კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მდგმურმა სახლის პატრონი არყის ორი ქვაბისთვის მოკლა

30 წლის კახა ყ-შვილი სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცი  წარსულში ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი და ბინაში, სადაც დანაშაული მოხდა, ქირით ცხოვრობდა.   სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე  მაშინ მივიდნენ, როცა მკვლელი  საწოლში მწოლიარე დაჭრილ, სისხლში მოსვრილ დიასახლისს ახრჩობდა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.     

  ოპერატიული ინფორმაცია პოლიციის განყოფილებაში ანონიმურად  დაფიქსირდა. ქალბატონმა, რომელმაც სამართლადამცველებთან დარეკა  და საკუთარი ვინაობის  გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ მისი მეზობლის ბინაში ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და სამართალდამცველები საშველად იხმო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბინაში, სადაც ჩხუბი მოხდა, 60 წლის ვერა ს-იანი მარტო ცხოვრობდა. მას  ეგრეთ წოდებულ „იტალიურ  ეზოში“ მდებარე საკუთარი ბინის ერთი ოთახი ახალგაზრდა მამაკაცზე ჰქონდა გაქირავებული, რომელიც, მეზობელთა ინფორმაციით, ციხიდან ახალი გათავისუფლებული იყო.  

  როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, კახა ყ-შვილი ვერა ს-იანის ბინაში  ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. თავიდან მდგმურსა და სახლის პატრონს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ – დიასახლისი „ამაყობდა,“ რომ მისი მდგმური ძალიან ყურადღებიანი იყო და მარტოხელა ქალს სურსათ-სანოვაგით ამარაგებდა. როგორც გარდაცვლილის მეზობლებმა პოლიციაში  განაცხადეს, მარტოხელა ქალი ალკოჰოლის მოყვარული იყო და ბევრჯერ უნახავთ, როგორ ქეიფობდა ის  მდგმურთან ერთად. ახალგაზრდა კაცი კი კარჩაკეტილ  ცხოვრებას ეწეოდა და უბანში მხოლოდ სახლის მეპატრონესთან ჰქონდა კავშირი. ამონაწერი მოწმის, ვენერა დ-შვილის ჩვენებიდან: „ჩვენს ეზოში სულ ექვსი ოჯახი ვცხოვრობთ.  ვერა ათი წელია, მარტოა, მას შემდეგ, რაც მისმა ვაჟმა ცოლი მოიყვანა და საცხოვრებლად მის ბინაში გადავიდა. შვილთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, წელიწადში ერთხელ თუ მოდიოდა დედასთან სანახავად. ვერას შემოსავლის ერთადერთი წყარო ის პატარა ოთახი გახლდათ, რომელსაც ის დიდი ხანია უკვე, რაც აქირავებდა. როდესაც ამ ახალგაზრდა კაცმა ვერას ბინა იქირავა, თავიდან ყველას ძალიან მოგვეწონა. ვხედავდით, როგორ აწვდიდა ყოველ საღამოს დედის ტოლ ქალს სურსათს, ვერა სულ ამბობდა: ღმერთმა გამომიგზანა ამ გაჭირვებაშიო. ცოტა უცნაური ბიჭი იყო – ეზოში არავის გვესალმებოდა, მოვიდოდა სახლში და ან ვერასთან იყო, ან თავის ოთახში გამოიკეტებოდა. ერთ დღეს ჩემმა ქმარმა მითხრა, რაღაც არ მომწონს ეს ჩვენი მდგმური, ერთი ნაცნობი არ ჰყავს, რომ მოაკითხოსო? ბოლო თვეებში რამდენჯერმე შევესწარი, რომ ვერას არაყი მიუტანა და ერთად სვამდნენ. საწყალ ქალს ალკოჰოლი უყვარდა. რამდენჯერმე გავაფრთხილე, ვერა  ამ ბიჭთან დალევას თავი დაანებე-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. ამან უფრო საეჭვო გახადა მათი ურთიერთობა, მაგრამ  ეს ჩვენი საქმე არ იყო და არავინ  ჩავრეულვართ. პირველად ჩხუბის ხმა ვერას ბინიდან მკვლელობამდე ალბათ, ერთი თვით ადრე გამოვიდა. ორივე, დიასახლისიც და მდგმურიც ნასვამები იყვნენ და ერთმანეთს ძალიან ცუდი სიტყვებით მიმართავდნენ. იმ ინციდენტმა ჩაიარა, მაგრამ ამის შემდეგ ვერამ მეზობლებთან მდგმურის ლანძღვა დაიწყო. ერთ-ერთ მეზობელთან ისიც კი უთქვამს, მგონი, ჩემი მდგმური ქურდი და ყაჩაღიაო. ამის შემდეგ მათთან ურთიერთობას უფრო ვერიდებოდით. ასე რომ, რა ხდებოდა მდგმურსა და სახლის პატრონს შორის, წარმოდგენა არ გვქონდა. მკვლელობის დღეს სახლიდან საშინელი ხმაუარი და მტვრევის ხმა გავიგონე. ჯერ ვიფიქრე, შევსულიყავი მათთან და გამეფრთხილებინა, მაგრამ ჩხუბი რომ აღარ დასრულდა, პოლიციაში დავრეკე. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ  დახურა  მდგმურმა ღია ფანჯრები. ამით ხმა დაახშო და ჩხუბის  მიზეზი ვერ გავიგე. პოლიცია რომ მოვიდა, ვერა უკვე  დაჭრილი და დამხრჩვალი იყო.” 

  რატომ დაახრჩო ახალგზარდა მამაკაცმა 60 წელს მიღწეული ქალი? რა ვერ გაიყვეს მათ? როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ვერა ს-იანმა საკუთარი სარდაფიდან ორი დიდი, როგორც  თავად ამბობდა,  საარყე ქვაბი დაკარგა.  მარტოხელა ქალი დაკარგულ ქვაბებს მეზობლებში ეძებდა: ხან ვის დააბრალა ქურდობა და ხან – ვის. თუმცა, რამდენიმე დღეში ერთ მეზობელს  გამოუტყდა, რომ არყის ქვაბები, რომელთა გაყიდვაც ჰქონდა გადაწყვეტილი, მდგმურმა მოპარა: დამათრო, დამაძინა და ისე გაიტანა ჩემი სარდაფიდანო, – უმტკიცებდა ქალი მეზობელს. მოგვიანებით, ბრალდებულის სახით დაკითხულმა კახა ყ-შვილმა გამოძიებასთან განაცხდა, რომ სახლის პატრონთან ჩხუბი სწორედ ამ ქვაბების გამო მოუვიდა. ამონაწერი ბრალდებულის ჩვენებიდან: „იმ საღამოს ჩემს ოთახში ვიყავი, დასაძინებლად დავწექი, როცა ვერამ დამიძახა: ცოტა ხანი ჩემთან ამოდიო. ნასვამი ვიყავი, აღარ მინდოდა დალევა, მაგრამ დიასახლისთან მაინც ავედი. ვერა მთვრალი დამხვდა, მეც შემომთავაზა, ერთად დავლიოთო. ორი ჭიქა დავლიეთ ერთად. უცებ ამიხირდა: სად წაიღე ჩემი ქვაბებიო. მე ვუთხარი, ტყუილად მაბრალებ ქვაბების მოპარვას, მე ამ საქმესთან საერთო არაფერი მაქვს-მეთქი. ხვალ პოლიციაში მივდივარ, პირდაპირ შენ უნდა დაგადო ხელიო. მითხრა. ეს ვეღარ მოვითმინე. ამას მოჰყვა ჩხუბი. ვერა ისე ხმამაღალა ყვიროდა, ავდექი და ფანჯრები დავხურე, რომ მეზობლებს არაფერი გაეგოთ. ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან, მაგიდიდან დანა ავიღე და დავარტყი. ფართხალი დაიწყო, მაგრამ მაინც მაგინებდა.  ამის შემდეგ ქალი საწოლზე დავაგდე და ყელში ხელები წავუჭირე. მკერდიდან სისხლი მოსდიოდა და მეც გავსისხლიანდი, ქალი უკვე დამხრჩვალი იყო, მაგრამ ისეთი გამწარებული ვიყავი, თავს არ ვანებებდი. ამ დროს ბინაში პოლიცია მოვიდა. მათ შემთხვევის ადგილზე დამაკავეს.”    

 კახა ყ-შვილს წინააღმდეგობის გაწევა არ უცდია – სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის იარაღი, საოჯახო დანა, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა. ვერა ს-იანი უკვე გარდაცვლილი იყო – მისი გადარჩენა შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ვეღარ შეძლო. დაკავებულმა ჯერ ჩადენილი მკვლელობა აღიარა, შემდეგ კი არყის ქვაბების ქურდობის ფაქტი. მოპარული ქვაბები სამართალდამცველებმა მიტოვებული და დანგრეული შენობიდან ამოიღეს. როგორც ბრალდებულმა განაცხადა, ქვაბების გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი.

 სასამართლომ კახა ყ-შვილი დამნაშავედ ცნო და  60 წლის ქალის მკვლელობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

 

скачать dle 11.3