კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჰქონდა პრობლემები რაიან გიგზს რასისტულ ნიადაგზე და რით არის გამორჩეული მისი პირადი რეკორდი „მანჩესტერში“

ის თანამედროვე ფეხბურთის ჭეშმარიტი ლეგენდაა. უელსელი რაიან გიგზი „მანჩესტერ იუნაიტედში” 1990 წლიდან თამაშობს და დღემდე ითვლება გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად, რომლის გარეშე „წითელი ეშმაკების” თამაშების ყურება შეუძლებელია და, რთულია იმის დაჯერება, რომ იგი ოდესმე დაასრულებს საფეხბურთო კარიერას. 29 ნოემბერს რაიან გიგზი 40 წლის იუბილეს იზეიმებს და ამ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მისი ცხოვრებიდან.

* რაიან გიგზი დაიბადა კარდიფში, მორაგბე დენი უილსონისა და ლინ გიგზის ოჯახში. მამის მხრიდან რაიანი უელსელია, დედის მხრიდან კი – ინგლისელი. მისი ბაბუა დედის მხრიდან სიერე-ლეონიდან იყო და ბავშვობაში რაიანს ხშირად უხდებოდა რასისტული შეძახილების მოსმენა. 1980 წელს რაიანის მამამ კონტრაქტი გააფორმა რაგბის კლუბ „სუინტონ ლაიონსთან” და ოჯახს ინგლისის სამხრეთში, ქალაქ მანჩესტერში მოუწია გადაბარგება. 

* 16 წლის ასაკში რაიანმა მამის გვარზე უარი განაცხადა და დედის გვარზე გადავიდა, ასე გახდა იგი რაიან გიგზი.

* რაიან გიგზი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია – ის პრემიერლიგის 13-გზის ჩემპიონია.

* პირველი პროფესიული კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან” რაიან გიგზმა 1990 წლის 29 ნოემბერს გააფორმა, თავის მე-17 დაბადების დღეზე. იმ პერიოდში მას დიდი ბრიტანეთის ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ასახელებდნენ ჯორჯ ბესტის შემდეგ.

* რაიან გიგზი სელფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ის პროფესიით ხელოვნების მაგისტრია.

* 2013 წლის 5 მარტს მადრიდის „რეალთან” მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში, რაიან გიგზისთვის კარიერაში მე-1 000 ოფიციალური შეხვედრა იყო.

* 2007 წელს რაიან გიგზი ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის ორდენის მფლობელი გახდა.

* რაიან გიგზი ერთადერთი ფეხბურთელია ინგლისის პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში, რომელსაც ყველა სეზონში აქვს გატანილი გოლი. მიმდინარე სეზონში გიგზს ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია, მაგრამ, მაისამდე, ანუ, სეზონის დასრულებამდე, ის უგოლოდ არ წავა ფეხბურთიდან. ამას გარდა, რაიან გიგზი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც გატანილი აქვს გოლები ჩემპიონთა ლიგის 16 გათამაშებაში.

* კარიერის დასაწყისში რაიან გიგზი ინგლისის სასკოლო ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა, შემდგომში მან უელსის ნაკრებში თამაში არჩია და მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 1991 წლის 5 ივნისს შედგა გერმანიასთან მატჩში. რაიან გიგზი იმ მომენტისთვის 17 წლის და 321 დღის იყო. იგი დღემდე ითვლება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად მათ შორის, ვისაც უელსის ნაკრების მაისური ჩაუცვამს.

* რაიან გიგზი უაღრესად დისციპლინირებული ფეხბურთელია. ის იშვიათად იღებს ყვითელ ბარათებს, ხოლო „მანჩესტერში” ასპარეზობის პერიოდში ერთხელაც არ გაუძევებიათ მოედნიდან. გიგზი სულ ერთხელ გააძევეს მოედნიდან, ისიც, უელსის ნაკრებში თამაშის დროს; ეს მოხდა 2001 წელს, ნორვეგიის ნაკრებთან მატჩში.

* რაიან გიგზი 2007 წელს დაქორწინდა თავისი დიდი ხნის მეგობარ ქალზე, სტეისი კუკზე, რომელთანაც ჰყავს ორი შვილი, ლიბერტი და ზაკი. გიგზების ოჯახი მანჩესტერთან ახლოს, უორსლიში ცხოვრობს.

* რაიან გიგზი გინესის რეკორდების წიგნის რამდენიმეგზის რეკორდსმენია.

* ალექს ფერგიუსონი ასე იხსენებს თავის პირველ შეხვედრას რაიან გიგზთან: „მახსოვს, როდესაც პირველად დავინახე, ის 13 წლის იყო და ფეხბურთის მოედანზე კოკერ-სპანიელივით დარბოდა”.

* ბრიტანეთის სპორტული მედიის ცნობით, კულუარულად მიდის საუბრები რაიან გიგზთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. შესაძლოა, უელსელი ლეგენდა ფეხბურთს არა 2014, არამედ, 2015 წელს გამოეთხოვოს.

скачать dle 11.3