კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

დავრჩე მარტო?!

 

აქტიური ქალები სულ უფრო ხშირად რჩებიან პარტნიორის, ოჯახის გარეშე. რატომ? – მათ ასე უნდათ თუ, უბრალოდ, აღარ სცალიათ სერიოზული ურთიერთობისთვის?!

... სიმპათიური, განათლებული, იუმორით სავსე, გონებამახვილი და წარმატებული – თუმცა მარტოსული.

დავიწყოთ  იმით, რომ მარტოობა ქალის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. მას აუცილებლად სჭირდება გვერდით ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობა. ზოგადად, ადამიანები არ უნდა რჩებოდნენ მარტო... ჩვენ გარშემო მყოფნი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს ყურადღებას. უბრალოდ, უნდა დავივიწყოთ ამპარტავნება და ვაჯობოთ ჩვენს შინაგან ხმას, რომელიც ჩაგვჩიჩინებს: „შენ ყველაზე კარგი ხარ და არავინ გჭირდება!“

ხშირი ეპითეტები წარმატებული ქალის მისამართით ძალიან აფუჭებს საქმეს. ქვეცნობიერად აკომპლექსებს ქალს და საკუთარ თავზე წარმოდგენას უზრდის... წლები გადის... ქალი არ იხევს უკან და ცდილობს, არ დაინახოს სიმართლე... თავს იმით იმართლებს, რომ მის ცხოვრებაში შესაფერისი კანდიდატურა არ გამოჩნდა... ლოგიკურია? – სულაც არა. ქალები შინაგანად დარწმუნებული არიან, რომ მეტისმეტად დიდ მოთხოვნას უყენებენ პარტნიორს. კანდიდატი ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. დავრჩე მარტო, თუ გავყვე იმას, ვისაც იდეალამდე ბევრი უკლია?! ასეთი არჩევნის წინაშე თუ დადგებით – ეს უკვე შეცდომაა. მაგრამ, რა ქნას ქალმა, რომელსაც ეშინია, რომ პრინცი გვერდს აუვლის. ამ ძებნა-ძიებაში კი ისე დარჩებით მარტო, ვერც მიხვდებით. იფიქრეთ, უკვე ხომ არ დაკარგეთ ძვირფასი დრო.

 

დიახ, მე ვითხოვ!

 

ერთი შეხედვით, ყველაფერი მართებულია – პარტნიორი სამოსი არ არის, რომ არ მოგეწონოს და შეცვალო. ამიტომაც ყურადღებით, გულდასმით უნდა შეარჩიო. მამაკაცს უნდა ჰქონდეს ინტელექტი, პროფესიონალიზმი, იუმორის გრძნობა, არ აწყენს ცოტა რომანტიზმი. კარგია, თუ შეძლებს ქალის გამხიარულებას, იქნება სპორტული აღნაგობის, ჭკვიანი, შეძლებული და სექსუალური... ახლა გაჩერდით და ეს ჩამონათვალი კიდევ ერთხელ, ყურადღებით წაიკითხეთ... დარწმუნებული იყავით, კიდევ გექნებათ მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ იცით – ცხოვრებაში ასე არ ხდება. ლანგარზე დასკუპებული იდეალური პარტნიორი თავისით არ მოგერთმევათ. ზოგჯერ ადამიანის სისუსტე, სისულელე და შეცდომა გვიყვარდება, დაუგეგმავად და სპონტანურად.

კარგად დაფიქრდით. მოძებნეთ პრიორიტეტები. გამოარჩიეთ ხასიათის ის ძირითადი თვისებები, რომლებიც პიროვნებას თქვენთვის სასურველად აქცევენ. ის, რის გარეშეც, უბრალოდ, ვერ გექნებათ ადამიანთან ახლო ურთიერთობა. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ ურთიერთობაში ყველანი ვიცვლებით და პარტნიორზე „გადავეწყობით“ ხოლმე. ამას შეუცნობლად ვაკეთებთ – ძალდაუტანებლად და ჩვენივე სურვილით. როცა პარტნიორი გვიყვარს, ვცდილობთ, საუკეთესო თვისებები გავააქტიუროთ, ვიყოთ უფრო კარგი და თუ ამას არ ვაკეთებთ, ესე იგი, ჩვენთვის სულერთია, რას გრძნობს ის ადამიანი, რომელიც გვერდით გვყავს.

დიახ, ჩვენ ვითხოვთ!.. მაგრამ ჯერ უნდა გავცეთ, რომ მივიღოთ ის, რასაც ვიმსახურებთ!

 

შეეჩვევა... შეუყვარდება

 

რამდენად სარწმუნოა, არავინ იცის, მაგრამ მსოფლიო სტატისტიკა გვაუწყებს, რომ ყოველი მესამე ქალბატონი ოჯახს უსიყვარულოდ ქმნის. ქალები ამაზე სრულიად გაცნობიერებულად მიდიან და ხშირად უარს ეუბნებიან ცოლად გაყოლაზე კაცს, რომლის მიმართაც გრძნობა აქვთ. უპირატესობას სხვას ანიჭებენ. საქმე ისაა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სიყვარული მათ ოჯახში წამგებიან პოზიციაში აყენებს. ამიტომ ურჩევნიათ, პარტნიორი და ცხოვრების თანამგზავრი სხვა მონაცემების მიხედვით შეარჩიონ. მაგალითად, 60 პროცენტს უნდა, მისი ქმარი შემოსავლიანი, სტაბილური და წარმატებული იყოს. რა საჭიროა სიყვარული, როცა მამაკაცი ამდენ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. კაცმა ცოლს პირობები უნდა შეუქმნას. გაანებივროს და უზრუნველყოს მისი ღირსეული არსებობა – აი, მთავარი პრინციპი, რითაც ხელმძღვანელობენ ქალები გათხოვებისას. ზოგიერთი ქალი საერთოდ იმიტომ თხოვდება, რომ მარტო დარჩენის ან იმის ეშინია, რომ უკეთესი აღარავინ შეხვდება. ასეთ ქალებს რომ ჰკითხოთ, რისი იმედი აქვთ, ოჯახს უსაყვარულოდ რომ ქმნიან, გიპასუხებენ: რა პრობლემაა, თუკი ჩემზე იზრუნებს, აუცილებლად შემიყვარდებაო. ვერც შეედავები. ვინ იცის, იქნებ მართლებიც არიან. იგივე სტატისტიკა ხომ გვიმტკიცებს, სიყვარულით შექმნილი ოჯახებიც საკმაოდ ხშირად ინგრევაო. ანუ, თუკი თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა კაცი, რომელიც ჯერ არ გიყვართ, მაგრამ სასურველი მეორე ნახევრის კრიტერიუმს აკმაყოფილებს, უკან ნუ დაიხევთ. იზრუნებს თქვენზე და სიყვარულიც მოვა!

 

ყველაზე... ყველაზე

 

როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ქალი, ის ვერ დაიმსახურებს მამაკაცების ყურადღებას, თუკი არ ეცოდინება, როგორ „შეფუთოს“ და მიაწოდოს მას საკუთარი თავი. ურთიერთობა ყოველთვის „გუნდური თამაშია“. მხოლოდ გრძელი ფეხებით ან დიდი მკერდით ფონს ვერ გახვალთ.

ხშირად ქალი, რომელსაც პარტნიორის მიმართ დიდი პრეტენზიები აქვს, ფარულად მიანიშნებს მამაკაცს, რომ თვითონ უნაკლოა, შეუდარებელი და ყველაზე... ყველაზე... ასეთი „პრინცესები“ ბოლოს „მათხოვრების“ საკბილონი ხდებიან და არა უფლისწულების.

თუ გაგიმართლათ, რომ კარგი კარიერა გაიკეთეთ, წარმატებული ხართ და ღმერთმა სასიამოვნო გარეგნობითაც დაგაჯილდოვათ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამეფო ტახტს და გვირგვინს იმსახურებთ. მეტისმეტად ნურც იმის აფიშირებას მოახდენთ, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალი ხართ, თორემ მამაკაცს აუცილებლად გაუჩნდება შეკითხვა: „კი, მაგრამ სჭირდება კი ამას გვერდით მამაკაცი?“ თქვენ ხომ ქალი ხართ? – ენდეთ ინტუიციას და იაზროვნეთ ლოგიკურად. გააქრეთ ხმაში მბრძანებლური ნოტები. არ აგრძნობინოთ მამაკაცს, რომ „მესაჭე“ თქვენ იქნებით და პირველობას არაფრით დათმობთ. პირიქით, ყოველთვის მოუსმინეთ ყურადღებით და მოთმინებით. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ საუკეთესო „შესაფუთი მასალა“ ღიმილია!

скачать dle 11.3