კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დირექტორი ბჭობდა…

რაკი საპარლამენტო მოდელზე უკვე გადავედით, ჩვენი პირველი პირი პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო, რადგან ამ ახალ საკონსტიტუციო მოდელში ჯერჯერობით ცვლილებები არ შესულა, ახალ პრემიერ-მინისტრს ისეთი უფლებები აქვს კანონით მინიჭებული, ლამის მზეს უთხრას, შენ ჩადი, მე ამოვალო.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით ბ-ნი ღარიბაშვილი ფრიად კონსტუქციულად და არააგრესიულად იქცევა, ჩვენც მშვიდად ვართ და დემოკრატიის კიდევ უფრო გაბრწყინებას ველით ამ ჩვენს ნაშუქურალ სამშობლოში, თუმცა, მაინცდამაინც ყველას არ უნდა უძგერდეს გული მშვიდად საგულეში.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც კოალიცია „ოცნება“ აწ ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ შემოტევების მოგერიების მძიმე პროცესში იმყოფებოდა, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის და თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში მუშაობდა. ხოლო, რაკი იმ და ამჟამინდელი დირექტორი, ბ-ნი პაატა ბერიკაშვილი, როგორც თავად ამბობდა, სულით და გულით „ნაციონალი“ იყო  (აზლაც – ნეტავ?!), ზედაც, თვითმხილველთა მტკიცებით, ამატებდა, თუ ქვეყანაში 5 „ნაციონალი“ დარჩა, ერთიც მე ვიქნებიო – , ცდას არ აკლებდა, რომ ბ-ნი ღარიბაშვილის და სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.

ოღონდ, რაკი კანონი ამის საშუალებას არ აძლევდა, აძალებდა, თავად დაეწერა განცხადება (ვფიქრობ, ეს ფაქტი დააინტერესებს „ოცნების“ ნეპოტიზმით დაინტერესებულ ქ-ნ ნადირაშვილს).

არ გამოვრიცხავ, ბ-ნი ბერიკაშვილი დღეს უკვე იმ ვერსიაზეც იყოს, 5 „მეოცნებეც“ რომ დარჩეს, მათგან ერთი მე ვიქნებიო და, ისიც საინტერესოა, ახლაც თუ აძალებს რომელიმე პედაგოგს განცხადების დაწერას?! 

скачать dle 11.3