კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიმაღლოთ განწყობა

მალე ზამთარი დადგება. ეს ის დროა, როცა შემოტევას იწყებს მელანქოლია და დეპრესია. მართალია, ეს, ძირითადად, სეზონური პრობლემებია, მაგრამ, მაინც პრობლემა ჰქვია და, რომ არ გაღრმავდეს და გახანგრძლივდეს, დროზე უნდა „ჩაერიოთ“ საკუთარი თავის საქმეებში. ნუ დაგეზარებათ და, თუ გაქვთ საშუალება, გარკვეულ თანხასაც ნუ დაინანებთ თქვენივე გუნება-განწყობის გამოკეთებაში, თორემ, თუ პროცესები შორს წავიდა, ექიმებთან სირბილი და მკურნალობა გაცილებით უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

ეს სეზონი იდეალური პერიოდია აუზზე სიარულის დასაწყებად. სულ რაღაც 30 წუთი ცურვა საკმარისია იმისთვის, რომ სტრესი მოიხსნათ და რამდენიმე დღის განმავლობაში მხნედ და ენერგიულად იგრძნოთ თავი. სხვათა შორის, კვირაში ორ-სამჯერ, ანუ, სისტემატურად ცურვა დადებითად მოქმედებს კანის ხარისხზე, წვავს ცხიმებს და საოცრად აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას. თუ აუზზე სიარულის დრო და ფინანსები არ გაქვთ, დილით მიიღეთ კონტრასტული შხაპი, საღამოს კი, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე – ბალახების ნახარშის დამამშვიდებელი აბაზანა.

ცნობისათვის, ენერგოდანახარჯების თვალსაზრისით, 30-წუთიან ცურვას ცვლის 30-წუთიანი ძუნძული ან სწრაფი ნაბიჯით სეირნობა. გარდა ამისა, ნახევარსაათიანი ძუნძულის შედეგად ორგანიზმში აქტიურად გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონი – ენდორფინი.

სეირნობა ვახსენეთ და, შესაძლოა, ბევრმა არც კი იცის, რომ ჩვეულებრივი გასეირნება დილას და საღამოს (20-30 წუთი) ორმაგი შედეგით ჩაენაცვლება ანტიდეპრესანტებს, მით უფრო, თუ ამას ქალაქგარეთ, ბუნების წიაღში ან პარკში მოახერხებთ – ეს ესთეტიკურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და თქვენი ფილტვები ჟანგბადის „მარაგსაც“ აიღებს.

დილის მოციონის შემდეგ აუცილებლად დალიეთ გამამხნევებელი ჩაი: ჭიქაში ჩააგდეთ ლიმონის ერთი რგოლი, კოჭას 2-3 ცალი თხელი ფირფიტა და დაასხით მდუღარე წყალი. თქვენთვის სასურველ ტემპერატურამდე რომ გაგრილდება, დალიეთ ყლუპებით. ეს, ერთი შეხედვით, უბრალო სითხე საოცარ შედეგს მოგცემთ – C ვიტამინისა და კოჭაში შემავალი მიკროელემენტების ერთობლიობა სიცოცხლის ხალისით გავსებთ.

თუ მთელი ბინა არა, თქვენი ოთახი და სამზარეულო მაინც (ანუ, სადაც უფრო მეტხანს გიწევთ ყოფნა) აავსეთ მხიარული ფერებით: ცოცხალი ყვავილებით, ფერადი სურათებით და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აანთეთ ფერადი ნათურები. შეეცადეთ, ბინაში მუდმივად იქონიოთ ლარნაკში ჩადებული ფერადფოთლებიანი ტოტები – ცოცხალი მცენარეების ფერადოვნება და სურნელი ენერგიითაც აგავსებთ და კარგ ხასიათზეც დაგაყენებთ.

ჯერ კიდევ შემოდგომაა და ყველაზე სეზონურ ბოსტნეულს – გოგრას, ტოლი არ ჰყავს რკინის შემცველობის თვალსაზრისით, რკინა კი სწორედ ის ნივთიერებაა, რომელზეც, ძირითადად, დამოკიდებულია ჩვენი სულიერი წონასწორობა, შრომისუნარიანობა და ჯანმრთელი აქტიურობა.

თუ დღის განმავლობაში გადაღლილი დაძინებას ვერ ახერხებთ, დალიეთ 1 ჭიქა გოგრის წვენი (1 ჩაის კოვზი თაფლი გაურიეთ) – ეს საოცარი სითხე სასიამოვნოდ მოგადუნებთ და მშვიდად ჩაგეძინებათ. როგორც ჩიკაგოელი მეცნიერები ამტკიცებენ, ახალგამომცხვარი გოგრის ნამცხვარი, გარდა იმისა, რომ გუნება-განწყობას აუმჯობესებს, ადამიანებს შემოქმედებითად განაწყობს.

მაშ, ასე, ნუღარ დააყოვნებთ, გაიხალისეთ ყოველი დღე!

скачать dle 11.3