სამარხვო ნამცხვარი „თაფლის კვერი“
საჭირო ინგრედიენტები: 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი, 2 სადილის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 2 სადილის კოვზი კაკაო, 0,5 ჭიქა ქიშმიში, 0,5 ჭიქა დაფქული ნიგოზი, 0,5 ჭიქა ზეთი, 1,5-2 ჭიქა ფქვილი, დარიჩინი – გემოვნებით, ნუში – მოსართავად.
მომზადების წესი: პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და ზეთი, დადგით ცეცხლზე და შეათბეთ. დაუმატეთ თაფლი და მოურიეთ, რომ შაქარი და თაფლი კარგად გადნეს. თაფლიან მასას შეურიეთ ერთმანეთში არეული დარიჩინი, კაკაო, ნიგოზი, ქიშმიში და სოდაარეული ფქვილი. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის სისქის მასა. ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში, მაღალ ტემპერატურაზე. მზა ნამცხვარს ზემოდან მოაყარეთ ფირფიტებად დაჭრილი ნუში.