კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „კურნავს“ უწამლოდ ნანა მამაგულაშვილი ადამიანებს პრობლემებისგან

„ ...შემოქმედმა იზრუნა იმაზე, რომ მოეცა ჩვენთვის იდუმალებით აღსავსე სიცოცხლე. ვიტყოდი, რომ ეს არის სიცოცხლე სიცოცხლეში. ესაა მსუბუქი, ნაზი და ნატიფი სამყარო – უხილავი და ძლიერი. ჩვენ მან მოგვცა ყველაფერი, რაც გვესაჭიროება სრულყოფილებისთვის; მოგვცა სინათლე და ცნობიერება. მიიღეთ მადლიერების გრძნობით ის, რაც მოგვცა, მოგვცა უსასყიდლოდ. არც მე გამადლით ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას...“ – ამბობს ნანა მამაგულაშვილი, რომელიც წელიწადზე მეტია, ალტერნატიული და ინფორმაციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში მოღვაწეობს. მისი ბუნებრივი ნიჭითა და უნარით – დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი პრობლემების მოგვარებაში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც დაინტერესდნენ. მას სპეციალისტები ხშირად იწვევენ ბაქოში სეანსებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად. ქალბატონ ნანას გასაცნობად საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში ბაქოს ინფორმაციული, არამედიკამენტური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი აიშარი. მისი სურვილით, ნანა მამაგულაშვილმა მასტერკლასებისა და სეანსების ჩატარება მარნეულშიც დაიწყო. გარდა ამისა,  შეხვედრები აქვს თბილისშიც, მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმში. ასევე, სპეციალური მიწვევით იგეგმება მისი ვიზიტი ისრაელსა და საბერძნეთში.

ნანა მამაგულაშვილი: ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტი, მათ პრობლემებზე საუბარი და გამოსავლის ერთად ძებნა – ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ალტერნატიული და ინფორმაციული მედიცინის ეროვნული ცენტრი საკმაოდ სერიოზული ორგანიზაციაა. აკადემიური მედიცინა მკურნალობს მხოლოდ მატერიას, მაგრამ, მატერია და ინფორმაცია განუყოფელია ერთმანეთისგან. აზრი და სიტყვა, რომელსაც ჩვენ გავიფიქრებთ და წარმოვთქვამთ, უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე. თუ აზრი და სიტყვა სიკეთის მომტანია, უკან გვიბრუნდება გაასმაგებული სიკეთე. ერთი სიტყვით, ინფორმაციული თერაპია შეუცვლელი ინსტრუმენტია პროფესიონალის ხელში.
– თუ სწორად გავიგე, შეიძლება, არაფერი გვტკიოდეს და კარგად მაინც არ ვიყოთ.
– რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ადამიანია ასეთ მდგომარეობაში. SI თერაპია – ინფორმაციული მედიცინის უახლესი მიმართულებაა. მისი საშუალებით შეგვიძლია, გადავეღობოთ ნებისმიერ დაავადებას. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჩვენ, ყველანი, ვართ ბიოლოგიური არსებები და ვცხოვრობთ ერთ მთლიან, ენერგოინფორმაციულ სივრცეში; გარს გვარტყია თითქოსდა „არაფერი“ – ჰაერი და, სწორედ ამ გამჭვირვალე ჰაერში ხდება ყველა ის მოვლენა, რომელსაც კაცობრიობა ჯერჯერობით ვერ ხსნის. თუმცა, ჩვენს ცენტრში შევძელით ის, რომ გამოგვყავს ადამიანები დეპრესიული მდგომარეობიდან, ვაუმჯობესებთ მათ ყოველდღიურობას; ხდება ფსიქოკორექცია – ენერგეტიკული და ინფორმაციული სისტემების აღდგენა, სტრესული და პოსტსტრესული მდგომარეობის ლიკვიდაცია.
– რას ნიშნავს ეს?
– გეტყვით. როცა მე სეანსს ვატარებ და მერე ვხვდები ისევ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემამდე უამრავი კონკრეტული პრობლემით მოდიან, ვხედავ, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ არის შეცვლილი. ჩივილები აღარ აქვთ. დაბრუნებულია რწმენა, ხალისი და, იციან, რომ ხვალ ყველაფერი კიდევ უფრო კარგად იქნება. ყველას შეუძლია, გახდეს წარმატებული და იპოვოს ბედნიერება.
– კიდევ რას მოიცავს არამედიკამენტური თერაპია და რეაბილიტაცია?
– ანუ, რას ვთავაზობთ ადამიანებს: ნევროზული და დეპრესიული მდგომარეობის დაბალანსებას, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ლიკვიდიაცია – ხვდებით, ალბათ, რას ნიშნავს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მისი ფართო მნიშვნელობით; ასევე, ნეგატიური ინფორმაციისგან გათავისუფლება, ენერგოინფორმაციული კორექცია; ენერგეტიკული ცენტრების (ჩაკრების) გახსნა, აღდგენა და დაბალანსება; ენერგოინფორმაციული და ინფორმაციული დიაგნოსტიკა. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთან არის სიახლე, თორემ, მთელ მსოფლიოში არსებობს ალტერნატიული და ინფორმაციული მედიცინის ცენტრები. ეს მიმდინარეობა იქ ძალიან პოპულარულია, მთელი აღმოსავლური მედიცინაც ამაზეა დაფუძნებული.
– უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა პრობლემებით მოდიან ადამიანები თქვენთან და რისი მოლოდინი აქვთ?
– პრობლემები ბევრნაირია, როგორც პირადული სახის, ასევე – ყოფითი. ალბათ, ხშირად გსმენიათ ნაცნობებისგან – ერთხელ დამიცდა ფეხი და ვეღარ გავიხარეო და, ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი. ძალიან ხშირად, ადამიანები ვეღარ გამოდიან ჩაკეტილი წრიდან – ერთი წარუმატებლობა მეორეს ებმის და, ჩნდება განცდა, რომ მათ ცხოვრებაში კარგი აღარაფერი იქნება. ეს საკმაოდ საშიში მდგომარეობაა. უამრავი ნეგატიური გამოვლინებით ზიანდება როგორც ადამიანის ფსიქოლოგიური, ასევე, მისი ფიზიკური მდგომარეობაც: არანაირი საქმე არ გამოსდით; სიხარული, ბედნიერება ქრება და ისადგურებს სრული გულგატეხილობა. ამ ადამიანებს შველა სჭირდებათ, თანაც, შველა პროფესიულ დონეზე. მიხარია, რომ ჩემი ნიჭი მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არა, საქართველოს ფარგლებს გარეთაც დააფასეს. დიდი ხალისით მივდივარ ხოლმე მასტერკლასების ჩასატარებლად, თუმცა, ყოველთვის შემიძლია, დავუთმო დრო კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ პრობლემას; დავუბრუნო მას ბედნიერება, რომელსაც თითოეული ჩვენგანი იმსახურებს.
P.S. ქალბატონ ნანასთან ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონით: 577-755-418.
скачать dle 11.3