კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დროის რა პერიოდში იმუხტება კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი დადებითი და სასიცოცხლო ენერგიებით

ბევრმა არ იცის, რა არის კარმა და რა დანიშნულება აქვს მის კარმულ-კოსმიურ მისიას დედამიწაზე. მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს რელიგიაში კარმა „ჩადენილს“ ნიშნავს. კარმა, რეალურად, ნებისმიერი მიზანმიმართული და განზრახი ქმედებაა, რომელსაც თავისი შედეგი აქვს. ამასთან, აზრიც და სიტუაციაც ქმედებად ითვლება.

ასტროლოგიურად, კარმას თავისი კანონი აქვს, კარმის კანონი მოქმედებს ისე, რომ თითოეული ჩვენი მოქმედება ანაბეჭდს მომავალში დატოვებს ან წინ დაგვხვდება.

თითოეული ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე და, შესაბამისად, თავისი გაკვეთილი კარგად უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს ის, რასაც კოსმოსი უქადის. ეს ადამიანებს თავიანთი მდგომარეობის უკეთ გაცნობიერებაში ეხმარება.

ასე რომ, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ტექსტს და გაიგეთ, რა არის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე.

ვერძი – თქვენ დაიბადეთ იმ დროს, როცა ბუნება გაღვიძებას იწყებს. ეს პერიოდი თქვენთვისაც გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს. სწორედ ამ დროს მოგეცემათ უამრავი ენერგია. დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, გაუნაწილოთ ენერგია სხვებს. დაეხმაროთ უმწეოებს. იყავით გულღია, კომუნიკაბელური, ქველმოქმედი და ადვილად შეძლებთ საკუთარი ბედნიერების მოპოვებას.

კურო – თავისუფალი სივრცე და ლამაზი გარემო დაგეხმარებათ იმაში, რომ შეძლოთ თვითრეალიზება და ჰარმონიული განვითარება. მეტი კონტაქტი იქონიეთ ახლობლებთან, მეგობრებთან. ასევე, მიეცით მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება. ნუ იქნებით დიქტატორი და მეტი ყურადღება მიაქციეთ, რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები. გაითვალისწინეთ მათი რჩევები – ეს თქვენი კარმული მისია და ბედნიერების გარანტია.

ტყუპები – უნდა შეძლოთ ორ ადამიანს შორის მშვიდობის მისიის შესრულება, იბრძოლეთ თქვენი სიმართლისთვის და შემოიკრიბეთ გარშემო ერთგული ადამიანები. ამით ჰარმონიულ გარემოს შეიქმნით და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ.

კირჩხიბი – ისწავლეთ დღევანდელი დღით ტკბობა. იაზროვნეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ და არა ისე, როგორც გირჩევენ. ნუ იყურებით წარსულში, მომავალში უკეთესი რამ შეიძლება მოხდეს და მასზე იყავით ორიენტირებული. აწმყოში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე, რაც მომავალში წარმატებას მოგიტანთ.

ლომი – შეეცადეთ, თქვენი გარემოცვა და მთელი  სამყარო ისეთი მიიღოთ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ, რომ იყოს. ასე გაიუმჯობესებთ ურთიერთობებს როგორც ოჯახის წევრებთან, ისე კოლეგებთან. მაშინ ცხოვრებაც გაგიადვილდებათ და დედამიწაზე თქვენს კარმულ მისიასაც ადვილად შეასრულებთ.

ქალწული – თქვენთვის მთავარია გონების მომართვა და შრომისუნარიანობის გამოვლენა, რათა საწადელს ადვილად მიაღწიოთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და ნუ იქნებით სხვების ხელის შემყურე. მთავარია, არ მოადუნოთ ყურადღება. ყური უგდეთ ინტუიციას და ის მიგიყვანთ საჭირო ადგილამდე. ნუ დახარჯავთ ძალებს ტყუილუბრალოდ. ისწავლეთ მოთმენა – ამას გავალებთ თქვენი კარმა.

სასწორი – შეხედეთ სამყაროს სხვა თვალით და აღიქვით მოვლენები ისე, როგორც არის. დაფიქრდით, ზოგჯერ რეალობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ოცნება. დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, იყოთ რეალისტი.

მორიელი – იყავით დაკვირვებული და დაიცავით ზომიერების გრძნობა.  გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით. ჩაუღრმავდით საკუთარ გრძნობებს. თქვენი კარმული მისიაა, ადეკვატურად მიჰყვეთ მოვლენებს და სწორად მოახდინოთ რეაგირება.

მშვილდოსანი – მეტად უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ნუ იტყვით სხვების დახმარებაზე უარს, ასევე, ნუ ჩაერევით სხვის საქმეში მათი თხოვნის გარეშე. თქვენი კარმული მისიაა, ყური უგდოთ გულის კარნახს, არ დაზოგოთ შესაძლებლობა და ენერგია საქმეში და იყოთ გულისხმიერი სხვების მიმართ. 

თხის რქა – გიყვართ, როცა თქვენ გარშემო ყველაფერი რიგზეა, ამისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებთ. ნუ აჰყვებით ემოციებს. გარშემო მყოფები თქვენგან მხოლოდ სიმართლეს ელიან და ეს თქვენი კარმული მისიაცაა დედამიწაზე. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი სხვებისთვის. ამიტომ, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ. იყავით ოპტიმისტი და ეს წინსვლაში დაგეხმარებათ.

მერწყული – ნუ დაფრინავთ ღრუბლებში, იყავით რეალისტი. მეტი გულისყურით აკეთეთ ის საქმე, რომელიც ითავეთ. გახსოვდეთ, ამქვეყნად იმისთვის მოხვედით, რომ გაულამაზოთ ცხოვრება გარშემო მყოფებს. თქვენი მთავარი კარმული მისიაა, იყოთ დამთმობი, ჰუმანური და მეტად კომუნიკაბელური – ეს ბარიერებისა და პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ და წარმატებებს მოგიტანთ.

თევზები – ხშირად იცვლით აზრს და სხვების ზეგავლენის ქვეშაც ადვილად ექცევით. დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, სხვებზე იზრუნოთ, დაეხმაროთ მათ და საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. ისწავლეთ თქვენი ძალისხმევის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება. დაისახეთ მიზანი და ყველა ღონე იხმარეთ მის მისაღწევად – ამ შემთხვევაში ბედი ნამდვილად გაგიღიმებთ და თქვენს კარმულ-კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ დედამიწაზე.

скачать dle 11.3