კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეიძლება აკლდეს ქმრისგან განებივრებულ ქალს და როგორ იძიებს შურს მესაკუთრეზე ის

ქალებმა თავადაც არ იციან, რა უნდათ და კაცებისგან მაქსიმუმს ითხოვენო, – ასე ფიქრობს ძლიერი სქესი. მათ მიაჩნიათ, რომ ქალბატონებს არაფერი აკმაყოფილებთ, რომ ისინი მაქსიმალისტები არიან ყველაფერში. მაგრამ, რეალობა სხვაა – სინამდვილეში, ქალს, უპირველესად, აქვს მოთხოვნილება, გვერდით თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი ჰყავდეს, რომელსაც დაეყრდნობა და თავის პრობლემებს გაუზიარებს. სამწუხაროდ, წყვილებს შორის კომუნიკაციის პრობლემები რეალურად არსებობს და ამას საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე. გაუგებრობა შობს უნდობლობასა და გაუცხოებას, მერე კი, შეიძლება, გამოჩნდეს ვიღაც, ვისაც ხავსივით მოებღაუჭები და იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელზეც არასოდეს გიფიქრია.

 

თეიკო (37 წლის): მე ისეთი პრობლემა მაქვს, ვერავინ გამიგებს, უახლოესი მეგობრებიც კი.  ჩემს დაქალებს, პირიქით, მიაჩნიათ, რომ ჩემზე ბედნიერი ქალი დედამიწაზე არ დადის. მათ შურთ ჩემი. სულ მეუბნებიან, ვერ ხვდები, როგორ გაგიმართლა: მდიდარი ქმარი გყავს, რომელმაც შენ და შენს შვილს უზრუნველი ცხოვრება შეგიქმნათ. სრულ კომფორტში გაცხოვრებთ და, შეუძლია, ყველა კაპრიზი დაგიკმაყოფილოსო.

– ანუ, ისინი ცდებიან?

– არ ცდებიან იმაში, რომ ჩემი ქმარი ნამდვილად მდიდარია. კომფორტშიც ვცხოვრობ, მაგრამ, ეს ყველაფერი მეორე და მესამეხარისხოვანია. ვერავის ავუხსნი, როგორი მძიმე ცხოვრება მაქვს, როგორ ვწვალობ. სრული კომფორტი სულაც არ ნიშნავს ძვირფას სამოსს, ძვირფას ავტომობილს, სამკაულსა და ევრორემონტიან სახლს. ძალიან მინდა, თქვენ მაინც გამიგოთ. ვერავის მოვუყვები ამ ყველაფერს, რადგან, ზუსტად ვიცი, როგორი რეაქცია ექნებათ და უარესად „დავიგრუზები“... თუმცა, დასაწყისი მართლაც არაჩვეულებრივი იყო და არაფერი მაგრძნობინებდა იმას, რომ გამოუსწორებელ შეცდომას ჩავდიოდი. მდიდარ ოჯახში არ გავზრდილვარ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ, არ უარვყოფ ფაქტს – კეთილდღეობა იყო ჩემთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი პარტნიორის შერჩევისას.

– მარტივად რომ ვთქვათ, ეძებდით ფულიან მამაკაცს ურთიერთობისთვის. 

– ეს ძალიან უხეშად ნათქვამია. საკუთარი თავით არასდროს მივაჭრია, ანუ, შეძლებული კაცის ცოლობა კი მინდოდა, მაგრამ, სიყვარულსაც ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. იცით, რაშია საქმე?! როცა წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკლია, უამრავ სიკეთეზე გრჩება თვალი და, გინდა, ისევე კარგად გეცვას, როგორც შენს თანატოლებს, ბუნებრივია, გიჩნდება სურვილი, შენც გქონდეს ამ ყველაფრის საშუალება. სხვათა შორის, ჩემი ქმარი არაჩვეულებრივი თაყვანისმცემელი იყო.

– იმის თქმა გინდათ, რომ შეგიყვარდათ?

– დიახ. შეუძლებელი იყო, არ შემყვარებოდა. იცით, როგორ მანებივრებდა და რა სიურპრიზებს მიკეთებდა, ჩემი თანამშრომლები შურით ოხრავდნენ, როცა ის თავისი ძვირფასი მანქანით მაკითხავდა. ულამაზეს თაიგულებს, იშვიათ სამკაულებს მჩუქნიდა და საუკეთესო კაფეებში მპატიჟებდა. ძალიან გაგიმართლაო, – მეუბნებოდნენ; ოცდაათი წლის ასაკში ნამდვილ უფლისწულს შეუყვარდიო.

– ამან თქვენს პატივმოყვარეობაზე იმოქმედა?

– სავარაუდოდ, ასე მოხდა, ან, ვისზე არ იმოქმედებდა. ვიყოთ გულახდილები – ადამიანები იდეალურები არა ვართ და ამქვეყნიური სიამენი ძალიან გვხიბლავს. ვიფიქრე, რა კარგია, ვუყვარვარ კაცს, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს-მეთქი. მაშინ აზრადაც არ მომსვლია, რომ მან მე, უბრალოდ, მიყიდა, როგორც ძვირფასი მანქანა, ბრენდული სამოსი ან აგარაკი პრესტიჟულ კუნძულზე. მიყიდა სიურპრიზებითა და თაიგულებით, თავისი შესაძლებლობებით – მატერიალურ შესაძლებლობებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

– მას არ უყვარდით?

– იცით, მას თავისი მანქანაც უყვარს, მაგრამ, ამით არაფერი იცვლება. უყვარს იმიტომ, რომ მისით თავი მოსწონს, ისევე, როგორც ჩემით. მგონი, შვილის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება აქვს. ერთხელ თქვა: რა კარგია, რომ ჭკვიანი და ლამაზი ბავშვია. ასეთი რომ არ იყოს, არ ვიცი, ასე ძალიან მეყვარებოდა თუ არაო... მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამ სიტყვებისთვის, საკმაოდ გვიან გავიაზრე და გავაცნობიერე ის, რაც თქვა. ამით იმის დამტკიცებას არ ვცდილობ, რომ ჩემს ქმარს ჩვენი შვილი არ უყვარს, მაგრამ, ისე უყვარს, როგორც შეუძლია. სხვანაირი სიყვარული არც იცის და არც ესმის. მე ყველაფერი მაქვს. ჩემი ბრილიანტისთვლიანი საქორწინო ბეჭდის ყველა ქალს შურს. ალბათ, როცა ამ ბეჭედს უყურებენ, ფიქრობენ, რა ბედნიერია და როგორ გაუმართლაო... ბეჭედი მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ, ვერანაირად ვერ მივსებს სიცარიელეს.

– თქვენი ქმარი თქვენზე უფროსია?

– არც ისე – ექვსი წელი რა სალაპარაკოა. ჩემი პრობლემა სულ სხვა რამეა – მას საერთოდ არ ესმის ჩემი; აბსოლუტურად გულგრილია ჩემი ემოციების, გრძნობებისა და განცდების მიმართ. დარწმუნებულია, რომ უბედნიერესი ვარ და ეს მისი დამსახურებაა. რამდენიც უნდა ვილაპარაკო, მაინც ვერაფერს შევაგნებინებ – ამაში ეჭვი არ მეპარება. მე კი უკვე არანორმალურად დავიღალე. ბედნიერი ვიყავი მხოლოდ ორი წელი – ბედნიერი ქმართან ურთიერთობაში, თორემ, შვილი მყავს და, წესით, სხვა არაფერი არ უნდა მინდოდეს. მამიკო ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს მის ჩაცმაზე – ჩემს ქმარს მარტო ეს ჰგონია ადამიანებზე ზრუნვა. ცოლს ანებივრებს – როგორი ვაჟკაცია! რეალურად კი, აზრზეც არ არის, მის ცოლს რა უნდა. ჩემი საკუთარი ფული არ მაქვს, რადგან, ქმარმა სამუშაოდ არ გამიშვა – რად გინდა, ყოველთვის შეგიძლია, იმდენი მომთხოვო, რამდენიც გჭირდება. ჩემმა ცოლმა რატომ უნდა იმუშაოს, საამისო რა მჭირსო... პროდუქტებს ის ქალი ყიდულობს, ვინც საოჯახო საქმეებში გვეხმარება. უფლება არ მაქვს, ჩემი არჩევით, დამოუკიდებლად და მაშინ, როცა მინდა, ჩუსტი მაინც ვიყიდო. გაგიჟდება და გადაირევა – როგორ თუ არ მკითხე და არ შემითანხმეო. ფული კი არ მენანება, შენ ისეთს ვერ იყიდი, როგორიც შეგვეფერებაო. სხვები რას იტყვიან – ეს არის მისთვის უმთავრესი... ერთპიროვნული ლიდერია. მე მისთვის უტვინო, უსულო და უგულო თოჯინა ვარ, რომელიც კარგად უნდა მორთო და მერე ადამიანებს აჩვენო. იმას ვერ ხვდება, რომ, მზად ვარ, სრულიად ჩვეულებრივ მამაკაცზე გავცვალო, არაფრით გამორჩეულზე, უფულოზე, მაგრამ მგრძნობიარეზე. სულ უფრო ხშირად ვფიქრობ ამაზე. მე ხომ ყოფით პრობლემებზე ფიქრი არ მჭირდება – მათ ჩემი ქმარი აგვარებს.

– ანუ, რადგან პრობლემები არ გავქთ, ამიტომ, სხვა კაცთან რომანზე უნდა იფიქროთ?

– იძულებული ვარ, ვიფიქრო – მე მარტო ვარ. ნივთები ცოცხალ ურთიერთობას ვერ ჩაანაცვლებს; აღარც ფუფუნება და კომფორტი მინდა. სექსიც კი ყოველგვარი ვნების გარეშე გვაქვს, მთავარია, ძალიან ძვირფასი და ეროტიკული  საცვლები მეცვას. რამე სპონტანური და „ველური“ რომ შევთავაზო, უარს მეტყვის. თურმე, ფუფუნებაც ისევე დამღლელია, როგორც გაჭირვება, თუკი ის უსიცოცხლო და აუტანელია.

– ამჟამად გყავთ საყვარელი?

– მომწონს ერთი ადამიანი, მაგრამ, მასთან ახლოს არ ვარ. ჯერ დისტანცია მიჭირავს, თუმცა, დაახლოების სურვილი მაქვს. არაჩვეულებრივად ესმის ჩემი. ჩემი ქმარი მარტო მაშინ მიყურებს აღტაცებით, როცა ვინმე ეუბნება, არაჩვეულებრივი ცოლი გყავსო, ის კაცი კი ჩემზე ჭკუას კარგავს. მართლა ვუყვარვარ. იცის, რა მომწონს, რა მიხარია, რა მწყინს... როგორ ავხსნა უფრო კარგად, რა მაკავშირებს მასთან? ალბათ, ეს არის ორ ადამიანს შორის სულიერი კავშირი. რომ ამბობენ, მეორე ნახევარიო, ასე მგონია, სწორედ ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი მატერიალურად სრულიად უზრუნველმყოფს, სულიერი შიმშილი უფრო საშინელება ყოფილა.

– ფიქრობთ, რომ ქმრისგან წამოხვალთ?

– არ ვიცი, რას ვიზამ, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ. ქმარი არ მიყვარს, მაგრამ, მის მიმართ პატივისცემისა და მორიდების გრძნობა ჯერ კიდევ გამაჩნია. საკუთარ თავსაც ვცემ პატივს, თან, ცოტა სხვანაირ ოჯახში გავიზარდე და ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს. გულახდილად გეტყვით: უკვე აღარ ვიცი, რა მინდა. ზოგჯერ მგონია, რომ ამ კაცის გარეშე ვერ გავძლებ და ვეღარ ვიცოცხლებ. როგორც ჰაერი, ისე მჭირდება. რამდენიმე დღეა, სპეციალურად არ ვხვდები – ვცდილობ, დავივიწყო, მაგრამ, არ გამომდის, კიდევ უფრო მეტად მენატრება. მინდა, რომ მხარზე თავი დავადო და ბავშვივით გულაჩუყებულმა ვიტირო. მან რომ ცოტა იაქტიუროს და სულ ოდნავ დამაძალოს, მაშინვე მის ლოგინში აღმოვჩნდები, მაგრამ, ბოლომდე იკავებს თავს – სანამ ამის სურვილი შენ თვითონ არ გაგიჩნდება, არაფერს მოვიმოქმედებ. რაღაც გადაწყვეტილებამდე შენ თვითონ უნდა მიხვიდეო.

– ანუ, მზად არის, ცოლადაც მოგიყვანოთ?

– იცით, რას მეუბნება? მეშინია, რომ მოლოდინს გაგიცრუებ, შენ და ბავშვს ისეთ ცხოვრებას ვერ შეგიქმნით, როგორსაც შეჩვეულები ხართო. მარტო ჩემზე რომ იყოს, ყველაფერზე უარს ვიტყოდი და ქვეყნის დასალიერშიც გავყვებოდი, მაგრამ, ბავშვს რას ვერჩი, როგორ მოვაკლო ის, რასაც მამამისი აძლევს?

– ქმრის მიმართ რას გრძნობთ?

– სიყვარული და ლტოლვა ნამდვილად აღარ მაქვს. თუ არსებობდა ეს ყველაფერი, უკვე გამიქრა. დარჩა გრძნობათა უცნაური ნაზავი: მადლიერების განცდა, ცოტა პატივისცემა, ცოტა შიშიც... მოკლედ, არ ვიცი, წავიდე რისკზე და დავდო სასწორზე ყველაფერი, რაც მაქვს? ძალიან მეშინია ხვალინდელი დღის. იმ კატეგორიისაც არ ვარ, რომ საყვარელი გავიჩინო და დამშვიდებული სინდისით ქმართან განვაგრძო ცხოვრება.

 

скачать dle 11.3