კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვატიკანის ჩონჩხები

ვატიკანის ჩონჩხები

ბალზამირებლი ადამიანების ნარჩენები შემოსილია ფარჩით, ხავერდითა და ძვირფასი ქვებით. ასევე, მოსავთ მათ ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილის ტანსაცმელი. ოქროთია დაფარული მათი უბადრუკი ნარჩენები. თავის ქალებს დიადემები ამშვენებს, მაგრამ ისინი მაინც ჩონჩხებია.

500 წლის წინ ევროპას პროტესტანტული რეფორმების ტალღამ გადაუარა. ამ პერიოდში წმინდანთა ბევრი ნაწილი დაიკარგა და განადგურდა. როგორც კი რომის ეკლესია ისევ მოძლიერდა, გადაწყვიტა, „დანაკლისი“ როგორმე შეევსო. სწორედ იმ დროს გვამების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდნენ. ქალაქის გარეუბანში, კატაკომბებში უამრავი უპატრონო გვამი ეყარა, რომელთა ვინაობა და ასაკი არავინ იცოდა. ეკლესიის მითითებით, ბერები არჩევნდნენ უკეთ შენახულ ჩონჩხებსა და გვამებს, აცმევდნენ მათ ძვირფას სამოსელს, რთავდნენ ძვირფასი სამკაულებით და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-ტაძრებში აგზავნიდნენ. არქმევდნენ წმინდანთა სახელებს და მორწმუნეებს აჩვენებდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში ბევრ ყალბ წმინდანს ჩამოხსნეს ძვირფასეულობა და დაკრძალეს, ჩუმად და ხმაურის გარეშე. თუმცა, ზოგიერთი „ძვირფასი გვამი“ ახლაც ინახება ეკლესიათა სარდაფებში.

სამწუხაროდ, მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის არქივშია შემონახული, რომელია ჭეშმარიტად წმინდანის გვამი და რომელი – „ნეშტი კატაკომბებიდან“. ეს ინფორმაცია დღემდე მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

 

არაჩვეულებრივი შხეფები

მსოფლიოში უამრავი შადრევანია. ლამაზიც, გრანდიოზულად დიდიც და ორიგინალურიც. გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა, მაინც ხუთმა მათგანმა მოიპოვა განსაკუთრებულის სტატუსი.

1. „თავდავიწყების შადრევანი“ სინგაპურში, სანტეკ სიტის კომპლექსში. ულამაზესი შადრევანი ფენშუის პრინციპებით არის აგებული. წყალი ამ შადრევანში ქვემოდან ზემოთ კი არ ამოიფრქვევა, არამედ შებრუნებით. დღეში სამჯერ შადრევანში წყალი ჩერდება, ქვემოდან ამოდის კვარცხლბეკი პატარა ფანტანუკათი და იწყებს ცეკვას. ამ დროს თუ მის შხეფს დაიჭერ, სიმდიდრე გარანტინებული გაქვს.

2. გიგანტური ონკანი – შვეიცარიაში. ვინცერტური, ქვეყანაში სიდიდით მეექვსე ქალაქი, ამაყობს ორიგინალური და უცნაური შადრევნით. ტექნოლოგიების პარკში ჰაერშია გამოკიდებული უზარმაზარი ონკანი, რომლიდანაც წყალი ჩამოედინება. საიდან ხვდება და მოდის წყალი ონკანში? მთელი გამოცანა ოპტიკური ილუზიისა „დამალულია“ სპეციალურ მილში, რომელიც კარგად არის შენიღბული წყლის ძლიერი ჭავლის შიგნით.

3. „ბრიუსელის ბიჭუნა“ – ბელგიაში. ბრიუსელში ბუთქუნა ბიჭუნას ქანდაკება დგას. მან ქალაქი გადაწვას გადაარჩინა, საკმაოდ ორიგინალური მეთოდით. ბრიუსელის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მოვლენა იმსახურებდა უკვდავყოფას. ბიჭუნა ბრინჯაოსგან ჩამოასხეს, დადგეს გრან-პლასას მოედანთან. წყალი ისე იღვრება, თითქოს ბიჭუნა „ფისებს“ შვრება. ბიჭუნას თავისი გარდერობიც აქვს, რომელიც 800 კოსტიუმისგან შედგება, ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება, იქნებ რაში გამოადგეს.

4. „გოლიათის თავი“ – ავსტრიაში. ვატენსი ინსბრუკიდან 15 კილომეტრის მოშორებით, 1995 წელს სვაროვსკის კრისტალების მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის შესასვლელი უზარმაზარი გოლიათის თავია, რომელსაც თვალების ადგილას დიდი, მწვანე კრისტალები უზის, ხოლო პირიდან ჩანჩქერი იღვრება. მუზეუმში, ანუ „თავში“, სვაროვსკის კრისტალებისა და ნაკეთობების შთამბეჭდავი გამოფენაა. ბილეთი მუზეუმში შესასვლელად 9,5 ევრო ღირს.

5. „ტრევი“ – იტალიაში. რომში ულამაზესი, ბაროკოს სტილის შადრევანი მეთვრამეტე საუკუნეში ააგეს. დღეს ეს შადრევანი მარადიული ქალაქის სავიზიტო ბარათია. გადაღებულია უამრავ ფილმში. ფელინი ამ შადრევნის გარეშე ფილმს არ იღებდა. ტურისტი, რომელიც შადრევანში მონეტას არ ჩააგდებს, რომში ვერასოდეს დაბრუნდება.

 

скачать dle 11.3