კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტიკური ზეთები

ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელ ზეთს რა დანიშნულება აქვს კოსმეტიკური თვალსაზრისით. გთავაზობთ საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს.

გარგარის ზეთი კარგია კანის დამწვრობისა და ნახეთქების სამკურნალოდ.

ყურძნის წიპწების ზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტია; გამოაქვს ტოქსინები და სძენს კანს ელასტიკურობას.

ჟოჟობის ზეთი ანელებს დაბერების პროცესს.

ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს თანაბარი რუჯის მიღებას და არბილებს კანს.

შარბახტის (კუნჟუტის) ზეთი ანელებს დაბერების პროცესს; ხელს უშლის კანის აქერცვლას; შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს.

ნუშის ზეთი ამაგრებს თმის ძირებს, აჩქარებს მის ზრდას და ანიჭებს თმას ბზინვარებასა და ელასტიკურობას. არის ჰიპოალერგიული.

ატმის ზეთი არბილებს კანს, ებრძვის ნაოჭებს.

ფორთოხლის ზეთი აჩერებს სისხლდენას, ანიჭებს კანს ჯანმრთელ ფერს.

ჟასმინის ზეთი კარგია სტრესების მოსახსნელად.

ილანგ-ილანგის ზეთი ძლიერი აფროდიზიაკია.

კედრის ზეთი გამოიყენება ქერტლის საწინააღმდეგოდ.

ლავანდის ზეთი აქრობს ქერტლს; აღადგენს მტვრევადი თმის სტრუქტურასა და კანს.

ლიმონის ზეთი კარგია კანის გასათეთრებლად, ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.

ვარდის ზეთი კანს ხდის მკვრივსა და ელასტიკურს, ხელს უშლის აქერცვლას; აუმჯობესებს კანის ფერს.

ჩაის ხის ზეთი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა.

скачать dle 11.3