კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააოგნა მარიამ იორამაშვილმა მარო თარხნიშვილი და სერგო ზაქარიაძე

მშვენიერ ქალბატონს, საქართველოს სახალხო არტისტს ცაცა ჩიკვილაძეს (მარიამ იორამაშვილს) ბედმა საკმაოდ მწარე ხვედრი არგუნა. თავის დროზე ის როგორც არტისტი, მომღერალი, თეატრის მსახიობი, სილამაზითა და ნიჭით განთქმული იყო. მისით აღფრთოვანებულები იყვნენ სერგო ზაქარიაძე, მედეა ჯაფარიძე, ლეილა აბაშიძე და სხვა ცნობილი ქართველი არტისტები. ქალბატონი მარიამი თავისი გარეგნობით, მშვენიერი ხმითა და შესანიშნავი, მოსწრებული იუმორით გარშემო მყოფთა ყურადღებას და სიმპათიას ხშირად იმსახურებდა.

მარიამ იორამაშვილი: წარმოშობით გორიდან ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. თუმცა, დიდი ხანია უკვე, თბილისში ვცხოვრობ – ჩემი გვარი, საერთოდ, გურულია (იცინის). ცნობილი და სახელოვანი ოჯახის შვილი ვიყავი. ბებია წარმოშობით ბაგრატიონთა ოჯახიდან იყო, ბაბუაჩემი გორის ტაძარში მეუფე გახლდათ.

ბავშვობაში ძალიან სასაცილო გარეგნობა მქონდა – შავი ვიყავი, მთელი სახე მეჭეჭებით მქონდა დაფარული, სულ თავში მიტყაპუნებდნენ. მაგრამ, გულკეთილი ვიყავი ძალიან და ამის გამო ყველას ვუყვარდი. ძალიან კარგად ვცეკვავდი და ვმღეროდი. მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა მარო თარხნიშვილთან. თავისი გუნდის რეპეტიცია ჰქონდა და გაოცებული დარჩა – ამ პატარა ბავშვს ასეთი ხმა საიდან ამოსდისო.

– ძალიან შეუხედავი ვიყავიო, ამბობდით და ამის გამო გული არ გწყდებოდათ?

– როგორ არა. ხომ ვამბობ, სულ მიტყაპუნებდნენ და დამცინოდნენ-მეთქი. დედაჩემი სულ მწყევლიდა: შენი დაბადების დღე დაიქცა, მაიმუნი გჯობიაო (იცინის). სამაგიეროდ, რომ გავიზარდე, ისეთი ლამაზი ვიყავი, მამა ამბობდა, მთელი ქუჩები მოვიარე და ჩემი მარიამისნაირი ლამაზი ვერავინ ვნახე – ქუჩაში რომ დავდიოდი, მეუბნებოდნენ: გოგონი, ტროტუარზე გადადი, თორემ მოძრაობა ჩერდებაო.

– სცენაზე როგორ აღმოჩნდით?

– სკოლის დირექტორი და გორის თეატრის რეჟისორი მოვიდნენ, ბავშვებს არჩევდნენ – მოაჯირზე დავრბოდი და ვმღეროდი. ბავშვები გულგახეთქილები კიოდნენ, მე არ მეშინოდა. დირექტორმა მიყვირა: რომ გადავარდე, პასუხიც მე უნდა ვაგოო. რეჟისორმა შემომიბღვირა – მეც შევუბღვირე, გამიცინა – მეც გავუცინე, ჩამოვხტი და სიმღერა დავიწყე. რეჟისორმა ხელი ჩამკიდა, ეს ის არის, ვისაც 9 წელი ვეძებდიო. ასე ავიდგი ფეხი თეატრში. ვახტანგ წერეთელმა თავის სახელმწიფო ანსამბლში მიმიწვია – წამყვანი მომღერალი გავხდი პატარა ბავშვი. ცეკვის ანსამბლში, საერთოდ, ჯადოქარი მიწოდეს – დიდი ხნის განმავლობაში სოლისტი ვიყავი. გამოვდიოდი გორისა და ლაგოდეხის თეატრებში, სულ ჰეროიკულ როლებს ვასრულებდი. „ბაში-აჩუკში“ ვითამაშე პირიმზისა და პირიმთვარისა, მელანო – სამი როლი ვითამაშე  ერთ სპექტაკლში. ჩვიდმეტი წლის ვიყავი, თეატრალური პრემიით რომ დამაჯილდოვეს. შემდეგ რაჭაში გავთხოვდი, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, არ მიშლიდა სცენაზე დგომას. ახალი თეატრი გაიხსნა და რომ გაიგეს, მსახიობი ვარ, მიმიწვიეს. ლეილა აბაშიძეს ისე უხაროდა ჩემი დანახვა, ხელებს გაშლიდა და მომეხვეოდა – დედა, რა ლამაზი ხარ, თვალს ვერ გაშორებო. ქუჩაში ყველა მეხვეოდა და მკოცნიდა, რაჭის თვალი მიწოდეს. შოვში კონცერტი ჩავატარეთ, მთავრობის წევრები იყვნენ ჩამოსულები – გაშტერებულები მიყურებდნენ. ყველა არტისტს ვიცნობდი – გოჩა აბაშიძეს, ლეილა აბაშიძეს, სერგო ზაქარიაძეს, თამარ ციციშვილს. ერთხელ, ბავშვობაში, გორში უცნობებმა მკითხეს: გოგონი, სტალინის სახლ-მუზეუმს ვერ მიგვასწავლიო. მე თამამად ვუპასუხე, აბა, სტალინის სახლ-მუზეუმი არ უნდა იცოდეთ, სად არის-მეთქი? სახლის წინ ბაღი იყო. ერთხელ დედაჩემს ვუთხარი: დედი, ხალხია თბილისიდან ჩამოსული, მშივრები არიან, მიხედე-მეთქი. სერგო ზაქარიაძე და თამარ ციციშვილი აღმოჩნდნენ. წლების მერე რომ შემხვდნენ, გაოგნდნენ, ვერ მიცნეს.

– თქვენ დიდი ტკივილიც გაქვთ გადატანილი...

– მეუღლეც დავკარგე და ორივე შვილიც – მარტო ვცხოვრობ და არავის ვაწუხებ. ძალიან დიდი ტრაგედია გადავიტანე, მაგრამ საინტერესოდ ვიცხოვრე.

скачать dle 11.3