კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ანრი ჯოხაძეს ქალად გარდასახვა და ვინ შეძლო მისი „გამოსწორება“

ანრი ჯოხაძის მიერ განსახიერებულმა ეთერ კაკულიამ „ჯიდიესის“ ახალ პროექტში, რომელის შესახებაც ამდენი კვირის განმავლობაში ვწერთ, ერთ საათში აალაპარაკა მთელი ქვეყანა. სოციალური ქსელი აივსო სტატუსებით: „რა მაგარი პროექტია „ერთი ერთში;“ ანრი ჯოხაძემ ძალიან კარგად იცის თავისი საქმის გაკეთება და, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან აგვიანებს, ყველას ნერვებს უშლის თავისი არაპროგნოზირებადობით, მის გარეშე არც ერთი შოუ არ არის, იმიტომ რომ შოუმენია, ის ქმნის სანახაობას, რომელზეც შემდეგ აუცილებლად ლაპარაკობენ...“

 

 ანრი ჯოხაძე: მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში უამრავ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა. უცხოეთში რა კონკურსზეც ვარ ნამყოფი, თითქმის ყველა მოგებული მაქვს. მაგრამ, პროექტს – „ერთი ერთში“ – კონკურსს ვერ დავარქმევ, რადგან, ეს ის პროექტია, საიდანაც არავინ ვარდება, თუმცა, ყველა პირველი ადგილისთვის იბრძვის. ზოგადად, ეს პროექტი ჩემნაირებისთვისაა, ჩემზეა დაწერილი და შედეგიც სახეზეა: სამი „ლაივშოუა“ გასული, აქედან ორჯერ ვიყავი პირველ ადგილზე და ერთხელ – მესამეზე, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ. ამ პროექტში შემოვედი საპრიზო ადგილებისკენ მისასვლელად დარწმუნებული და სრულიად მოტივირებული. 

– „ჩემნაირებისთვის დაწერილი“ რას ნიშნავს?

– ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ხმა, არტისტიზმი, სიგიჟე, გამბედაობა. შოუმენებისთვისაა ეს პროექტი და, ვინც ამას ვერ აკეთებს, აბსოლუტურად იკარგება. ეს არ არის საწყენი, ობიექტურად ასეა. 

– ნანახი გქონდა ადრე?

– რა თქმა უნდა. ის კი არა, ამ შოუს უკრაინულ ვერსიაზე დასწრებულიც კი ვარ. გავგიჟდი, ისე გამიხარდა, შემოთავაზება რომ მივიღე და რომ გავიგე, ასე მაღალ დონეზე გაკეთდებოდა. როგორც ამიხსნეს, ძალიან ძვირად ღირებული და რთულად გასაკეთებელი შოუა. პირადად რომ შევეჯახე, მივხვდი, რომ ასეთი სირთულის პროექტი არ არსებობს. რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, აქ ერთი ადამიანი ვერაფერს იზამს, ყველა სუპერპროფესიონალურად მუშაობს.

– გადაკეთებასთან დაკავშირებით მინდა გკითხო. ძალიან სახასიათო მომღერალი ხარ, მკვეთრად გამოხატული მანერები გაქვს სცენაზე დგომის, მოძრაობის, მიკროფონის ჭერისაც კი. ანრის დატოვება არ გიჭირს?

– სხვათა შორის, პირიქით, სწორედ ჩემი ინდივიდუალიზმი მეხმარება: ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და, ამა თუ იმ ადამიანად გადაკეთების დროს რისი გაკეთება, რაზე აქცენტირებაა საჭირო. აბა, როგორ აგიხსნა?! ესაა სწორედ ჩემი ინდივიდუალიზმი, რომ, შემიძლია, სხვადასხვა ტიპის ტყავში შევძვრე და წარმოვადგინო ისინი ძალიან ეფექტურად.

– „ეთერ კაკულიაში“ აშკარად გაგიმართლა. 

– გაგვიმართლა ყველას: გაუმართლა ანრის, შოუს, ეთერ კაკულიასაც გარკვეული დოზით და, რა თქმა უნდა – არხს. ამ ნომრის შემდეგ ამ შოუზე ხალხი მასობრივად, სტიქიურად ალაპარაკდა და, ძალიან მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიცაა. „ნახეთ კაკულია, „ჯიდიესზე“ რომ გადაცემაა?!“ – ამ აჟიოტაჟის ატეხა არც ისე ადვილია და, მიხარია, რომ ამაში მეც მივიღე მონაწილეობა. ყველას გვინდა მოგება, წაგებული წასვლა აქედან არავის არ ესიამოვნება, მაგრამ, მე უკვე ის მიხარია, რომ ასეთ არხზე, ასეთ მაგარ პროექტში, მისი რეიტინგის დაწერისთვის რაღაც მარცვალი მეც ჩავაგდე. 

– თან, ერთი ტალღა სჭირდება „ფეისბუქს“ და, ჩათვალე, რომ შემდეგი გადაცემა ყველას ნანახი აქვს.

– გეთანხმები. მართლა ძალიან მაგრად მუშაობს ყველა – ქორეოგრაფები, გრიმიორები... და, არ არსებობს, ამან შედეგი არ გამოიღოს. პატარა ბავშვივით ვარ: არ ვაცდენ ცეკვას, ვოკალის პედაგოგებთან სიარულს, არც ერთ რეპეტიციას. სულ ტრენინგში ხარ, ჩვენთან დროის ათვლა სხვანაირად იწყება, თბილისური „მოჩლაჩული“ პონტი აბსოლუტურად დავიწყებულია. მომწონს ეს ყოფა, პროფესიონალური ყოფა. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც გადაწყვიტა, რომ ამ შოუში ვყოფილიყავი. თქვენ არ იცით, მე როგორ „ვკაიფობ“ ყოველდღე, ჩემი პროექტია და სიგიჟემდე მომწონს. მანამდე ასეთი ტიპის პროექტები არ მაინტერესებდა, ფეხებზე მეკიდა. ჩემს პუნქტუალურობასთან დაკავშირებით, ხომ იცი, ლეგენდები დადიოდა (იცინის).

– ვინ გინდა რომ „გააკეთო“? არის ვინმე ისეთი, ვისი განსახიერებაც ძალიან გინდა?

– ძალიან მინდა, რომ ხშირად მომიწიოს ქალების განსახიერება. ტრანსფორმაცია ამ შოუში, თან, ასეთი რადიკალური ტრანსფორმაცია – მთავარია. ბიჭის იდეალურად გაქალება არ გამოვა, მაგრამ, ამაზე შემდეგ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, აჟიოტაჟია, ეფექტური ნომერია. გაცილებით უფრო ადვილია შეფასებაც, როცა ასე რადიკალურად იცვლები. მინდა, „მაზალო“ ქალები გავაკეთო.

– მაგალითად, ლაიზა მინელი?

– თუნდაც. ძალიან მაგარი იქნებოდა. 

– ანრი, პროექტის გარდა რაზე მუშაობ?

– სულ ცოტა ხანში გამოვა ჩემი ახალი კლიპი – დუეტი ჩემს ძმასთან ერთად. ეს არის სიმღერა თბილისზე, რომელსაც ერთად ვმღერით და, მგონი, კარგი კლიპიც გამოვიდა. 

– ხშირად უმღერი თბილისს...

– აბა, რას ვუმღერო? არ მეცრემლება და არ მეწვიმება...

– გიფიქრია თბილისის გარეთ ცხოვრებაზე?

– კი, ძალიან ხშირად. თბილისი რა არის?! ერთი სნობური ქალაქი, ტრაკში „გაპუტულ პეროგარჭობილთა“ საზოგადოებით. არ დაგავიწყდეს – გაპუტული. ჩემთვის თბილისი მაინც ჩემი სამეგობროა, ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა მსიამოვნებს. მაგრამ, მიმაჩნია, რომ თბილისის თანამედროვე სახე ახლა ფორმირდება. ნელ-ნელა უკვე ყველაფერი ლაგდება და ამ სამყაროში ყველას თავისი ადგილი ექნება. დღესდღეობით ვეღარავის აკვირვებ გლამურით, რადგან, ის ძალიან ხელმისაწვდომი და იაფი გახდა; ვერავის გააკვირვებ სტატუსით, ვარსკვლავობით, მინისტრობითა თუ მინისტრის საყვარლობით. აქედან გამომდინარე, დღეს მთელი ეს სიტუაცია ძალიან გაშიშვლდა და, ადამიანის წარმატება თუ წარუმატებლობა მხოლოდ და მხოლოდ მის პირად რესურსებს უკავშირდება. იგივე ტელესივრცეს რომ გადაავლო თვალი, ზედმეტი გლამური უკვე ძალიან გაღიზიანებს, გაღიზიანებს ამა თუ იმ თოქ-შოუში მოწვეული ადამიანი, რომელიც ძალით აკეთებს სკანდალს – ამას გრძნობ და ხვდები. საერთოდ, მაყურებელი ისეთი გაზრდილია, გაოგნებული ვარ. გაზრდილი და, ამავდროულად, ძალიან სახიფათო გახდა ჩვენი მაყურებელი: ყველანაირ სიყალბეს ეგრევე გრძნობს, დაგტკეპნის და გაგამაიმუნებს. რეალურად, მან ძალიან კარგად იცის ყველაფერი, თუ როგორ იქნება თუნდაც ჩვენი, კულტურული სფერო. 

– ზუსტად იცი, ხომ, როგორ სჭირდები ამა თუ იმ შოუს?

– რა თქმა უნდა. გადაცემებში ცნობილ სახეებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იწვევენ, რომ რეიტინგი დაწეროს, ხალხმა უყუროს. მე რომ მივდივარ გადაცემაში, ზუსტად ვიცი, იქ რა მინდა და რა უნდა გავაკეთო. ნუ, რა თქმა უნდა, თემასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეა ყველა. რაც ჟურნალისტებს გინდათ, ანუ, „საკბილო“ თემები, თან, დღეს ამ საკბილო თემების თამასამ ძალიან აიწია, უკვე პირდაპირ ზეწარქვეშ შემოხედვას გულისხმობს. ამიტომ, ასე ბრმად ეს ყველაფერი არ უნდა გააკეთო, რომ საჭირო შუალედი დაიცვა.

 

скачать dle 11.3