კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  ვარ 31 წლის. ამ ბოლო დროს სახეზე ბეწვები ამომდის. ადრე ასე არ მქონდა, რამდინიმე თვეა დამეწყო და საშინელ დისკომფორტს ვგრძნობ. ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ქალებმა ჭარბთმიანობის დროს უნდა შეიმოწმონ საკვერცხეებისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და გაიკეთონ ანალიზი ტესტოსტერონზე. ასეთი თმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბად გამოყოფასთან და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. თუ ეს დადასტურდა, საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რადგან, სანამ არ მოწესრიგდება ჰორმონული ბალანსი ორგანიზმში, თმიანობა არ მოიკლებს.

კითხვა: რა ჰორმონია TSH, რას ნიშნავს მისი მომატება და რა უარყოფითი შედეგები მოსდევს მომატებულ TSH-ს?

პასუხი: TSH არის ფარისებრი ჯირკვლის თირეოტროპული ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ჯირკვლის ფუნქციის რეგულაციაში. მომატებული TSH მიუთითებს  დაქვეთებულ ფუნქციაზე – ჰიპოთირეოზზე. ჰიპოთირეოზის კლინიკური გამოვლინებებია: ყაბზობა, ძილიანობა, სიცივის აუტანლობა, ბრადიკარდია, კუნთების კრამპი, მენორაგია, უმადობა, წონაში მომატება, შენელებული რეფლექსები, კანისა და თმის სიმშრალე.

კითხვა: საშიშია თუ არა ასკარიდა ჭია 2 წლის ბავშვისთვის? 

პასუხი: ასკარიდა ორგანიზმში მთელ რიგ გართულებებს იწვევს, მათ შორის – ძალიან სერიოზულსაც. მაგრამ, დღესდღეობით ასკარიდოზის მკურნალობა სირთულეს არ წარმოადგენს და, ამიტომ, დროულად მიმართეთ პარაზიტოლოგს. 

კითხვა: მუნის შემთხვევაში რით უნდა მოვახდინო ტანსაცმლის, ლოგინისა და პირადი ნივთების დეზინფექცია?

პასუხი: კონკრეტული პრეპარატი ტანსაცმლისა და თეთრეულის დამუშავებისთვის არ არის მითითებული, საკმარისია მათი გამოხარშვა.

კითხვა: იწვევს თუ არა ფაღარათი წყლის ბალანსის დარღვევას? რა სიმპტომები აქვს და რით შეიძლება შეივსოს?

პასუხი: გახანგრძლივებული ფაღარათი იწვევს დეჰიდრატაციას. ფაღარათის დასრულებამდე უნდა მიიღოთ მეტი რაოდენობით სითხე, მათ შორის, ელექტროლიტების შესავსებად – რეჰიდრონი. სითხე ისეთი რაოდენობით უნდა მიიღოთ, რომ შარდი ღია ფერის გახდეს.  

 

скачать dle 11.3