ბრიტანული კინოს ახალი ვარსკვლავი – ბენედიქტ კამბერბეტჩი
პოპულარულ ტელესერიალ „შერლოკში” მონაწილე ბენედიქტ კამბერბეტჩი მსოფლიო კინოს ახალი ვარსკვლავია, რომელიც ახლო მომავალში დრაკონის როლში მოგვევლინება პიტერ ჯექსონის ბლოკბასტერში – „ჰობიტი”.
* ბენედიქტ კამბერბეტჩი დაიბადა 1976 წლის 19 ივლისს, ლონდონში. ის მსახიობების – ტიმოტი კარლტონ კამბერბეტჩისა და ვანდა ვენტემის შვილია. ცნობისთვის, ბენედიქტის დედა გათხოვილი იყო, როდესაც გაიცნო ტიმოტი და მის გამო ოჯახი დაანგრია.
* პრესტიჟული ჰეროუს სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ბენედიქტი ტიბეტის ერთ-ერთ მონასტერში ადგილობრივ ბერებს ინგლისურ ენას ასწავლიდა. ტიბეტიდან დაბრუნების შემდეგ ის მანჩესტერის უნივერსიტეტში მოეწყო თეატრალურ ფაკულტეტზე, შემდგომ კი სწავლა ლონდონის დრამატული ხელოვნებისა და მუსიკის აკადემიაში განაგრძო.
* ბენედიქტ კამბერბეტჩის სიმაღლე 184 სანტიმეტრია, ფეხის ზომა – 44,5, ხოლო მისი IQ 158 ქულას შეადგენს.
* კარიერის დასაწყისში ბენედიქტს ერიდებოდა სცენაზე, თავისი გვარით გამოსვლა, სანამ მას არ აუხნეს, რომ უჩვეულო გვარით ის უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდა.
* ბენედიქტ კამბერბეტჩისა და ალან რიკმანის ხმები ინგლისში მამაკაცის ყველაზე სექსუალურ ხმებად არის მიჩნეული.
* კამბერბეტჩი გატაცებულია სპორტით, იგი თავისუფალ დროს რაგბით, ჩოგბურთით, ველოსიპედით, პარაშუტითა და იოგით არის დაკავებული.
* ბენედიქტის დედას ძალიან უნდოდა, რომ მისი შვილი ადვოკატი გამოსულიყო. თავად ბენედიქტი კი ნეიროქირურგის პროფესიაზე ოცნებობდა.
* ბენედიქტს დედის მხრიდან ჰყავს ნახევარდა – ტრეისი პიკოკი, რომელიც მასზე 18 წლით უფროსია.
* ბრიტანული პრესის მიერ შედგენილი მსოფლიოს 100 ყველაზე სექსუალური მამაკაცის რეიტინგში ბენედიქტ კამბერბეტჩს მეხუთე ადგილი უკავია.
* 2004 წელს, აფრიკაში, ფილმ „სამყაროს ბოლომდე” გადაღებების დროს, ბენედიქტი და მისი მეგობრები ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს – ხელ-ფეხი შეუკრეს და მანქანის საბარგულში უდაბნოში გადაიყვანეს. ბენედიქტის თქმით, იქ მან სიკვდილს ჩახედა თვალებში.
* ბენედიქტ კამბერბეტჩი 12 წლის განმავლობაში ხვდებოდა მსახიობ ოლივია პულეს. ისინი 2012 წელს დაშორდნენ.
* თითქმის ყველა ფილმში ბენედიქტ კამბერბეტჩი შავთმიანია, სინამდვილეში კი ბენედიქტი დაბადებიდან წითურია.
* ბენედიქტ კამბერბეტჩის ბოლოდროინდელი როლებიდან აღსანიშნავია უარყოფითი პერსონაჟი „სტარ ტრეკში” და სკანდალური „ვიკილიქსის” დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის როლი ბიოგრაფიულ ფილმში – „მეხუთე ძალა”.