კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აკონტროლებს ჰაერში თვითმფრინავს და როგორ შეასწრო ევროპის სივრცეში საქართველოს ხმელეთს ქართულმა ცამ

თუ ფიქრობთ, რომ თვითმფრინავით მგზავრობისას თქვენი ბედი მხოლოდ მფრინავის ხელშია, ძალიან ცდებით.  რა თქმა უნდა, მის პროფესიონალიზმზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ის მარტო ვერაფერს „გახდება,“ ხმელეთიდან „საქაერონავიგაციის“ მთელი კოლექტივი რომ არ ეხმარებოდეს. სწორედ „საქაერონავიგაცია“ აწესრიგებს ფრენებს და საჰაერო სივრცეში თითოეული მგზავრის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ალბათ, შეგინიშნავთ კიდეც, აეროპორტების სიახლოვეს, სამეთვალყურეო კოშკი-ტაუერი. ეს ის ადგილია, საიდანაც საჰაერო მოძრაობის მართვა ხორციელდება. თუმცა, ესეც არ არის ყველაფერი, რაც ჩვენ, ჩვეულებრივმა მგზავრებმა არ ვიცით. მაგალითად ის, რომ ჩვენი, ქუთაისის ახალი სამეთვალყურეო კოშკი, აღმოსავლეთ ევროპის ხუთ საუკეთესო ტაუერს შორისაა და რომ ქართული ავიასივრცე ევროპის ერთიან ცას შეუერთდა.  

– ბატონო გოჩა, როგორ მოხდა, რომ ქართულმა ცამ საქართველოს შეასწრო ევროკავშირში?

გოჩა მეზვრიშვილი (შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი): (იღიმის) სწორედ ამასთან დაკავშირებით მივდივართ ბრიუსელში. სტუმრებისთვის ქვეყანა აეროპორტებითა და სანავიგაციო კოშკებით იწყება. ის ქვეყნის სავიზიტო ბარათია. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია – „ევროკონტროლი” სამთავრობათაშორის სამოქალაქო-სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის შემადგენლობაშიც 39 სახელმწიფო შედის და მეორმოცე წევრად დავემატეთ ჩვენც. რაც ჩვენი მიღწევების, პროფესიონალიზმისა და გაწეული შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარებას ნიშნავს. 

– ბატონო გოჩა, დიდი ხანია, ავიაციაში მოღვაწეობთ?

– 1982 წლიდან მფრინავი ვარ. ვერტმფრენს ვმართავ და ახლაც არ დამინებებია თავი ამ საქმიანობისთვის. ყველა ომში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რაც კი უახლეს ისტორიაში საქართველოს თავს დატრიალდა. ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენიც მაქვს. თვეში ორჯერ მაინც მიწევს ფრენა. კაბინეტს ნელ-ნელა ვეჩვევი. 

– ქართული ავიასივრცე უსაფრთხოდაა მიჩნეული?

– საჰაერო სივრცის უსაფრთხოება მთლიანად საჰაერო ნავიგაციაზეა დამოკიდებული, ანუ ჩვენზე. ჩვენ ვმართავთ თვითმფრინავებს ჰაერში. 1999 წლიდან აქტიურად დაიწყო მუშაობა საქართველოს საჰაერო ნავიგაციის განვითარებაზე. გაუმჯობესდა ტექნიკური ბაზა, გადამზადდა პერსონალი. ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ და ვნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს. დღეს საქართველოს საჰაერო ნავიგაცია მთლიანად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მგზავრებმა არ იციან, რომ მათი ბედი ავიამეთვალყურეს ხელშია (იღიმება). თვითმფრინავი მუდმივ კავშირშია ავიამეთვალყურეებთან და ერთი წამითაც არ კარგავს კონტროლს. სარადარო სისტემების დახმარებით იმართება საჰაერო სივრცე, რათა თვითმფრინავებმა ერთმანეთისგან დაშორებით, უსაფრთხოდ და თანმიმდევრულად იფრინონ. ჩვენ ვაკონტროლებთ საქართველოს საჰაერო სივრცეს მთლიანად. უზრუნველვყოფთ  თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და მესტიის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მომსახურებასა და ფრენის უსაფრთხოების დაცვას. 

– ანუ, დღე და ღამე მუშაობთ...

– ოცდაოთხი საათის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცე დაყოფილია კლასიფიკაციების მიხედვით: მაღალ, საშუალო და დაბად დონეებად. მაღალ ტრასებზე მართავს თვითმფრინავს ყველაზე მაღალი დონეების ავიამეთვალყურე. თვითმფრინავი დაშვებას როცა იწყებს,  საშუალო დონეების ავიამეთვალყურეა პასუხისმგებელი, ხოლო მიღება-აფრენას და დედამიწაზე მის გადაადგილებას უკვე ტაუერი ახორციელებს. 

– ანუ, თქვენს გარეშე თვითმფრინავი ვერც აფრინდება, ვერც დაფრინდება, ვერც იფრენს... 

– ასეა. გამორიცხულია თვითმფრინავის გადაადგილება საჰაერო ნავიგაციის გარეშე. საქაერონავიგაცია 1 იანვრიდან ერთიანი ევროპის ცის წევრი გახდება. შესაბამისად, მთელი ევროპის მასშტაბით გვაქვს კავშირი ამ ქვეყნების საჰაერო ნავიგაციებთან. როგორც აღნიშნეთ, ჩვენს ქვეყანას შევასწარით ევროკავშირში (იღიმის). ეს, ასე მარტივად არ მომხდარა. ამაზე მუშაობა თითქმის ორი წელია, რაც მიმდინარეობს და მასზე უამრავმა ადამიანმა დიდი შრომა გასწია. ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის გახსნამ, რომელსაც თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ტაუერი – სამეთვალყურეო კოშკი აქვს, ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე მსოფლიოს სხვადასხვა ავიაკომპანიისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. ეს ახალი სამეთვალყურეო კოშკურა, რომელიც 19 ნოემბერს გავხსენით, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსული თვითმფრინავებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო  ცის გარანტი იქნება. სამეთვალყურეო პუნქტი და ყველა ტექნიკური საშუალება მზად არის, მოემსახუროს ნებისმიერ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ავიაკომპანიებს უსაფრთხო ფრენის განხორციელებაში. ქუთაისში იგეგმება საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო ცენტრის მოწყობაც. ღმერთმა გვაშოროს და თუ რამე გაუთვალისწინებული მოხდა – თბილისის ძირითადი საჰაერო მოძრაობის  მართვის ცენტრი მწყობრიდან გამოვიდა, ან დავკარგეთ მართვა, ქუთაისის მართვის სარეზერვო ცენტრის დახმარებით, „საქაერონავიგაცია“ შეყოვნების გარეშე გააგრძელებს გადამფრენი საჰაერო ხომალდების მომსახურებას. ქუთაისის აეროპორტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისთვისაც იდეალური სარეზერვო აეროპორტია, თავისი ადგილმდებარეობის, კლიმატური პირობებისა და უმაღლესი სტანდარტებიდან გამომდინარე. ნამდვილად ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ვიმედოვნებთ, რომ ქუთაისის სანავიგაციო კოშკურა სატრანზიტო დერეფნის უმნიშვნელოვანესი წერტილი გახდება. მართლაც უნიკალური პროექტი განხორციელდა. 

მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და 7 დეკემბერი – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე, მივულოცო ავიაციის სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს, ჩვენებურად რომ ვთქვა – ავიატორებს. ჩვენ ქვეყნისთვის ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც გვაკისრია, რომელიც სრულად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენ ცით შევედით ევროპაში და ახლა მთავარია, ხმელეთიც მოგვყვეს. 

 

скачать dle 11.3