კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სენსაციური აღმოჩენის ავტორები გახდნენ ქართველი მეცნიერები და როგორ ცდილობდნენ ევროპელები მათი გამოგონების მოპარვას

„საქართველოს ეროვნული აკადემია“ 90-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. მაშინ მეცნიერებისთვის არავის სცხელოდა და, გულახდილად რომ ითქვას, არც ახლა სცხელა. თუმცა, ისინი თავიანთ საქმეს მაინც აკეთებენ – გამომგონებელი ნუგზარ შავთვალაძე ამბობს, რომ მათი სამეცნიერო მიღწევებით, სამწუხაროდ, უცხოეთის მთავრობები და მეწარმეები უფრო ინტერესდებიან.

 

ნუგზარ შავთვალაძე: ქართველ მეცნიერებს სენსაციური გამოგონება აქვთ. ჩვენ შევძელით, წყლისთვის გადაგვეცა ინფორმაცია და ამის საფუძველზე შესანიშნავი პრეპარატები შეიქმნა როგორც მედიცინაში, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში. მაგრამ ძალიან მწყდება გული,  რომ ამ საკითხით არც ერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა. არადა, ჩვენ შეგვიძლია, ამ გზით მნიშვნელოვნად შევამციროთ ხარჯები, გავაუმჯობესოთ პროდუქტის ეკოლოგიური მდგომარეობა და მოსავალი. გავაკეთოთ საწვავის ეკონომია და გავზარდოთ მისი ეფექტურობა. თუმცა მესმის, რომ ნავთობის მაგნატებს ეს არ აწყობთ და ძნელია მათ წინააღმდეგ წასვლა.

ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აღმოჩენა სენსაციურია და დასავლეთის სამეცნიერო წრეებში, პირდაპირ ვიტყვი, სკეპტიკურად, იმავდროულად, აღშფოთებითა და შურით შეხვდნენ ამ ამბავს – გვეუბნებოდნენ, ნოუ ჰაუ მოგვყიდეთო...

– პლაგიატიის მცდელობაც ხომ არ იყო?

– კი, იყო ჩვენთანაც. ამ საკითხზე მსოფლიოს უამრავი ლაბორატორია მუშაობს და ბუნებრივია, იყო შურის მომენტი...

– სოფლის მეურნეობაში გაქვთ ძალიან საინტერესო მიღწევები, როგორც წავიკითხე და ვიცი...

 – იცით, ამას ძალიან სერიოზული პიარი სჭირდება, მედიისა და სახელმწიფო დონეზე. ჩვენს ნაცნობ ფერმერებს კი მივაწოდეთ ინფორმაცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და არც შეიძლება, სახელმწიფოს გვერდის ავლით ამის გაკეთება. საჭიროა რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავჯარიმდებით – რეგისტრაცია კიდევ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, არადა, აღმოჩენა ნამდვილად სენსაციურია – ეს ადამიანები ნობელის პრემიაზე წარდგენას იმსახურებენ. ამ მეცნიერებს ფორმალურად კაპიკებს უხდიან, რომ შიმშილით არ დაიხოცონ, არადა ფრანგი და სხვა ევროპელი მეღვინეები, ფერმერები აქტიურად არიან დაინტერესებული ამ ალტერნატიული შესაწამლი და მოსავლის გასაზრდელი საშუალებებით. უბრალოდ, არ გვინდა, რომ ჩვენი პოტენციალი უცხოეთს მოვახმაროთ. ელემენტარული, მედიკამენტები რომ ავიღოთ, უზარმაზარი კაპიტალი გაედინება ფარმაკოლოგიაში ქვეყნიდან, მაშინ, როცა ჩვენ შეგვიძლია, თავად შევთავაზოთ ნედლეული ქართულ ფარმაცევტულ ქარხნებს.

– თქვენი გამოგონების მთავარი არსი და სენსაციურობა რაში მდგომარეობს?

– მე წეღან ვთქვი, რომ ჩვენ შევძელით და წყალს გადავეცით ინფორმაცია. ჩვენ არ გვჭირდება არც ქიმიური, არც ბიოლოგიური კომპონენტების დამატება – მედიცინაში წყალს ვიყენებთ იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმს გადასცეს ინფორმაცია, რაც ორგანოებს ხელს უწყობს, შეებრძოლოს ამა თუ იმ დაავადებებს – თუნდაც აქტიურდება ანტიკანცეროგენული მიმართულებით, ფუნქცია, ეს არის ეპოქალური გამოგონება. ჩვენ შეგვიძლია, ბევრ სფეროში დავეხმაროთ სახელმწიფოს – აგრარულ სფეროში, თავდაცვასა  და ენერგეტიკაში. არაჩვეულებრივი საშუალება ეძლევა თავდაცვის სამინისტროს, შეამციროს საწვავთან დაკავშირებული ხარჯები –  რაც ეხება ტანკებს და სამხედრო ავიაციას. ტანკებში ხშირად ასხამენ უხარისხო ზეთებს და სამხედრო ტექნიკა ფუჭდება. „პეტროქსს“ შეუძლია, გააძლიეროს საწვავის ენერგოეფექტურობა და მოახდინოს 2-3 ტონა საწვავის ეკონომია. ტანკის გადაადგილების მანძილი 10 კილომეტრით რომ გაზარდო, ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. თუნდაც, ბომბდამშენები რომ ავიღოთ – შეგვიძლია პრეპარატით, რომელსაც საწვავთან ერთად ავზში ჩავასხამთ, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მისი ფრენის რადიუსი: 300-დან 4 000-მდე.

– აგრარულ სფეროს რაც შეეხება?

– აგრარულ სფეროს რაც შეეხება, გვინდოდა, შეგვექმნა ალტერნატიული სასუქი და შესაწამლი საშუალებები. ბუნებრივია, ნიტრატები, გვარჯილა და შხამქიმიკატები ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავეს – ყველა მათგანი ქიმიურია. ამიტომ არის ამდენი სიმსივნური დაავადება გავრცელებული. მომავალში მსოფლიო აუცილებლად დაბრუნდება ბუნებრივ საწყისებთან. ჩვენ შევქმენით უნიკალური, მსოფლიოში ანალოგის არმქონე სასუქი – „აკატოქსი“ (ანუ „ფლორექსი“), ასევე, შესაწამლი საშუალებები – „ეკოჭრაქი“ და „ეკონაცარი“. „აკატოქსი“ დავარქვით სასუქს, რადგან პირველად გამხმარი აკაციის ხისთვის გამოვიყენეთ და საოცარი შედეგი მივიღეთ – 10-12 დღეში კვლავ დაფოთლიანდა. ამ პრეპარატს აქვს ბიორაბის ეფექტი – დასეტყვილი ვაზის შემთხვევაში 2-3 დღეში დაიწყო მცენარის ხელახალი აღორძინება. მოსავლის გაზრდის მიზნით, გამოვიყენეთ მხალის, ისპანახის, ხორბლისა და იონჯას შემთხვევაში და, რომ შევადარეთ საკონტროლო ჯგუფებს, მოსავლის მასა 3-ჯერ გაიზარდა. თუმცა ამ პრეპარატს ნაკლები ეფექტი ჰქონდა ბოლქვოვან კულტურებში – „ფლორექსის“ მცირე რაოდენობას შეუძლია, მორწყას ათასობით ჰექტარი და თავისუფლად შეცვალოს ტრადიციული ქიმიური შესაწამლი საშუალებები. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს მსოფლიოში ერთადერთი, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ბიოპროდუქტი.

– ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია აგრეთვე, შესაწამლმა საშუალებებმა. ვფიქრობ, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სასუქი. რა არის „ეკოჭრაქი“ და „ეკონაცარი“?

– შემუშავებული გვაქვს ვაზის შესაწამლი საშუალებები ჭრაქისა და ნაცრის შემთხვევაში. ვაზი ხშირად ავადდება ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებით. ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი – ბიოშესაწამლ საშუალებებსა და ქიმიკატებზე იაფია. „ეკოჭრაქი“ და „ეკონაცარი“ არ შეიცავს ტოქსინებს და როგორც მცენარისთვის, ასევე ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან უსაფრთხოა.

– წეღან ენერგოეფექტურობასა და საწვავთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობდით...

– ჩვენ შევქმენით დანამატი „პეტროქსი“ – ამ სფეროში ნამდვილად არის ნოუ ჰაუ. არის თხევადი საწვავის მისართი – შედგება გარკვეული წესით დამუშავებული და ინფორმაციაგადაცემული წყლისგან, გლიცერინისა და სპირტისგან. საწვავში ის ემატება ძალიან დაბალი დოზებით.

 

скачать dle 11.3