კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: უფალი მოგვიწოდებს, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტერი. პრაქტიკულად როგორ უნდა შევიყვაროთ ჩვენი მტრები?

პასუხი: მტრისადმი სიყვარული ქრისტიანმა შემდეგნაირად უნდა გამოავლინოს: ვაპატიოთ მათ წრფელი გულით; დავეხმაროთ გაჭირვებაში და მათთვის ვილოცოთ.

კითხვა: ქრისტიანული მშვიდობისმოყვარეობა ნიშნავს თუ არა მოყვასის ბოროტებაზე თვალის დახუჭვას?

პასუხი: ახლობლებთან მშვიდობის დამყარების ვალდებულება არ ნიშნავს, რომ დავეთანხმოთ მათ ავ ზრახვებს, აზრებსა და ქმედებებს. ასეთი საქციელი დიდი ცოდვა იქნება. პირიქით, მანკიერი ადამიანების ზრახვებსა და აზრებს არ უნდა დავეთანხმოთ – ეს ქრისტიანის მოვალეობაა.

კითხვა: რა გზით უნდა ვეზიაროთ ტაძარში სულიწმიდის მადლს?

პასუხი: ტაძარში უნდა მიხვიდეთ არა მხოლოდ დამშვიდებისთვის, სიტკბოებისა და გულშიჩამწვდომი გალობის მოსასმენად, არამედ, უნდა იაროთ მადლისთვის და სინანულით სულის განმწენდისთვის; შეიცანით და იგლოვეთ თქვენი ცოდვების გამო.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ მისი თანამდებობა ხელს უშლის ღვთიური კანონებით ცხოვრებასა და სულის ხსნაში?

პასუხი: თუ თქვენი თანამდებობა ხელს გიშლით ღვთიური კანონებით ცხოვრებაში და თქვენი სულის ხსნას ეღობება წინ, უნდა დატოვოთ ის. ჯობია, იყოთ რიგითი მუშაკი, ოღონდ, სული იხსენით და თავი გადაირჩინეთ. რა სარგებელი გექნებათ, თუკი, თუნდაც ქვეყანას გადაარჩენთ, საკუთარ სულს კი წაიწყმედთ?!

скачать dle 11.3