შემწვარი ღორის ხორცი მდოგვის სოუსში
საჭირო ინგრედიენტები: 4 ნაჭერი ღორის ხორცი თავისი ძვლით, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად.
სოუსისთვის: 1/4 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილი კამა, 2 სადილის კოვზი მდოგვი, 1,5 სადილის კოვზი თაფლი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი, 0,5 ჭიქა გახეხილი ყველი.
მომზადების წესი: ხორცის ნაჭრებს მოაყარეთ მარილი, პილპილი და გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შებრაწეთ. მანამდე სოუსის ყველა ინგრედიენტი ბლენდერში დააქუცმაცეთ და, შებრაწვას ცოტა რომ დააკლდება, წაუსვით ხორცის ნაჭრებს და მოათავსეთ შესაწვავ ფორმაში, დარჩენილი სოუსი კი ზემოდან მოასხით. ღუმელში გააჩერეთ დაახლოვებით 15 წუთის განმავლობაში, საშუალო ტემპერატურაზე, სანამ ბოლომდე მომზადდება.