კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  ჩემი ოჯახის წევრი დააჯარიმეს მეტროთი მგზავრობის დროს მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დარღვევის გამო. გთხოვთ, მაცნობოთ, რა კონკრეტული ქმედებები ითვლება მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დარღვევად და რა ოდენობის ჯარიმებია დადგენილი ამ წესების დარღვევისათვის? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ  მეტროპოლიტენის გასასვლელ საკონტროლო პუნქტებში სუროგატების ან გადახდისუუნარო მონეტების ჩაშვება; აგრეთვე, საკონტროლო პუნქტებში გასვლა ან გასვლის მცდელობა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით; ადვილად აალებადი, ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების მეტროპოლიტენით გადატანა გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით; ხოლო, მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელის, ბაქნების, ვაგონის სალონის, ესკალატორის და ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, აგრეთვე, მეტროპოლიტენის სადგურებსა და ვაგონებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხებში შეყოლა და მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

კითხვა: მაქვს სავაჭრო ობიექტი, რომელიც ახორციელებს თამბაქოს რეალიზაციას. გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა თამბაქოს რეალიზაციის დროს და, დადებით შემთხვევაში, რა სახის შეზღუდვებს ითვალისწინებს კანონმდებლობა? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციისას გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებად ითვლება: თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია; თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში; სკოლაში; 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებთან 50 მეტრზე ახლოს; აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებაში. აკრძალულია, ასევე თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია 18 წლამდე ასაკის პირზე და სიგარეტის ღერების, ერთეული შეფუთვის (კოლოფის) რეალიზაცია, თუ მასში  20 ღერზე ნაკლები სიგარეტია.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა უფლება რიგით მოქალაქეს, ავტობუსით მგზავრობისას მოვწიო სიგარეტი და არსებობს თუ არა ამ კუთხით თამბაქოს მოწევაზე რაიმე სახის საკანონმდებლო შეზღუდვა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თამბაქოს მოწევა აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის: ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, ტრამვაი-ტროლეიბუსში, მატარებელსა და საზღვაო ხომალდში; აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილის დახურულ შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტში, სადაც აკრძალულია მაგარი (სპირტიანი) სასმელების რეალიზაცია და მოხმარება, თამბაქოს მოწევა საამისოდ გამოყოფილი სპეციალური ადგილის ფარგლებს გარეთ და ამ წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ლარით; ხოლო, სკოლამდელი აღზრდის, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში თამბაქოს მოწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარით.

კითხვა: ვარ თამბაქოს აქტიური მომხმარებელი. ერთი კვირის წინ, თვითმფრინავით მგზავრობისას, თამბაქოს მოწევის გამო დამაჯარიმეს 500 ლარით, რაც, ვფიქრობ, შეუსაბამოდ დიდი ჯარიმაა. გთხოვთ, მაცნობოთ,  ვარ თუ არა კანონიერად დაჯარიმებული?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საჰაერო ხომალდში თამბაქოს მოწევა საამისოდ გამოყოფილი სპეციალური ადგილის ფარგლებს გარეთ, მართლაც ჯარიმდება 500 ლარით.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ მძღოლებს, რომლებიც მანქანის სალონიდან პირდაპირ ქუჩაში ისვრიან ხოლმე სხვადასხვა ნარჩენებს თუ ნაგავს?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების დედაქალაქის ტერიტორიაზე გადაგდება, დატოვება, დაყრა ან სხვა ტიპის ქმედება, გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის, ხოლო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის: ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსის (მიკროავტობუსის) შემთხვევაში – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

скачать dle 11.3