კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა“

„აბი გლუკოზა“

 

თავი ისე გაგვჭირვებია, რომ, აქეთ – აფხაზეთი დაიცალა ქართველებისგან, იქით – ცხინვალის რეგიონი, ხოლო ქვემო ქართლსა და ჯავახეთში ქართულს წამლადაც ვერ გაიგონებ. ამ ჩვენს ერთი საქართველოს ტერიტორიას კი სამი პრეზიდენტიც ჰყავს: ერთი – ყველას მიერ აღიარებული, ორიც – მხოლოდ ხუთის მიერ.

მაგრამ, რაკი ნათქვამია, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწევაო,  ავანსცენაზე კვლავ გამოჩნდა განათლების ცენტრ „კოლხიდას“ წარმომადგენელი, ვინმე იური ღვინჯილია. თუკი ეს უკანასკნელი აქამომდე მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას სჯერდებოდა, აწ უფრო შორს გაიჭრა და საკუთარ მოთხოვნებს სამეგრელოსთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებაც დაამატა.

იქვე ჩივის, რომ არც გამგეობის წარმომადგენლები ხვდებიან და არც პოლიტიკური პარტიებისა და, შესაბამისად, ასკვნის, რომ (მოვიხმობ ციტატას, ვინაიდან, ამ ბოდვის ჩემი სიტყვებით გადმოცემა ჩემსავე ძალებს აღემატება): „ეს არის გააზრებული პოლიტიკა, რომლის მიზანია მეგრული ენის სრული განადგურება და მეგრელების ასიმილაცია, შექმნილია უპირობო ეთნოკონფლიქტის წინაპირობა, როდესაც არსებობენ მჩაგვრელი ქართველები, რომლებიც არ აძლევენ დაჩაგრულ მეგრელებს თავიანთი ენის შენარჩუნების საშუალებას.“ 

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხსენებული ბატონი და მისი თანამოაზრეები მიმდევართა სიმრავლით მაინცდამაინც არ გამოირჩევიან და პოპულარობით სამეგრელოშიც ვერ დაიკვეხნიან. ხოლო, თუ ბ-ნი იური ღვინჯილიას ბოდვასთან მიახლოებულ იდეებს გავიხსენებთ და იმასაც დავამატებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, ფსიქიატრის კონსულტაცია მისთვის სულზე მისწრებაა.

 

скачать dle 11.3