წიწიბურას წვნიანი
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ქათმის (ან ინდაურის ფილე), 0,5 ჭიქა წიწიბურა, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 2 ცალი კარტოფილი, ზეთი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ხორცი შეაშრეთ და დაჭერით მომცრო კუბიკებად. ხახვი დაჭერით, სტაფილო გახეხეთ, ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ მასზე ხორცი (ყველა მხრიდან შეაწითლეთ). დაუმატეთ სტაფილო, ცოტა მარილი და პილპილი და მოშუშეთ ერთად. ეს ყველაფერი გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით ცოტა მდუღარე, დაახურეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. გათალეთ და დაჭერით კარტოფილი. წიწიბურა კარგად გარეცხეთ. როცა ხორცი თითქმის მზად იქნება, ჩაუმატეთ წიწიბურა. თუ საჭიროა, დაასხით წყალი და ხარშეთ კიდევ 8-10 წუთი. დაუმატეთ კარტოფილიც. კარტოფილი რომ მოიხარშება, გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო წვნიანი მზად არის.