ხორცი ფორთოხლით
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ღორის ხორცი (რბილი ნაჭერი) – ძალიან მჭლე არ უნდა იყოს, რომ შეწვისას არ გამოშრეს; 1-2 ცალი ფორთოხალი, 1 სადილის კოვზი თაფლი, მარილი, შავი და თეთრი, სურნელოვანი პილპილი; წითელი, ცხარე წიწაკა, ქონდარი, ქინძი.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით 3-4 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და ყველა ჩამოთვლილი სუნელები, პილპილის ნაზავი. წაუსვით კარგად ნაჭრებს. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ. გადაავლეთ მდუღარე წყალი. დაჭერით კანიანად ნახევარმთვარისებურად. ხორცის ნაჭრები ჩაჭერით შუა-შუა და ჩააწყვეთ ამ ჭრილებში ფორთოხლის ნაჭრები. თხლად გადაუსვით ზემოდან თაფლი. დააწყვეთ ხორცის ნაჭრები გამოსაცხობ ტაფაზე ფრთხილად, მიჯრით. მოათავსეთ აირღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე და 30-40 წუთში მზად იქნება. ხორცი იქნება ძალიან არომატული, გემრიელი და პიკანტური. მიირთვით მოხარშულ კარტოფილთან ან პიურესთან ერთად.
უკვე მზა კერძში ფორთოხალი სამშვენისის ფუნქციასაც ასრულებს და თავსაც მოიწონებთ.