კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1995 წლის 12 მაისს, 4-დან 5 საათამდე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანი; ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება კარგი მომავალი?

პასუხი: მისი კარმული მისიაა, მეტად წარმოაჩინოს თავის ხასიათში დადებითი თვისებები; იყოს მეტად ორგანიზებული, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, ნებისყოფიანი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. რაც მეტად იქნება მოწესრიგებული, მით სწრაფად მიაღწევს წარმატებებს. უნდა იყოს „უხალტურო“ მუშაკი და ყველა საქმე მხოლოდ კარგად, მიფუჩეჩების გარეშე უნდა გააკეთოს, ყურადღება მიაქციოს ყველა დეტალს; უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, დამოუკიდებელი. გამოავლინოს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივა, გამოავლინოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობისთვის მისთვის კარგია ქალწულის, კუროს, თხის რქის, კირჩხიბის ან თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. მოერიდოს ლომსა და მერწყულს. პროფესიებიდან კი მისთვის წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; პედაგოგიკა, სამხედრო სტრუქტურა, უშიშროების სფერო, სადაზღვევო და საგამომძიებლო სტრუქტურები; მშენებლობა, მედიცინის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სოციოლოგია, ტელემექანიკა, ლინგვისტიკა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 23 თებერვალს, დილის 5 საათზე. მაინტერესებს, რომელი სპეციალობა უნდა აირჩიოს, რომ შემდგომში წარმატებას მიაღწიოს?

პასუხი: მისი კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ, რაც მეტად ექნება კავშირი უცხოეთთან, მით მეტი წარმატების შანსი მიეცემა. პროფესიებიდან მისთვის კარგია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, სპორტი. 

скачать dle 11.3