ხორციანი ღვეზელი გოგრით
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ფენოვანი ცომი, 300 გრამი გოგრის რბილობი, 3 თავი ხახვი, 700 გრამი ღორისა და საქონლის ნარევი ფარში, 1 ცალი კვერცხის გული, მარილი, შაქარი და შავი პილპილი გემოვნებით, ცოტა ფქვილი.
მომზადების წესი: გოგრა მსხვილ სახეხზე გახეხეთ, მსუბუქად გაწურეთ, დაუმატეთ ცოტა შაქარი. ხორცის ფარშს მოაყარეთ მარილი, პილპილი. შემდეგ ეს ყველაფერი კარგად აურიეთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად და დაყავით ულუფებად. ცომი თხლად გააბრტყელეთ, დაჭერით კვადრატებად, ზედ მოათავსეთ გულსართი და კონვერტივით შეკარით. ზემოდან წაუსვით კვერცხის გული, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და 20-25 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე გამოაცხვეთ.