კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: თუ შეიძლება, დამიხასიათეთ „ფორდის“ ჯიპები“ – „ესკეიპი“ და „ესკალადე“. მაინტერესებს, რამდენად გამოსადეგია და, ხომ არ გაუჭირდება მისი შენახვა საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანს?

პასუხი: რა თქმა უნდა, გაგიჭირდებათ. „ესკეიპი“ და „ესკალადე“ ამერიკული ტიპის ისეთი „ჯიპებია,“ რომელთა ნაწილების შოვნაც ძალიან გაგიჭირდებათ, თანაც, ისინი იმდენ საწვავს მოიხმარენ, რომ ბენზინის ცისტერნასთან ერთად უნდა იაროთ. მართვაში აგრესიული ტიპია, გაზს რომ მიაჭერთ, ძალიან სწარფად იღებს სიჩქარეს, მაგრამ, „ფართხალი“ უყვარს: ოდნავ ზიგზაგიან გზაზეც კი, მოსახვევში შესვლისას, გეჩვენებათ, რომ მძღოლის გვერდითა სავარძელზე ზიხართ. ამავდროულად, არც ისეთი გამძლეა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს: მაშინ, როცა „ტოიოტას“ ამ კლასის „ჯიპი“ „ერთხელ გაფუჭდება, „ფორდის“ ეს „ჯიპები“ ათჯერ  „მოასწრებენ“ გაფუჭებას.

კითხვა: რას ნიშნავს „მერსედესის“ კლასების აღმნიშვნელი ნიშნები „C”, „S”, „E” და რა შემთხვევაში ერთიანდება ისინი, მაგალითად, „CLS“, „CLK“, „SLK” და ასე შემდეგ?

პასუხი: თითოეულ მათგანს აქვს თავისი განმარტება. მაგალითად: „ცეელესი“ გერმანულად ნიშნავს „კუპერ ლაიჰტ სპორტლიჰ“, ქართულად გამოვა „მსუბუქი სპორტული კუპე“, „ცეელკა“ – აბსოლუტურად სხვა რაღაცას ნიშნავს: „კუპერ ლაიჰტ კურც“ – „მსუბუქი მოკლე კუპე“, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მანქანა „ცე“ კლასისაა. „ცეელეესი“ „ე“ კლასის მანქანაა, მაგრამ, „ცეელესი“ აწერია, რადგან, ეს იმის აბრევიატურაა, თუ რა ტიპის მანქანაა ან რა ძრავა აქვს, რა მოდიფიკაციაა. სხვადასხვა მოდელის შემთხვევაში, სხვადასხვა რამეს ნიშნავს და კლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კლასებს, ის დაყოფილია ავტომობილის მოხმარებიდან გამომდინარე, უფრო ფუნქციური დატვირთვაა ვიდრე მისი აღწერილობა: ყოველდღიური, ეკონომიური, ლაქშერი, სპორტული და სხვა. მაგალითად: „S“ – „სონდერკლასი“ ანუ, უმაღლესი კლასი „მერსედეს-ბენცის სედანებში.“ „SL” – (სპორტ ლაითი), მსუბუქი წონის მქონე სპორტული მანქანა (სინამდვილეში, „მერსედესის“ ეს მოდელი საკმაოდ მძიმეა); „E” – დღესდღეობით აღარაფერს ნიშნავს, მაგრამ, როდესაც პირველად გამოვიდა, ბენზინისძრავიან მანქანას აღნიშნავდა. „C” – ეს არის „მერსედესის“ ყველაზე პატარა ავტომობილები; „ML” – არც ამ აბრევიატურას აქვს დღეს მნიშვნელობა, ეს არის საშუალო ზომის ეგრეთ წოდებული „პარკეტნი“ „ჯიპი“. „SLK” – როგორც უკვე გითხარით, მსუბუქი სპორტული მოკლე ავტომობილი; „CL” – კომფორტული კუპე. ძირითადად, ეს არის S კლასის ბაზაზე შექმნილი ორკარიანი მანქანა, მაღალი და სპორტული კუპე. CLK – რეალური აღწერილობა არ აქვს, მაგრამ, შეიძლება, გადაითარგმნოს როგორც „კომფორტული სპორტული კუპე“ და ასე შემდეგ. 

კითხვა: მყავს „მიცუბიში პაჯერო”, 3.5 ძრავით, 1999 წლის. გამიფუჭდა კატალიზატორის ტემპერატურის სენსორი და ავტომობილმა მოუმატა ბენზინის წვას. სად ვიშოვო ეს ნაწილი და როგორ მოვიქცე?

პასუხი: ამ ნაწილის შოვნა სამ ადგილას შეიძლება: ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მაღაზიებში, სადაც გამართლებაზეა, კარგი ხარისხის ნაწილს იყიდით თუ ვერა; მეორე – „მიცუბიშის” ცენტრში, სადაც კარგი ხარისხისას იყიდით, მაგრამ, შედარებით ძვირი დაგიჯდებათ და, მესამე – დაშლილებში, სადაც, ასევე, გამართლებაზეა, იქნება თუ არა საერთოდ ეს ნაწილი და, თუ იქნება, ივარგებს თუ არა. სენსორის გამოცვლა მარტივია და მისი შეცვლა ბევრ ხელოსანს შეუძლია, მაგრამ, უმჯობესია, ისეთ ადგილას შეცვალოთ, სადაც ახლოსვე იქნება კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომ შემდეგ მისი მუშაობა გადაამოწმოთ.  

კითხვა: მაინტერესებს „ნისან X ტრიალი”, 2.2 დიზელის ძრავით. როგორი ზოგადი მონაცემები აქვს ამ ავტომობილს, რას მეტყვით ძრავასთან დაკავშირებით და, ზოგადად, როგორ მუშაობს ის ჩვენს პირობებში?

პასუხი: „ნისანის” ეს მოდელი საკმაოდ მორგებულია ჩვენს პირობებს, არ საჭიროებს ხშირ სერვისს და თავისი კლასის სხვა მოდელებთან შედარებით, კარგი მანევრი აქვს. რაც შეეხება ძრავას, ამ ტიპის ძრავით აღჭურვილი ეს მოდელები ძალიან პოპულარულია და ყველაზე კარგად იყიდება ინგლისში, სადაც მომხმარებელი ჩვენზე გაცილებით მეტად მომთხოვნია და მანქანის მიმართ მეტი პრეტენზია აქვს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული „გამომდგარი” ძრავაა. 

კითხვა: მყავს „აუდი”, 2003 წლის, 3.0 ძრავით, მექანიკა, „კვადრო“. შეიძლება თუ არა ამ ავტომობილზე კომპრესორის დამონტაჟება, მომიმატებს თუ არა ეს ავტომობილზე წვას და რა დაჯდება ამის გაკეთება?

პასუხი: შეუძლებელი არაფერია. მაგრამ კომპრესორის დამონტაჟება საკმაოდ რთული თემაა კონკრეტულ მოდელზე საქართველოში. გარდა იმისა, რომ მას ბევრი წვრილმანი დეტალი დასჭირდება, როგორიცაა: სამაგრები, გადამყვანები და სხვა, შემდგომში უკვე კომპიუტერული ჩარევა დასჭირდება. ამისთვის საჭიროა ან სპეციალური კომპიუტერი, რომლითაც თქვენს კომპიუტერს ჩაანაცვლებთ, ან, მინიმუმ, ჩიპი, რომელიც წინასწარ არის მომზადებული ამ ტიპის ინსტალაციისთვის. ეს რომ იყოს რომელიმე ისეთი მოდელი, რომელიც კომპრესორით ქარხნულად არის აღჭურვილი და დაშლილებში იოლად მოიძებნება, პირდაპირ აიღებდით ყველა საჭირო დეტალს კომპიუტერის ჩათვლით და დაამონტაჟებდით. „აუდის” შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა: პირველი – გაგიჭირდებათ სპეციალისტის პოვნა, ვინც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს და, თუ ითავა მისი შესრულება, დროშიც ძალიან გაიწელება და ძალიან ძვირიც დაჯდება. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რა თქმა უნდა, გაიზრდება საწვავის ხარჯი. ამას მარტივი ახსნა აქვს: დამატებითი ჰაერი, რომელიც კომპრესორმა ჩატუმბა, საჭიროებს დამატებით საწვავს, რომ ის ფეთქებად მასად გადააქციოს. ეს იმდენად ძვირი დაგიჯდებათ, რომ, უმჯობესია, ავტომობილი შეცვალოთ და ის მოდელი შეიძინოთ, რომელსაც თქვენთვის სასურველი სიმძლავრე აქვს.  

 

 

скачать dle 11.3