ბრძნული აზრები
ებნერ-ეშენბახი: გენიოსი გზას ხსნის, ნიჭიერი კი – ამ გზაზე მიდის.
კრისპი: კარგ ადამიანს ყურადღებას თუ არ მიაქცევ, ის ნაკლებად მოღვაწე ხდება, სულელი კი – დამნაშავე.
დემოკრიტე: არსებობენ ჭკვიანი ყმაწვილები და ბრიყვი მოხუცები, რადგან აზროვნებას დრო კი არ ასწავლის, არამედ ადრეული აღზრდა და ბუნება.
ვოლტერი: მთავარია, საკუთარ თავს შეეგუო.
პუბლიუსი: სხვას ბევრი აპატიე, საკუთარ თავს – არაფერი.
ბეკონი: კითხვა ბრძენთან შეხვედრაა, მოქმედება კი ბრიყვთან შეხვედრა.
ემერსონი: წლები გვასწავლიან იმას, რაც დღეებმა არ იციან.
დემოკრიტე: თუ ბევრს არ ისურვებ, მაშინ ცოტაც ბევრად მოგეჩვენება.
ტოლსტოი: იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა არის ზნეობრივი, უნდა ვიცოდეთ ისიც, რაც არაზნეობრივია და ეს იმიტომ, რომ ვიცოდეთ – რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა.
პლატონი: სხვათა ბედნიერების ძიებაში გართულნი საკუთარს ვპოულობთ.
ავრელიუსი: ხშირად უსამართლობას სჩადის არა მარტო მოქმედი, არამედ უქმად მყოფიც.
ციცერონი: არაფერია უფრო მეტად გამომგონებელი, ვიდრე – ბუნება.
ჯიბრანი: შენ ბრმა ხარ, მე – ყრუ-მუნჯი, მოდი, ჩავკიდოთ ხელი და შევეცადოთ, გავუგოთ ერთმანეთს.
ჰიუგო: მცდელობა, განებივრებით ბავშვს შეუქმნა ბედნიერი ცხოვრება, არაკეთილგონივრულია.
შექსპირი: ბრძნული სიტყვის წარმატება დამოკიდებულია მსმენელის ყურზე და არა მთქმელის ენაზე.
ჩეხოვი: ერთი ტკივილი ყოველთვის ამსუბუქებს მეორეს.
კოლდრიჯი: ის, ვინც იკვეხნის, რომ ბევრი მეგობარი შეიძინა, სინამდვილეში არავინ შეუძენია.
ნიცშე: თუ შენ მონა ხარ, არ შეიძლება, იყო მეგობარი, თუ შენ ტირანი ხარ, მეგობრები არ გეყოლება.
ჰორაციუსი: საკუთარ თავს დაუსახე მიღწევადი მიზანი.
კუნაბაევი: ყველაზე ცუდი ადამიანი, ესაა ადამიანი მისწრაფებების გარეშე.
პლინიუსი: ბრმებში ცალთვალა მეფეა.
ჟლებერი: საუკეთესო კანონები ტრადიციებიდან იბადება.
კონფუცი: ნუ ღელავ იმაზე, რომ ხალხი შენ არ გიცნობს. იფიქრე იმაზე, რომ შენ არ იცნობ ხალხს.
მარკუზე: კლასობრივი მორალი: მეფეებს უფლება აქვთ, დაღრეჯილი იყვნენ. მონები მოვალენი არიან, იცინონ.
სპინოზა: მშვიდობა ყველაზე მოკლე მანძილია ორ ომს შორის.
შოუ: ვნებიან ქალთან უფრო იოლია ცხოვრება, ვიდრე მოსაწყენთან. მართალია, ხანდახან მათ ახრჩობენ, მაგრამ არასოდეს მიატოვებენ.
ბალზაკი: სიყვარულს ქალი თავისი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებად მიიჩნევს. მას ჩვენში საკუთარი თავი უყვარს.