კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარადონა და ანრი არაბებს ულოცავენ

მარადონა და ანრი არაბებს ულოცავენ

1971 წლის 2 დეკემბერს არაბმა ემირებმა დადეს შეთანხმება და სათავე დაუდეს არაბთა გაერთიანებული საემიროების ფედერაციის შექმნას. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 42-ე წლისთავზე, დუბაიში  მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები – დიეგო მარადონა და ტიერი ანრი ჩავიდნენ, რათა არაბებს მიულოცონ დღესასწაული. არაბულ ნაციონალურ სამოსებში გამოწყობილმა მარადონამ და ანრიმ მონაწილეობა მიიღეს სახალხო ზეიმში და თავიანთ თაყვანისმცემლებთან უამრავი ფოტო გადაიღეს.

რონალდუს მუზეუმი

მადეირაზე მშენებარე კრიშტიანუ რონალდუს სახელობის მუზეუმი, პორტუგალიური პრესის ცნობით, დეკემბერში გაიხსნება. მუზეუმს „რეალის” ვარსკვლავი საკუთარი ხარჯით აშენებს მშობლიურ ქალაქ ფუნშალეში. ცნობილია, რომ გახსნის ცერემონიალზე საზეიმო ვითარებაში ლენტს თავად კრიშტიანუ რონალდუ გაჭრის, მაგრამ, ფეხბურთელის გადატვირთული გრაფიკის გამო, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება გახსნის ცერემონიალი. ცნობისთვის, მუზეუმში განთავსებული იქნება რონალდუსთან დაკავშირებული ყველა სპორტული ნივთი: თასები, კრიშტიანუსა და მისი მეგობრების მაისურები და სხვა ნივთები.

ბექჰემისა და ჯეიმსის საერთო პროექტი

ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ბექჰემი და კალათბურთის მოქმედი ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ბოლივიელი მილიარდერის, მარსელო კლაურეს ფინანსური მხარდაჭერით, მაიამიში საფეხბურთო სტადიონის აშენებას აპირებენ. შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარედგინა მაიამის მერიას და ზედ დაერთო დამტკიცებული პროექტი – 25 ათას მაყურებელზე გათვლილი ულტრათანამედროვე არენა. მშენებლებმა უკვე შეარჩიეს შესაბამისი ადგილი მაიამის პორტთან  ახლოს – ეს არის 10 ჰექტარი მიწის ფართობი. სავარაუდოდ, ავტომობილების პარკინგი სტადიონის ქვეშ განთავსდება, ისევე, როგორც „ამერიკან ეირლაინს არენის” მიწის ქვეშ, სადაც „მაიმი ჰითი” თამაშობს. ჯერჯერობით უცნობია, რა სახელი ექნება ბექჰემისა და ჯეიმსის სტადიონს.

შარაპოვა – სოციალური ქსელის დედოფალი

ქალთა ჩოგბურთის მოყვარულთა კლუბის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც 80 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რუსი ჩოგბურთელის, მარია შარაპოვას „ფეისბუქისა” და „ტვიტერის” გვერდები საუკეთესოდ დასახელდა. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის სოციალური ქსელის გვერდები დიდი პოპულარობით სარგებლობს: „ფეისბუქზე” შარაპოვას ოფიციალურ გვერდს 11,1 მილიონი „ლაიქი” აქვს, ხოლო „ტვიტერზე” რუს ლამაზმანს 705 ათასი მკითხველი ჰყავს. 

скачать dle 11.3