კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს უმდიდრესი ქალი „ფორბსის” მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგის პირველი ათეულის წევრია

ლილიან ბეტანკური – 30 მილიარდი დოლარი

მსოფლიოს უმდიდრესი ქალი „ფორბსის” მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგის პირველი ათეულის წევრია. ბეტანკური კოსმეტიკური გიგანტის, „ლორეალის” აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი და „ნესტლეს” აქციონერია. ლილიანი 90 წლისაა და 1999 წლიდან წელს პირველად მოხვდა ტოპ-ათეულში. ბოლო პერიოდში საფრანგეთში ბევრს საუბრობენ ლილიან ბეტანკურის ჯანმრთელობაზე და სასამართლო გარჩევებზე შვილთან, მაგრამ, ის მაინც ინარჩუნებს პოზიციებს რეიტინგში, რაც, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია მისი კომპანიის ახალი ტოპ-მენეჯერის კარგი მუშაობით, მენეჯერად კი ლილიანს საკუთარი შვილიშვილი, ჟან-ვიქტორ მეიერსი ჰყავს დანიშნული.

ბერნარ არნო – 29 მილიარდი დოლარი

64 წლის ბერნარ არნომ დაკარგა „ყველაზე მდიდარი ფრანგის” სტატუსი და ტოპ-რეიტინგში მეათე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, რაც გამოიწვია მისი კომპანიის – LVMHს-ის აქციების ფასის ვარდნამ, განსაკუთრებით კი „კრისტიან დიორის” აქციების ფასი დაეცა – დაახლოებით 20 პროცენტით. საფრანგეთში ახალი საგადასახდო კოდექსის მიღების შემდეგ არნო ბელგიის მოქალაქეობის მიღებას აპირებდა, მაგრამ, მას ორჯერ უთხრეს უარი, თუმცა, მილიარდერი ამ ფაქტს უარყოფს. როგორც ამბობენ, ახლო მომავალში არნო დიდი ბრიტანეთის რაინდის წოდებას მიიღებს, ხოლო მომავალ წელს ის „ლუი ვიტონის” მუზეუმის გახსნას აპირებს.

ფრანსუა პინო – 15 მილიარდი დოლარი

76 წლის პინომ თავისი კაპიტალი 2 მილიარდი დოლარით გაზარდა. ის მოდის ინდუსტრიაში, ფუფუნების საგნებსა და ხელოვნების ნიმუშებში აბანდებს ფულს. პინოს კონგლომერატი აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: „გუჩი,“ „ივ სენ ლორანი“ და „ალექსანდრ მაქქუინი.“ პინო ფლობს „კრისტის” აუქციონის აქციების 100 პროცენტს, ხოლო მისი ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში ინახება მატისის, პიკასოსა და ჯეფ კუნსის ნამუშევრები.

სერჟ დასო – 13 მილიარდი დოლარი

87 წლის სერჟ დასო და მისი კომპანია „გრუპ დასო” დაკავებულები არიან ავიაკოსმოსური პროდუქციის წარმოებით, პროგრამული უზრუნველყოფითა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. დასოს საკუთრებაშია გავლენიანი ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო”; ასევე, ის ფლობს სიდიდით მესამე სააუქციონო სახლს მსოფლიოში „კრისტისა” და „სოთბის” შემდგომ, ფრანგულ „არტკურიალს”.

скачать dle 11.3