კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გველის 2014 წელს

ახალი წლის დადგომას, ყველა იმედის თვალით უყურებს და სჯერა, რომ ის გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წლები იყო. თუ როგორი წელიწადი გველის 2014 წელს, რა ცვლილებებია მოსალოდნელი პოლიტიკური და სოციალური კუთხით, ასევე, რამდენად პოზიტიური ან ნეგატიური იქნება ის ეკონომიკური თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით, ამასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ, ასტროლოგს, ბატონ მიხეილ ცაგარელს.

 

მიხეილ ცაგარელი: აღმოსავლური ზოდიაქოს კალენდრის მიხედვით, 2014 წელი, 31 იანვარს, 00 საათსა და 40 წუთზე დადგება. ანუ, დაიწყება ცხენის წელიწადი, რომელიც განეკუთვნება იან ანუ აქტიური ენერგიის ხის სტიქიას. აღმოსავლეთში ასეთი წელიწადი უკავშირდება სასიკეთო და მოულოდნელ მოვლენებს, რადგან მისი დინამიკა წლის მასპინძლისა და მმართველის იმპულსურ, ამაყ, ლამაზ, სწრაფ ცხენს შეესაბამება, რომელიც ვერ იტანს შეზღუდვებს. ეს კარგი წელიწადია კონტაქტებისთვის, მოგზაურობებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობის, საზოგადოებრივი მოღვაწეობის, ქველმოქმედებისა  და ახალი საქმის წამოსაწყებად. აუცილებელი პირობა კი საკუთარი თავის რწმენაა. მთელი წელიწადი იქნება დაკავშირებული მნიშვნელოვან ცვლილებებთან. 

– ტიბეტურ ასტროლოგიაში ცხენის წელს უკავშირებენ ნეგატიურ მოვლენებს. ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებდით?

– დიახ, ტიბეტურ ასტროლოგიაში, ხის ცხენთან აკავშირებენ ტყუილს და გაიძვერობას. ამიტომ, წელს მეტი ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს და ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს ადამიანებზე.  წელს, არ არის გამორიცხული კამათი, აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირებები. ცხენი ეხმარება შეუპოვარ ადამიანებს, რომლებსაც მტკიცეთ დასახული მიზანი აქვთ. ცხენი აზარტულიცაა და ხელს უწყობს სასიყვარულო ურთიერთობებს და პოლიტიკურ მოღვაწეობას. 

– ცხენის ხასიათი ცვალებადია. ეს თუ მოახდენს ზეგავლენას ზოგადად, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ფინანსურ სტაბილურობასა და ადამიანებს შორის ურთიერთობაზე?

– გეთანხმებით, ცხენის ხასიათი ცვალებადია, რის გამოც მისი აზარტი, შეიძლება, სწრაფად შენელდეს. ამ წელიწადს, ადამიანებმა ჰარმონიულად უნდა შეუხამოთ ერთმანეთს, დასვენება და სასიყვარულო ურთიერთობები. რთულ სიტუციებში ეცადეთ შემოვლითი გზები გამონახოთ. ზოგადად კი, მთელი 2014 წელი, დინამიკური, ხანდახან განუსაზღველი მოვლენებით დატვირთული და თან ნაყოფიერი იქნება. მეტად ყურადღებით იყავით ფინანსური გარიგებების დროს. სიყვარულში კი, ნებისმიერი კოსმიური გამოცდა წარმატებით ჩააბარეთ. ეს წელს აუცილებელი პირობაა. ასევე, ცხენის წელიწადი, ტრადიციულად დაგვაყენებს დიდი რაოდენობით სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების, ახალი ლიდერების, ახალი კანონებისა და წესების წინაშე, ხალხში კი მოიმატებს თავისუფლების სურვილი. ცხენის ენერგია სიმბოლურად უკავშირდება კოსმიური ცეცხლის უმაღლეს მწვერვალს. ამიტომ, მოქმედებისას ეცადეთ, შეუხამოთ მას თქვენი გამოცდილება, ცოდნა და ინტუიცია. წლის პირველი ნახევარი მეტად იმპულსური იქნება. ამიტომ, ამ პერიოდში გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, დიპლომატიურობა, როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში. წლის მეორე ნახევარში კი საგრძნობლად შესუსტდება ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოს მასშტაბით. პოლიტიკურ ასპარეზზე, წლის პირველ ნახევარში შესაძლებელი გახდება, მოლაპარაკებების გზით, ბევრი საკითხის მოგვარება. წლის მეორე ნახევარში კი, ეს ცოტა გართულდება და კონფლიქტური სიტუაციები მოიმატებს, როგორც ადამიანებს, ასევე მთელ რიგ ქვეყნებს შორის. ეცადეთ, 2014 წელს, ყველაფერში დაიცვათ ბალანსი, ზომიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის, ანუ იან სტიქია, დაწვავს ხეს – ხის მასპინძელს, რაც მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. 

– და მაინც, რას გვპირდებიან ვარსკვლავები საზოგადოებრივ-პილოტიკურ ასპარეზზე ცხენის წელიწადში და ხომ არ იქნება ეს წელი სერიოზული კრიზისული ტენდენციის, არეულობებისა და მასობრივი კატაკლიზმების მომტანი?

– როგორც გითხარით, 2014 წელი, დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან ცვლილებებთან საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ ავანსცენაზეც. შეიძლება, გამოჩნდნენ ახალი ლიდერები ახალი იდეებით, შეიქმნას ახალი ორგანიზაციები, დამყარდეს ახალი ურთიერთობები. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდება წლის პირველივე ნახევარში. აგვისტოდან კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. მოკლედ, წლის პირველ ნახევარში მაღალია ეკოლოგიური და ტექნოგენური კატასტროფების, ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა. ამ მხრივ წლის მეორე ნახევარი უფრო მშვიდია. თუმცა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეფორმატორული ცვლილებები, ამ პერიოდშიც გაგრძელდება. იანვარ-თებრვალ-მარტის პერიოდში დედამიწის ბიოსფერო შედარებით მშვიდი იქნება, იანვრის პირველი ნახევრის, 10-20 თებერვლისა და 1-10 მარტის შუალედების გამოკლებით. სწორედ ამ რთულ პერიოდებშია მოსალოდნელი ცვლილებები პოლიტიკურ სარბიელზე, ზოგიერთი ლიდერის, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ფონზე. არ არის გამორიცხული, სწორედ ამ პერიოდში მიიღონ პოლიტიკოსებმა ახალი კანონები, რაც ხელს შეუწყობს რეფორმების ახალ დონეზე აყვანას. სიტუაცია დაიძაბება მარტის პირველ ნახევარში. მოერიდეთ ამ პერიოდში ინვესტიციებსა და კაპიტალდაბანდებებს, ახალი საქმის დაწყებას. აპრილი-მაისი-ივნისის პერიოდი ყველაზე რთული, განუსაზღვრელი მოვლენებით დატვირთული და დაძაბული იქნება. განსაკუთრებით 10-20 აპრილის პერიოდია ამ მხრივ ნეგატიური, რაც დაკავშირებული იქნება კოსმოსის დისჰარმონიული ენერგიების ზეგავლენასთან დედამიწაზე. სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდება ნეგატიური ტენდენციები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მოიმატებს ავარიებისა და პოლიტიკური კრიზისის ალბათობა. რასაკვიირველია, ეს ზეგავლენას მოახდენს მსოფლიოს ეკონომიკაზე. განსაკუთრებით კი ამ მხრივ კრიზისულია მაისის მეორე ნახევარი. დაიკლებს ინვესტიციების აქტივობა, მოსალოდნელია სავალუტო კურსის მკვეთრი ცვლილება. ამიტომ, აპრილი და მაისის დასაწყისი, ამ მხრივ საკმაოდ ნეგატიური პერიოდებია. მაისის ბოლოს და ივნისის 10 რიცხვამდე კი, დედამიწა ისე ჰარმონიული ბიოსფეროს ენერგოველში შევა, რაც ხელს შეუწყობს აპრილში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას, ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებას, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგებას და პოლიტიკურ სტაბილურობას. 11-30 ივნისის პერიოდში კი დედამიწა კვლავ შევა უარყოფით ენერგოველში, რაც ისევ უარყოფითი კოსმიური ვიბრაციების მოზღვავებას გამოიწვევს. ეს კი თავის მხრივ გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციასა და მოვლენებზე. ივლისში დედამიწა სასიკეთო კოსმიური ვიბრაციების ენერგოველში გადავა, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებებს, ახალი საქმეების წამოწყებას, მასშტაბური პროექტების განხორციელებას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში, კვლავ პრობლემებია მოსალოდნელი, მათ შორის ბუნებრივი სტიქიები. მოიმატებს დაძაბულობა და შენელდება წინსვლის პერსპექტივები. 10 აგვისტოდან სიტუაცია გაუმჯობესებას დაიწყებს და ეს პერიოდი თვის ბოლომდე გასტანს. ეს სასიკეთო ტენდენცია სექტემბრის თვეშიც გაგრძელდება და მოსალოდნელია მეტად ეფექტური მუშაობა სამთავრებო სტრუქტურებში და სასიკეთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცვლილებები. ყველაზე მშვიდი და სტაბილური, 2014 წელს ოქტომბერი იქნება, როცა მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები პოლიტიკასა და ეკონომიკაში. შედარებით რთული პერიოდი გველის 10-30 ნოემბრის ჩათვლით, როცა დიდი ალბათობაა, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური კატასტროფები მოხდეს. ასევე, მოსალოდნელია სხვადასხვა გაფიცვა, არასტაბილურობა ქვეყნის შიგნით და ზოგადად, მსოფლიოში – დაძაბულობები რელიგიურ ნიადაგზე. დეკემბრის პირველი ნახევარი კი, შედარებით, პოზიტიური და მშვიდი გველის. ხოლი, 20 დეკემბრის შემდგომ, დედამიწა კვლავ უარყოფით ენერგოველში აღმოჩნდება და წინა პლანზე ისევ წამოიწევს კონფლიქტები, დაძაბულობა და ეკოლოგიური კატასტროფები. 

– ესე იგი, ვარსკვლავების წინასწარმეტყველებით, წინ კიდევ ერთი ცვლილებებით აღსავსე და მშფოთვარე წელიწადი გველის?

– ასეა. თუმცა, ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2014 – ხის სტიქიის ცხენის წელიწადი საფუძველს დაუდებს, ჩვენი ქვეყნის წინსვლას და სულ მალე ვიგრძნობთ, რომ საქართველოში ახალი განვითარების ხანა დგება. ამის გათვალისწინებით, თუ მშვიდად გავაანალიზებთ მიმდინარე მოვლენებს, მაშინ ამ წელიწადს მშვიდად და ჰარმონიულად განვლევთ.

 

скачать dle 11.3