ხორცი ლუდში
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ღორის უძვლო ხორცი, ცოტა სოიის სოუსი, 1-2 ლიტრი ლუდი, 1 სადილის კოვზი „კოკა-კოლა“, 1 ლიტრი ბურახი, 3 ცალი ხახვი, 4-5 კბილი ნიორი, ცხარე წიწაკა, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 1/2 კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი (იმბირი), 1 სადილის კოვზი თაფლი.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით მომცრო კუბიკებად, ხახვი და ნიორი გაარჩიეთ. ღრმა ქვაბში ჩაასხით ცივი წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
მოათავსეთ მასში ხორცის ნაჭრები და ხარშეთ 10 წუთი. გადაღვარეთ წყალი. ხორცს მოაყარეთ ნივრის კბილები და შუა-შუა გაჭრილი ხახვი. ასევე, ჩაუმატეთ წიწაკა, მოასხით სოიის სოუსი, დაუმატეთ თაფლი და ჯანჯაფილი (თაფლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარამელივით მომწვარი შაქარი). კერძს დაასხით „კოკა-კოლა“, ლუდი, ბურახი. წყლის ჩამატება საჭირო აღარ არის. ჩინელები ამ კერძს ბრინჯის ღვინოს ასხამენ. დადგით ქვაბი ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში. ხორცი რომ მოიხარშება, ამოიღეთ ლანგარზე და სუფრასთან მიიტანეთ ცალკე. სოუსი გააცივეთ და მიირთვით ნებისმიერ გარნირზე მოსხმული.