. ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში სტალინმაც და ჰიტლერმაც დიდი რეპრესიები გაატარეს არმიაში, რის შემდეგადაც არმია მათი ნების აღმსრულებლად იქცა. დასახული მიზნისთვის ბრძოლაში ჰიტლერი მოქმედებდა პრინციპით: „მიზანი ამართლებს საშუალებას”, სტალინიც სავსებით იზიარებდა ამ პრინციპს. პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში სტალინი ხელმძღვანელობდა პრინციპით: „ვინც ჩვენთან არ არის ის ჩვენი წინააღმდეგია”. ჰიტლერი სავსებით იზიარებდა ამ პრინციპს.

სტალინსაც და ჰიტლერსაც ერთი და იგივე გეოსტრატეგიული მიზნები ჰქონდათ – მსოფლიოში გაბატონება. ამ მიზნების რეალიზებისთვის ბრძოლაში მათ არ დაინდეს მრავალი ერი და სახელმწიფო, რომელთა განადგურების შემდეგაც, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ეს დაპირისპირება ძვირად დაუჯდათ არა მარტო გერმანელებსა და რუსებს, არამედ ევროპის ხალხებსა და სახელმწიფოებსაც, მთელ მსოფლიოს. 

განსხვავებული იყო ჰიტლერისა და სტალინის ეკონომიკური პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერმა გერმანიაში ყველაფერი არმიის გაძლიერებას დაუქვემდებარა, ყოველ გერმანელს შეუქმნა არასებობისთვის ნორმალური პირობები. სტალინმაც ყველაფერი არმიის გაძლიერებას დაუქვემდებარა, მაგრამ თავის მოქალაქეებს დაპირებული სამოთხე ვერ მოუტანა. საბჭოთა კავშირი, ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად ჩამორჩებოდა გერმანიას. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი მსოფლიო ომისგან დანგრეული გერმანია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონით, ჰიტლერმა კვლავ ევროპულ სახელმწიფოდ აქცია, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნებს – ინგლისსა და საფრანგეთს. სტალინმა სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ამ მხრივ რუსეთი გერმანიას ვერც კი მიუახლოვდებოდა.  მათ შორის, დიდი განსხვავება იყო. 

სტალინი და ჰიტლერი დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან პოლიტიკური აზროვნების, პოლიტიკური პროცესების პროგნოზირების უნარით. საბჭოთა კავშირ-გერმანიის 1941-1945 წლების ომი გერმანიის მარცხით დამთავრდა, ჰიტლერმა არ იცოდა, რა ხალხთან, რა სახელმწიფო სისტემასთან ჰქონდა საქმე. ომში საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა, იმიტომ რომ, სტალინმა კარგად იცოდა, ვინ იყო მისი მოწინააღმდეგე. მოკლედ რომ ვთქვათ, ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს აბსოლუტურად არ ჰგავდნენ მოწინააღმდეგის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის ანალიზის უნარის თვალსაზრისით. 

სტალინი და ჰიტლერი ერთმანეთს არ ჰგვანდნენ როგორც მთავარსარდლები. ჰიტლერს თავბრუს ახვევდა გამარჯვებები და ეიფორიაში მყოფი, არ უსმენდა გამოცდილ სამხედრო სპეციალისტებს და მხოლოდ განცდილი დიდი მარცხის შემდეგ იღებდა მათ რეკონდაციებს. სტალინი ეიფორიაში არასდროს ვარდებოდა. ის ყურადღებით უსმენდა სამხედრო სპეციალისტებს და გადაწყვეტილებას დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ იღებდა. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სტალინს ომის პერიოდში შეცდომები არ დაუშვია. სტალინს არ დაუშვია საბედისწერო შეცდომები, გერმანია კი სწორედ ჰიტლერის საბედისწერო შეცდომების გამო დამარცხდა.

 

скачать dle 11.3