კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

5 საინტერესო ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფიიდან

ის 7 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი გადასახადის გადაუხდელობის გამო ბინიდან გამოასახლეს და მას სხვადასხვა სამსახურში მოუწია მუშაობის დაწყება, რათა რამენაირად დახმარებოდა მშობლებს. 9 წლის ასაკში მას დედა გარდაეცვალა. 22 წლის ასაკში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება მოინდომა, მაგრამ, საკმარისი განათლება არ ჰქონდა. 23 წლის ასაკში მან დიდი ვალი აიღო და პარტნიორთან ერთად პატარა მაღაზია გახსნა. სამი წლის შემდეგ მისი პარტნიორი გარდაიცვალა და მას დიდი ვალი დაედო, რომელსაც იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ისტუმრებდა. 28 წლის ასაკში მან დაქორწინება გადაწყვიტა, თუმცა, ქალმა, რომელსაც იგი ოთხი წელი ხვდებოდა, უარი უთხრა. 37 წლის ასაკში, მესამე მცდელობის შემდეგ, ის კონგრესის წევრად აირჩიეს, თუმცა, ორი წლის შემდეგ ისევ გადაირჩიეს. 41 წლის ასაკში მას 4 წლის შვილი გარდაეცვალა. 45 წლის ასაკში მან სენტაში მოხვედრა სცადა, მაგრამ, არ გამოუვიდა. 51 წლის ასაკში კი ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს. მისი სახელია აბრაამ ლინკოლნი.

ბრწყინვალე ორატორი

 ლინკოლნი ძალზე ჭკვიანი ორატორი იყო. მან ზუსტად იცოდა, რა უნდა ელაპარაკა. ამის დასადასტურებლად საკმარისია მისი ჩანაწერების ნახვა, სადაც მკაფიოდ ჩანს მისი ორატორული ნიჭი. ისტორიულ წყაროებში ლინკოლნის მხოლოდ ერთი გამოსვლის ტექსტი არის შემონახული – 1856 წელს ილიონოისში გამოსვლა. ისტორიკოსების ცნობით, ლინკოლნის ეს გამოსვლა მის კარიერაში ყველაზე სუსტი იყო.

ლინკოლნს უყვარდა ტექნიკური სიახლეები

აბრაამ ლინკოლნი გატაცებული იყო იმ დროის ტექნიკური სიახლეებით. იგი მოწყობილობების მექანიზმებით ინტერესდებოდა, თავადაც იყო დაკავებული გამომგონებლობით და 1849 წელს ერთი მოწყობილობაც კი შექმნა – მცურავი მშრალი დოკი. თავის გამოგონებაზე მან პატენტიც კი მიიღო, თუმცა, მანქანის აწყობა და ამუშავება მან ვერ მოახერხა.

ლინკოლნის სიმაღლე

წყაროების ცნობით, აბრაამ ლინკოლნი ყველაზე მაღალი პრეზიდენტია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში – მისი სიმაღლე 193 სანტიმეტრი იყო. ამასთან, ლინკოლნი მაღალ შლაპებსაც ატარებდა, რაც მის სიმაღლეს კიდევ უფრო ზრდიდა.

ლინკოლნის შლაპა

თავის შლაპას ლინკოლნი იყენებდა არა მხოლოდ როგორც მოდურ აქსესუარს, არამედ, მასში  ინახავდა ფულს, დოკუმენტაციასა და მნიშვნელოვან ჩანაწერებს. ლინკოლნის შლაპას ამერიკელები „საკვამურს” უწოდებდნენ, რადგან ის გრძელი იყო და მილს ჰგავდა.

ლინკოლნის რწმენა

აბრაამ ლინკოლნი არ ეწეოდა ეკლესიურ ცხოვრებას,  მაგრამ, აცხადებდა, რომ ქრისტიანია. საგულისხმოა, რომ დღემდე უცნობია, სინამდვილეში რომელი რელიგიის მიმდევარი იყო ლინკოლნი, რადგან, არ არსებობს ცნობები მისი ლოცვის ან ეკლესიაში სიარულის შესახებ. 

 

скачать dle 11.3