კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატების აღსრულებული სასწაულები

დეკანოზი ილია ნასიძე რამდენიმე სიწმიდის მოსალოცად იმყოფებოდა რუსეთში.

– თქვენ ბრძანდებოდით ფსკოვო-პეჩორის ლავრაში, სადაც სასწაული აღესრულა. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

– დიახ, ჩვენ გახლდით ფსკოვო-პეჩორაში; ის მოსკოვიდან 700 კილომეტრზე მდებარეობს. ვიცოდით, რომ პეტრე-პავლეს ტაძრის ერთ-ერთმა მოძღვარმა, მამა თეოდორემ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ (ქართული ხატი დაწერა მოციქულთა თავთა წმიდათა პეტრესა და პავლეს ეკლესიის ხატმწერმა და მრევლმა ირაკლი ცინცაძემ. ხატი დაბრძანებულია იმავე ეკლესიაში) სამი ხატი ჩააბრძანა, საიდანაც მირონის დენა დაიწყო. გვინდოდა მამა ვასილის (იგი 90 წლისაა, დეკანოზის ხარისხში) მონახულება და მასთან გასაუბრება. ღვთის მადლით, მართლაც ჩავედით მასთან. თბილად მიგვიღო, დაგვარიგა, ძალიან თბილი და სასიამოვნო საუბრები გვქონდა. ჩვენ ვიხილეთ საოცრება, როდესაც სულ პატარა „შენ ხარ ვენახის“ კულონიდან 33 ლიტრი მირონი ჩამოდიოდა, ეს საოცრებაა. სანამ მამა ვასილთან სასაუბროდ შევიდოდით, ჩვენი ჯვრები და კულონები, რომლებსაც თან ვატარებთ, სუფთა ჯამში ჩადეს; მასთან საუბრიდან გამოსულებმა კი ვნახეთ, რომ ისინი მირონში ცურავდა. მირონდენა პირველად ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატიდან დაიწყო და შემდგომ ყველა ხატზე გადავიდა. კალენდრის ხატებიდანაც კი მოდის; ეს საოცრებაა, საოცარი კეთილსურნელება აქვს; სახლში რომ შედიხარ, იქაც კი ეს სურნელება დგას. შემდეგ მირონდენა დაიწყო ამ „შენ ხარ ვენახის“ ხატებიდან. სამი ხატი ჩააბრძანა მამა თეოდორემ, სამ მოძღვარს აჩუქა ისინი, თითოეულის სენაკში დაიწყო ეს მირონდენა, მაგრამ, ყველაზე დიდი რაოდენობით მამა ვასილის ხატიდან მოდის. არის შემთხვევები, როდესაც ზეთთან შეერთებული წყალი მოდის, ზოგჯერ კი, სდის მირონი, თანაც, ძალიან დიდი რაოდენობით. ჩვენი იქ ყოფნის დროს უკვე 200 ლიტრი ჰქონდათ აღებული. ეს მართლაც საოცრება იყო, უდიდესი სასწაული. თვითონ მამა ვასილი ამ მოვლენას უკავშირებს ბოლო ჟამს, უკავშირებს ომს და იმას, რომ ეს მოხდა ადამიანების გასაძლიერებლად და რწმენაში მოსაყვანად...

– საქართველოს შესახებ თუ აქვს მამა ვასილს რაიმე წინასწარმეტყველება?

– იცით რა, კონკრეტული საუბარი საქართველოსა და რუსეთზე არ გვქონია, ის საუბრობდა აბორტის ცოდვებზე, რაც ასე ძლიერ გახშირდა დღეს. იგი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მსოფლიო დაისჯება უფლის მიერ და ეს საშინელი ომი დაიწყება. ეს იქნება ღვთის რისხვა, რომ მილიონობითა და მილიარდობით დედა კლავს თავის შვილებს. ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი იმის გარდა, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, მაგრამ, უფრო მეტად ამ ცოდვაზე იყო საუბარი...

скачать dle 11.3