შემწვარი კამბალა ზეთისხილითა და ლიმონით
საჭირო ინგრედიენტები: 4 ცალი 200-გრამიანი კამბალა, 1/2 ლიმონი, 1 კბილი ნიორი, 1/2 კონა ოხრახუში, 20 ცალი შავი ზეთისხილი, 50 მილილიტრი ზეითუნის ზეთი, მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: კამბალა გაასუფთავეთ, ფარფლები დააჭერით და თავიდან კუდის მიმართულებით ააცალეთ კანი. დანაყეთ ნიორი, დაკეპეთ ოხრახუში და აურიეთ ლიმონის წვენში. დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი. თევზები დიდ ტაფაზე მოათავსეთ, მოასხით ლიმონისა და ზეთის ნაზავი, 1 ჭიქა წყალი. ტაფას გადააფარეთ ფოლგა და 15 წუთი გააჩერეთ საშუალო ტემპერატურაზე. სუფრასთან მიტანის წინ გააფორმეთ ზეთისხილითა და ლიმონის ნაჭრებით.