ანეკდოტები
ნადირობა სპორტია. განსაკუთრებით, როცა პატრონები მთავრდება, დათვი კი ისევ ცოცხალია...
***
– ბანკის თანამშრომლებო, თქვენი ვერაფერი გამიგია: მე თუ თქვენ ამდენ ფულს განდობთ, თქვენ ბურთულიანი კალამი მაინც მანდეთ რამდენიმე წუთს, რომ დაგიბამთ...
***
– მასწავლებელმა საკლასო სამუშაოში ორიანი დამიწერა...
– რატომ?
– დაწერეთ, როგორ გაატარეთ ზაფხულიო. მეც დავწერე: „გმადლობთ, კარგად“...
***
– მიტო, ცოლ რატომ არ ირთავ? უკვე დროა, ჯო!
– რავი, ვინც სახლში მივიყვანე, დედაჩემი გადაირია, არც ერთი არ მეეწონა...
– შენ კიდევ, ისეთი მიიყვანე, დედაშენ რო გავდეს...
– მივიყვანე... მაგრამ მამაჩემმა გინებით ამიკლო...
***
წვიმამ დაუშვა და წყვილმა სადარბაზოს შეაფარა თავი.
– რა უნდა ვაკეთოთ ამ წვიმაში, მოდი, ჩემთან ავიდეთ, „არიოლი და რეშკა“ ვითამაშოთ. თუ „არიოლი“ მოვა, რასაც მეტყვი, შეგისრულებ, თუ „რეშკა“ – შენ შემისრულებ... მიდი, დაიწყე, მე მანამდე ბინაში ავალ და საწოლს მოვამზადებ...
***
როგორ მოვამზადოთ ერბოკვერცხი ებრაულად:
– ვისესხოთ მეზობლისგან სამი კვერცხი...
საინტერესოა ერბოკვერცხის ბოშური ვარიანტი:
– ჯერ მოიპარეთ ტაფა...
***
ბულგაკოვი, ჩეხოვი... პროფესიით ექიმები იყვნენ. ხედავთ, რა ხდება, როდესაც ექიმებს გარკვევით შეუძლიათ წერა?!
***
იყო და არა იყო რა, იყო ერთი სულთანი... მისი ჰარამხანა, რომელშიც 300 ხარჭა ჰყავდა, სასახლიდან სამი კილომეტრით იყო დაშორებული. ყოველთვის, როდესაც სულთანს შვებისთვის ქალის ალერსი მოესურვებოდა, სპეციალურად გამოყოფილი მსახური – სუმბულაიხანი გარბოდა და სულთანს რჩეულ ხარჭას აახლებდა. სულთანმა 90 წელი იცოცხლა, მსახურმა – მხოლოდ 30. ესე იგი, მამაკაცს ქალი კი არ კლავს, არამედ მათი დევნა.
***
– დედი, ტელეფონი ვიპოვე...
– მაჩვენე...
– გადავაგდე, რად მინდოდა, ერთი კნოპკაც არ ჰქონდა და, თანაც, უკან ჩაკბეჩილი ვაშლი ეხატა...
***
ტელეფონის ზარს პასუხობს ბიჭი, რომლის მამა ადვოკატია, დედა – სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი.
– სახლში მარტო მე ვარ. მამა ციხეშია, დედა – მორგში.
***
თქვენ სამეცნიერო ხარისხი გაქვთ მონიჭებული?!
გააკეთეთ საშინაო დავალება თქვენს მესამეკლასელ შვილიშვილთან ერთად და იგრძენით თავი იდიოტად!
***
ქალების ფორუმზე: „გინდათ ქმარი გამოსცადოთ? ჩაუყარეთ ტრუსებში მდოგვის ფხვნილი... თუ დაიჩივლა, ქავილი და წვა მაწუხებსო, ესე იგი თქვენი ერთგულია. თუ არ გაამხილა – გღალატობთ!“
კომენტარი: ოი, შე კახპა! ეს რა გამაკეთებინე?! ხმაც არ ამოუღია, ისე მომინგრია ცხვირ-პირი და შემდეგ ვენეროლოგთან წავიდა...
***
რა საჭიროა ავიღოთ იპოთეკით მილიონი, 25 წელი ვიხადოთ, ვიტანჯოთ, მაშინ, როცა შეიძლება მოვიპაროთ და მხოლოდ 7 წელი ვიჯდეთ ციხეში მშვიდად.
***
შოტლანდიური სიბრძნე:
1. ბედნიერებას ვერ იყიდი, თუმცა, ტირილი „მერსედესში“ უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ველოსიპედზე.
2. მიუტევე მტერს, მაგრამ კარგად დაიმახსოვრე...
3. ზოგი ადამიანი მხოლოდ იმიტომ არის ცოცხალი, რომ მკვლელობა კანონით აკრძალულია.
4. დაეხმარე მას, ვისაც ეს სჭირდება, გავა დრო და აუცილებლად გაახსენდები... როცა კვლავ დახმარება დასჭირდება.
5. ალკოჰოლი პრობლემებს ვერ წყვეტს, თუმცა არც რძე წყვეტს პრობლემებს...
***
ისე მიყვარს ძილი, რომ‚ როდესაც მძინავს, მესიზმრება, რომ მძინავს.
***
შუახნის მამაკაცმა მომხიბვლელი ქალბატონი გაიცნო, ასე, 50 წელს მიტანებული... დასხდნენ, თითო დალიეს, ისაუბრეს. და ქალი ეუბნება კაცს:
– ოდესმე დედა-შვილთან ერთად ყოფილხარ?
– არაო, – თავი გაუქნია კაცმა.
– ისე, ხომ არ ცდიდი?
– მაგას კითხვა უნდა?! – აღფრთოვანდა მამაკაცი.
– მაშინ, გაგიმართლა... წავედით ჩემთან....
შეაღო ქალმა კარი და დაიძახა: დედა, ჯერ ხომ არ გძინავს?!
***
სამოთხე. ადამი ეკითხება ღმერთს:
– ღმერთო, თქვენ შეგვქმენით მეც და ევაც. რატომ გაუკეთეთ მას ასეთი ლამაზი თვალები?
– რომ შენ ის გყვარებოდა.
– ასეთი ლამაზი სხეული?
– იმიტომ, რომ შენ ის გყვარებოდა.
– ღმერთო... რატომ არ მიეცი მცირე ტვინი მაინც?!
– იმიტომ, რომ მას შენ ჰყვარებოდი...
***
სიტყვები, რომლებიც ძნელი წარმოსათქმელია:
1. სინქროფაზატრონი;
2. ფენოლფტალეინი;
3. დიქლორდიფენილტრიქლორეთანი;
4. ტეტრაჰიდროკანნაბინოლი;
5. ბოდიში...
***
– ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არის ქვეყანაზე!
– შეყვარებული ხარ?
– არა, გამოვიძინე...