როგორ დავიცვათ თავი „კამელინის“ დახმარებით გრიპის ვირუსისგან და წელიწადის რა დროს უნდა გამოვიყენოთ ის სხვადასხვა მძიმე დაავადების თავიდან ასაცილებლად
„თბილისელების“ დახმარებით, ჩვენს მკითხველს არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია ნატურალური თაფლისგან დამზადებული, ქართული პრეპარატის – „კამელინის“ ამპულების, კაფსულების, მალამოს, სანთლებისა და სპრეის შესახებ. ბევრმა სწორედ ჩვენს ჟურნალში დაბეჭდილი საინტერესო ინფორმაციის, პაციენტების ისტორიების წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა მისი გამოყენება და ხშირ შემთხვევაში, დადებითი შედეგებიც მიიღეს. ამ პრეპარატის შექმნის ისტორია, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში დაიწყო, ცნობილი ქირურგისა და მეცნიერის – ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძის დახმარებით სწორედ იმ დროს, როცა არ არსებობდა ეფექტური საშუალება სხვადასხვა ბაქტერიული და სიმსივნური დაავადების სამკურნალოდ. ამ დროიდან დაიწყო პრეპარატის ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების ხანგრძლივი გზა. დღეს კი მიმდინარეობს „კამელინის“ თვისებების ახლებური კველვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია, დიდი ხანია, საქართველოს ფარგლებს გასცდა და დღეს უკვე არაერთი ქვეყნიდან ჩამოდის დელეგაცია, რომელსაც სურს, საკუთარ ქვეყანაში ქართული ბუნებრივი წარმოების პრეპარატის, „კამელინის“ დარეგისტრირება და შეტანა.
გარდა ამისა, ეფექტურია „კამელინის“ მიღება ზამთრის პერიოდში, რომელიც უკვე მოგვადგა კარს და ხალხს ვირუსების შიში ნელ-ნელა უძლიერდება. პირადად მე, ზამთარში „კამელინი“ არაერთხელ გამოვიყენე და მთელი სეზონის განმავლობაში ვირუსებისგან საიმედოდ ვიყავი დაცული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს „კამელინის“ ფორმა „კამელინ ფლუ“ – სპრეი, რომელიც სწორედ გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებების, ანთებითი პროცესების სამკურნალოდ გამოიყენება.
კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის” აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): გრიპის ეპიდემია ყოველ წელიწადს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ასნებოვნებს დედამიწის მოსახლეობის თითქმის 15 პროცენტს. გრიპოზული ინფექციის დროს ზიანდება პრაქტიკულად ორგანიზმის ყველა სისტემა, განსაკუთრებით კი – იმუნური. კვებეკის, მონრეალის, ბერნის, ილინოისის, ბრაზილიის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადგინდა, რომ კამელინი შესანიშნავი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია. მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებისა და მისი პროფილაქტიკის მიზნით, იდეალური საშუალებაა. როცა ვირუსი უკვე უჯრედშია, ხელს უშლის მის გამოსვლას ინფიცირებული კერიდან და სხვა უჯრედებზე გავრცელებას. ამავე დროს, ორგანიზმის იმუნიტეტს საშუალებას აძლევს, გაანადგუროს უჯრედში ლოკალურად შემოჭილი ვირუსები. რაც ყველაზე მთავარია, „კამელინის“ საშუალებით, ვირუსს ხელი ეშლება, თავისი დამანგრეველი გენეტიკური მონაცემები ჩანერგოს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედში. კვებეკისა და ბერნის უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევების შემდეგ დავადგინეთ, რომ „კამელინის“ გარკვეულ ფრაქციებს აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო უშუალო მოქმედება, ხელს უწყობს პირის ღრუში რეგენერაციის პროცესს და ეფექტურია მისი გამოყენება ანგინის დროს. ანუ, ამ პრეპარატის შექმნის მიზეზი იყო ის, რომ გვინდოდა, მომხდარიყო მისი ამ თვისებების გამოყენება. შესაბამისად, „კამელინ ფლუ“, ეს არის პრეპარატი, რომელიც ანთებების, გაციების დროს პირის ღრუში შესხურებისას ძალიან კარგ ეფექტს იძლევა. პრეპარატში არის ის კომპონენტები, რომელიც ლორწოვან გარსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩერებს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებს და, შესაბამისად, ეს უფრო მეტად ეფექტურია. როგორც „კამელინის“ სხვა ფორმებს, ასევე სპრეისაც, სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად. რაც მთავარია, ამ პრეპარატს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. სეზონი მოდის გაციების, ყელის ტკივილების, ანთების – თუ ადამიანი ოდნავ მაინც შეიგრძნობს დისკომფორტს პირის ღურში, ყელის არეში, კარგი იქნება, მაშინვე შეისხუროს „კამელინ ფლუ“ და ის მომენტალურად ჩააქრობს დაავადების, გაციების კერებს, აღარ გამოიწვევს მომავალ გართულებებს.
– როგორც ცნობილია, ძალიან კარგია „კამელინის“ პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება. პირადად მე, ეს არაერთხელ ვურჩიე ჩემს ახლობლებს. მათ მიიღეს „კამელინი“ და კმაყოფილები დარჩნენ – მადლობას მიხდიდნენ. მაინტერესებს, წელიწადის რომელ დროს არის სასურველი პროფილაქტიკისთვის „კამელინის“ გამოყენება?
– კარგია გაზაფხულისა და ზამთრის დადგომის დროს, როცა ადამიანი ვიტამინების ნაკლეობობას განიცდის, იმუნიტეტი, თავისთავად, ქვეითდება. ასევე კარგია, დაავადების გადატანის შემთხვევაში, როდესაც იმუნიტეტი მოშლილია. ამ დროს სასურველია, მიიღოთ კაფსულები – ბრწყინვალე შედეგს იძლევა, მალე აღადგენს იმუნიტეტს. მინიმუმ ერთი კურსი ძალიან კარგია განსაკუთრებით მძიმე, გრიპოზული დაავადების გადატანის შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ, ვინაიდან თვითონ „კამელინი“ აბსოლუტურად არატოქსიკურია და არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევს, მისი გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი დროითაც.
დღეს ონკოლოგების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად საუბრობს „კამელინ მ 1–ისა“ და „კამელინ მ 2-ის“ გამოყენებით მიღებულ იმ შედეგებზე, რომელიც მიღწეულ იქნა სხვადასხვა სიმსივნეების, უმძიმესი დიაგნოზის (მე-4 სტადიის) მქონე პაციენტებში. შედეგი ასეთია: ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევებში, დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადისა და ენერგიის მატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი. განსაცვიფრებელი შედეგი იყო 55 წლის ქალბატონის შემთხვევაში, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობდა წლების განმავლობაში და სწორედ იქ დაუსვეს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი – მეორე სტადიიდან მესამეში გარდამავალი ავთვისებიანი სიმსივნე. გაიკეთა ოპერაცია და განაგრძო მკურნალობა – გაიკეთა ქიმიოთერაპია, სხივები. 5 წლის განმავლობაში ყოველ 6 თვეში ერთხელ იკეთებდა ანალიზებს. არ ჰქონდა მაინცდამაინც კარგი პასუხები. ისევ ცუდად იყო, აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები. ერთ დღესაც მას საქართველოდან ახლობლები დაუკავშირდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია „კამელინის“ შესახებ. თბილისში ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გაუგზავნეს პრეპარატი და მან დაიწყო „კამელინის“ კაფსულების სმა, ასევე, სანთლების გაკეთება. სულ მკურნალობის ოთხი კურსი ჩაიტარა და როგორც თავად ამბობს, თავს ძალიან კარგად გრძნობს, არ აწუხებს ტკივილები. რაც მთავარია, ცოტა ხნის წინ ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელია. ის მთელი მკურნალობის განმავლობაში მხოლოდ „კამელინს“ იღებდა. ამიტომაც დღემდე ამ პრეპარატისა და მათი შემქმნელების მადლიერია. პროფილაქტიკის მიზნით ის კვლავ აპირებს „კამელინის“ მიღებას.
ნათია (32 წლის): ჩემს დეიდას ცოტა ხნის წინ დაუსვეს კუჭის სიმსივნის დიაგნოზი. მაშინვე დაიწყო მედიკამენტებით მკურნალობა, მაგრამ, არცთუ ისე კარგი შედეგი იყო. დიდი ხანია, თქვენი ჟურნალის მკითხველი ვარ, „კამელინის“ შესახებაც არაერთი სტატია მქონდა წაკითხული. ამიტომ, როგორც კი შევიტყვე დეიდას მდგომარეობა, მაშინვე „კამელინი“ გამახსენდა. მის მწარმოებელთან გავიარე კონსულტაცია, დეიდასაც ვკითხე და მისი თანხმობის შემდეგ, გავუგზავნე პრეპარატი. მაშინვე დაიწყო მკურნალობა, ჯერჯერობით შედეგები არის: აღარ აწუხებს ტკივილები, ენერგიულიც გახდა, ძალაც დაუბრუნდა, გამოჯანმრთელების იმედი გაუჩნდა. „კამელინით“ მკურნალობის შეწყვეტას არ აპირებს. ცოტა ხანი შეისვენა და ახლა უკვე მკურნალობის მესამე კურსს იტარებს. რაც მთავარია, არანაირი გართულება არ ჰქონია, პირიქით, წინ და წინ წავიდა. ჩვეულებრივ მუშაობს, შრომისუნარიანობა აუმაღლდა, ტკივილებიც აღარ აწუხებს. კიბო ისეთი დაავადება, ერთი ხელის მოსმით ვერ მოერევი. ამიტომ, კიდევ აგრძელებს მკურნალობას და იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები, ან გსურთ კონსულტაცია, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599 33-10-89; 599 58-09-07; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87.