კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აქვს ქრისტიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა შაბათ-კვირას და როდის არ შეუძლია ადამიანს მარხვის მნიშვნელობის გაგება

28 ნოემბერს მართლმადიდებლურმა სამყარომ შობის დღესასწაულის მარხვა დაიწყო, რომელიც მართლმადიდებლებს მაცხოვრის შობისთვის ამზადებს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ყოველ წელს აღვნიშნავთ ამ დღეს, ვინახავთ მარხვას, მაინც გვიჭირს შობის მნიშვნელობის და, შესაბამისად, საშობაო მარხვის არსის გაცნობიერება. ამიტომ, ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება, ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი). 

 

– შობის მარხვა მზადებაა მაცხოვრის შობის დღესასწაულისთვის, თუმცა, ამ დღის მნიშვნელობის ბოლომდე გააზრება დღემდე გვიჭირს. 

– ქრისტიანული სწავლების თანახმად, არასდროს ყოფილა ისეთი დრო, როდესაც მაცხოვარი არ არსებობდა. ყოველთვის იყო მამა-ღმერთი, ძე-ღმერთი – მისგან შობილი და სულიწმიდა – მისგან გამომავალი. ეს არის საეკლესიო სწავლება, დოგმატი და, ამის შესწორების, გადაკეთების უფლება არავის აქვს. თავად შობილობა კი ძეს ეკუთვნის, რადგან, მამა არის უშობელი, ის ვერ იშვებოდა, ჩვენთვის აღსაქმელ დროში ვერ განკაცდებოდა. ასევე, სულიწმიდაც ვერ იშვებოდა, რადგან, მისი „ფუნქცია“ არ არის შობილობა. ამიტომ, შობის პატივი, უპირატესობა მიეწერება ძეს, რადგან, ის არის შობილი. წმიდა მამები ასეთ შედარებასაც აკეთებენ:  როგორც გონება ბადებს აზრს, ისე იბადება ძე მამისგან. ეს კი დროზე, სივრცესა და საერთოდ ყველაფერზე აღმატებულია. მაცხოვრის შობა, მისი ღვთაებრივი ბუნების განხორციელება ადამიანის ხორცში, რა თქმა უნდა, დროში ხდება. თავად უფალი გვაჩვენებს თავმდაბლობის მაგალითს – ის იბადება ცხვართა სადგომში და მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის ხდება გასაგები მისი ამქვეყნად მოვლინება. მაცხოვარმა ადამიანებს თავისი დაბადებით მისცა მაგალითი ადამიანობისა. მაცხოვარი რომ არ განკაცებულიყო, ადამიანები არ ისურვებდნენ მისი სწავლების მიღებას, რადგან, არ ეცოდინებოდათ მისი ამქვეყნიური წარმომავლობა. ჩათვლიდნენ, რომ ის იყო არა ადამიანი, არამედ, სული, მოჩვენება. ამიტომ, თავად მაცხოვრის განკაცებას, განხორციელებას, აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რომ მან თავისი ჩვილობით, მოწიფულობის, მოღვაწეობის პერიოდით ადამიანებს უჩვენა გზა, სწორი ორიენტირი ცხოვრებისა და სულიერებაში წარმატებისა. ამიტომ, ვინც მას უყურებდა, ვინც მას უსმენდა, თავად მაცხოვრისგან იღებდა მაგალითს და არა ზეციდან ჩამოსული ანგელოზისგან, სულისგან. ღმერთი ისე განხორციელდა, რომ მან თავისი ღმერთობა, ღვთაებრიობა არ დაკარგა. ადამიანიც ისე განიღმრთო, რომ მან თავისი ადამიანობა არ დაკარგა და, პირიქით, მან მაცხოვრის დახმარებით დაკარგული ბუნება დაიბრუნა. მაცხოვრის განკაცებით, როგორც მამები იტყვიან, მისი ხორცში დამალვით, ხორცით შემოსვით, კიდევ ერთხელ შეცდა კაცობრიობის მტერი – ეშმაკი, რომელმაც ადამიანის საფარველქვეშ ვერ იცნო თავად მაცხოვარი, ვერ გაიგო მისი გამოხსნის საიდუმლო. ანუ, ამ სახით რომ არ მომხდარიყო უფლის მოსვლა, მაშინ კაცობრიობის მტერს – ეშმაკს, ეცოდინებოდა, როგორ აპირებდა მაცხოვარი ამქვეყნად მოსვლას, როგორ გამოიხსნიდა ის სამყაროს და, შესაბამისად, ის უფრო მეტ ადამიანს აცდუნებდა.

– რატომ ენიჭება მართლმადიდებლების ცხოვრებაში შაბათ-კვირას დიდი მნიშვნელობა? 

– როგორც იცით, შაბათი უფლის დღეა და, სამყაროს შექმნიდან დღემდე, ის არ კარგავს თავის მნიშვნელობას. როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, კვირა არის კვირის მერვე დღე, ხოლო შაბათი – მეშვიდე და მას თავისი ფუნქცია არასდროს დაუკარგავს. ამიტომ, მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ, რომ ახალაღთქმისეულ ეკლესიაში კვირა დღე, თავისი მნიშვნელობით, არის აღმატებული, აღდგომის ტოლფასი, ამაღლებული სულიერი განწყობის გამომხატველი და, ბუნებრივია, შაბათიც არის უფლის დღე და მასაც სათანადო პატივის მიგება სჭირდება. შესაბამისად, შაბათ-კვირის მსახურებას ყოველთვის თან ახლავს სადღესასწაულო ელფერი, განწყობა. მსახურების წლიური ციკლი, ასევე, მოიცავს და აწესრიგებს მარხვის დღეებს. ფაქტობრივად, მარხვა – ეს არის ადამიანის სულიერი მზადება და მასში სინანულის გაღვიძება. თუ ადამიანს მარხვაში არ ექნება სინანულის განცდა, ბუნებრივია, მარხვა მისთვის ნაყოფის მომტანი არ იქნება.  თუ ქრისტიანი მარხვის განმავლობაში არ ესწრება ამ მსახურებას, ის ბოლომდე ვერ ითავისებს მარხვისეულ სულს; მას არ დაეუფლება ის განცდა, სულიერი მდგომარეობა, რომელსაც სინანული ჰქვია;  მისი მდგომარეობა, განწყობა მხოლოდ სადღესასწაულო იქნება და, ამიტომ, მისთვის მარხვისეული მდგომარეობა შეუცნობელი დარჩება. 

 – ძალიან ხშირად გაგვიგია სწავლება საკუთარი თავის უარყოფის შესახებ, განსაკუთრებით კი – მარხვაში, რისი გაკეთებაც ძალიან გვიჭირს ხოლმე. 

– ადამიანი ცოცხალი, ზნეობრივი, რელიგიური, საზოგადოებრივი არსებაა. ის საკუთარ თავს ისე ვერ მოიძულებს, რომ აღარაფერი აკეთოს. საკუთარი თავის უარყოფა ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა საკუთარი ხორციელი „მე“, ვნებები, მიდრეკილებები, ხორციელი საქმეები მოიძულოს და პირველ ადგილზე უფლის მცნებები წამოაყენოს. როგორც პავლე მოციქული ამბობს: „განიმოსოს ძველი კაცით და შეიმოსოს ახლით,“ ანუ, სულიერი კაცით; ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა საკუთარი სულიერი „მე“ უნდა წამოწიოს წინ, წამოაყენოს, გაასუფთაოს სულიერი ცხოვრების წესით, გაამშვენოს, გააბრწყინოს და უპირატეს მდგომარეობაში დააყენოს. ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს ისე, რომ თავისი ცხოვრების წესით არასდროს შეურაცხყოს უფალი. ცხოვრების წესში კი იგულისხმება ნებისმიერი მდგომარეობა, მოვლენა, რითაც ადამიანი სულდგმულობს. ანუ, ქრისტიანის ძალისხმევა, მონდომება, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ თავისი ცხოვრების წესით არასდროს შეურაცხყოს უფალი. ასეთი გამონათქვამი არსებობს: ადამიანი, რომელიც თავის მოქცევას, სულზე ფიქრს აყოვნებს, სახვალიოდ გადადებს – დღეს არ ვარ წარმატებული ქრისტიანობაში, ვერ ვლოცულობ, მოდი, ხვალ ან ერთი წლის მერე დავიწყებო, ის გარკვეულწილად, პილატეს ემსგავსება. ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს ისე, რომ არ გამოეკიდოს ამქვეყნიურ დიდებას, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან საკუთარი თავი ფიზიკური და სულიერი თვალსაზრისით უარყოს, პატივი არ სცეს და სხვის თვალში დააკნინოს. ანუ, ადამიანმა უფალთან და საკუთარ თავთან ურთიერთობისას ზომიერება უნდა დაიცვას, პატივი უნდა მიაგოს, უპირველეს ყოვლისა, უფალს და მერე – საკუთარ თავს. ეს, შეიძლება, ვინმესთვის ძალიან ადვილი, ან, პირიქით, ძალიან რთული იყოს, მაგრამ, ამ ყველაფრის დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ უფალთან ურთიერთობით არის შესაძლებელი. ქრისტიანობა არ ნიშნავს იმას, რომ, რადგან ჩვენ სასულიერო პირები ვართ, ან – ეკლესიის მრევლი, ამიტომ, სრულყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. შესაბამისად, ის, ვინც დღეს აპირებს მოქცევას, ეკლესიის წიაღში მოსვლას, ქრისტიანულ ცხოვრებას, უნდა ეცადოს, რომ უფლის სიტყვები არა მხოლოდ სიტყვით მიიღოს და საქმით ზედაპირულად აღასრულოს, არამედ, ამ ყველაფერში ჩარიოს საკუთარი გული, სიყვარული და მონდომება. სიყვარულის გარეშე არ არსებობს სარწმუნოება, ცხონება, უფალთან ურთიერთობა და, მით უმეტეს, არ არსებობს ადამიანებთან ურთიერთობა. ვინც აპირებს, ქრისტიანი გახდეს, ჯერ ზნეობრივი ადამიანი უნდა გახდეს, ზნეობრივი კანონები უნდა დაიცვას, რადგან, თუ მას არ ექნება ზნეობა – შინაგანი სიყვარულის, თავისუფლების, მოწესრიგებულობის, სიმშვიდის განცდა, ის ნამდვილი ქრისტიანი ვერ იქნება.

 

скачать dle 11.3