კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფალი ყოველივეს ხედავს

მიუხედავად მეუფის (წმიდა ნექტარიოს პენტაპოლელი) დიდი ღვაწლისა, ისეთი ადამიანებიც იყვნენ, ვისაც მიაჩნდა, რომ ის ყველაფერს არაგულწრფელად, ანგარებით, სხვების დასანახავად აკეთებდა.

ერთ ქალს 16 წლის ქალიშვილი ჰყავდა. გოგონა მოკრძალებული და ღვთისმოშიში იყო. დედა ცუდად ექცეოდა და რამდენჯერმე მისი დახრჩობაც კი სცადა. შეწუხებული გოგონა ავადმყოფ დედას გაექცა და წმიდა ნექტარიოსის მონასტერში დაიმალა. მაშინ დედამ სავანისა და მისი წინამძღვრის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ნექტარიოსმა რჩევისთვის ათენის მიტროპოლიტ თეოკლიტეს მიმართა, რომელმაც გოგონას დატოვების ნება დართო. მან ასე გაატარა მონასტერში ორი წელი, მაგრამ, დედა არ წყნარდებოდა. იგი პირეიში ჩავიდა და მონასტერს სასამართლოში უჩივლა. მან წინამძღვარს ბრალი დასდო, თითქოსდა, ძალით წაართვა ქალიშვილი. ათენის პროკურატურამ საქმის გასარკვევად ეგინაზე თავისი წარმომადგენელი გაგზავნა ორი პოლიციელის თანხლებით. მათ მონასტრის კარიბჭე შეამტვრიეს და პირდაპირ მეუფე ნექტარიოსის კელიისკენ გაემართნენ. შეძრწუნებული მონაზვნები თვალცრემლიანნი იდგნენ ეზოში. წიამძღვარმა ღიმილით მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლები. პროკურატურის გამომძიებელმა მეუფის მისასალმებელ სიტყვებს არც კი მოუსმინა და 70 წლის მოხუცს ყვირილი დაუწყო. ლანძღავდა და მოითხოვდა, მისთვის ის ჭა ეჩვენებინათ, სადაც, თითქოსდა, მონასტრის მკვიდრნი (დედები) მოკლულ ჩვილებს ყრიდნენ. შემდეგ მეუფეს მხარში ხელი ჩაავლო, მიათრევდა და ყვიროდა: „ყველას ციხეში ჩაგყრით!“ წმიდა ნექტარიოსმა ზეცისკენ მიუთითა და მიმართა: „უფალი ყოველივეს ხედავს“. ამით საქმე დასრულდა: ერთი კვირის შემდეგ პროკურატურის წარმომადგენელი დასნეულდა და ხელი, რომელიც მეუფეზე აღმართა, უმოძრაოდ ჩამოეკიდა. მაშინ მიხვდა, რომ სწორად არ მოიქცა და ეგინაზე წაყვანა ითხოვა. მონასტერში მეუღლის თანხლებით მივიდა და წმიდა ნექტარიოსისგან პატიება ითხოვა. მეუფემ მთელი გულით შეუნდო ამ ადამიანს, თუმცა, ორი წლის შემდეგ მაინც საჭირო გახდა ხელის ამპუტაცია.

скачать dle 11.3