ნოყიერი საუზმე
საჭირო ინგრედიენტები: 2 კვერცხი, 2 ნაჭერი პური, ცოტა ძეხვი და ყველი, კარაქი ან ზეთი – შესაწვავად.
მომზადების წესი: პურს ისე გამოაცალეთ შუაგული, რომ ქერქის მთლიანობა არ დაირღვეს.
ქერქები დააწყვეთ ზემოდან ცხელ ტაფაზე. შიგნით ჩადეთ ძეხვისა და ყველის ნაჭრები და თითო ნაჭერში მოათავსეთ თითო უმი კვერცხი. ზემოდან ისევ დაადეთ ძეხვისა და ყველის ნაჭრები და შედგით ღუმელში. 10-15 წუთში მზად იქნება. უგემრიელესია და ძალიან ნოყიერი.