კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დახარჯა ახალ წელს ჩინელმა ბიჭმა შავი დღისთვის გადანახული ფული

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, ვარ ძველებურად. ჩვენ საახალწლოდ ვემზადებით და ამაზე მოგიყვები ამ წერილში.

ქართველები კი დაგვცინიან ჩინელებს, მაგრამ, რომ იცოდე, ჩვენი კალენდრით განსაზღვრავენ, თუ რისი წელი დგება.  წელს ლურჯი ხის ცხენის წელიწადი მოდის, საქართველოში, რა თქმა უნდა, კარგად არ იციან, ეს რას ნიშნავს და, უბრალოდ, „ცხენის წელს” ეძახიან. უმრავლესობა ყიდულობს ცხენის სათამაშოებს და სახლში დებს ნაძვის ხესთან ერთად. მე ჩვენი წესის მიხედვით მოვიქეცი და ლურჯი ხის ცხენი მივიტანე სახლში. ამის გამო ლამზირამ ხისთავიანი და გახევებული მიწოდა. 

ქართული წესით, საახალწლო სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იდოს, რომ პერიოდულად მოსული ასამდე სტუმრის გამასპინძლება შეძლო, ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ბაზარში წავედი. საახალწლო სუფრის მშვენებას – გოჭს, წლის ბოლოს ისეთი ფასი აქვს, ზაფხულში იმ ფასად ღორების ფერმას იყიდი. რაღაც სასწაულით, ყველაფრის ფასი ათმაგდება. ამიტომ, პირველ წასვლაზე თითქმის ვერაფერი ვერ ვიყიდე და სახლში დაბრუნებულს ისეთი დღე მაყარა ლამზირამ, სირბილით გავბრუნდი ბაზრისკენ, შავი დღისთვის გადანახული ფულით ხელში. აქაური წესით და ჩემი ცოლის დავალებით, ვიყიდე მკვდარი ინდაური, ასეთივე მდგომარეობაში მყოფი გოჭი, ნიგოზი, თითქმის ყველანაირი ხილი, კანფეტი და, რაღა თქმა უნდა, ნაძვის ხე.

ლამზირას დაჟინებით, წელს ძალიან დიდი ნაძვის ხე გვიდგას სახლში – ეს ქართული წესია. ვითომ ტრადიციული და ნაციონალისტი ხალხია ქართველები, მაგრამ, ნებისმიერ სახლში ნახავ ასეთ რამეს: დგას პლასტმასის ნაძვის ხე, თავზე ადგას რუსული ვარსკვლავი, დაბლა ამერიკული სანტა-კლაუსი უდგას, ზედ კი, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, იმ წლის ცხოველია ჩამოკიდებული და, რა თქმა უნდა, ნაძვის ხის ყველა სათამაშო ჩინურია, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა. ქართული ტრადიციიდან მხოლოდ ნაძვის ხის მახლობლად, სუფრასთან შეკრებილი მთვრალი ხალხია, რომლებიც ბავშვებს ცეკვასა და სიმღერას უბრძანებენ ხოლმე დროდადრო. პატარებს ერთი სული აქვთ, თორმეტი საათი გახდეს, რომ ჩვენებური შუშხუნები ისროლონ. ეს ტრადიციაც, მგონია, რომ ჩვენგან აიღეს, სულ ადრე, თურმე, სანადირო თოფს ისროდნენ ხოლმე ფანჯრიდან, ოთხმოცდაათიან წლებში კი – ავტომატიდან, სნაიპერული შაშხანიდან, პისტოლეტებიდან და, როგორც ამბობენ, ხელყუმბარებსაც კი აგდებდნენ ხოლმე ქუჩაში.

ცალკე თემაა საახალწლო საჩუქრები, რომლებიც, ვითომდა, ვიღაც წვერიან კაცს მოაქვს ზღაპრული ქვეყნიდან. ამ კაცს საქართველოში „თოვლის პაპას” ეძახიან და სანტა-კლაუსის ქართული ვარიანტია. ამ თოვლის პაპის მოვალეობას ოჯახის ის წევრები ითავსებენ, რომლებიც მუშაობენ და ხელფასი აქვთ. ლამზირამ დიდი წერილი დაწერა და მე მომცა – ესენი მინდა,  თოვლის პაპამ რომ მაჩუქოსო. წეროს და იყოს,  განაწყენდეს კი არა, შუაზე რომ გამგლიჯოს, მე მაგის ფულს ვერსად ვეღარ ვიშოვი, თუმცა, ალბათ, წერილიდან ცოტა იაფიანებს ამოვარჩევ რამდენიმეს. 

ჯერჯერობით სულ ეს არის, დედა. წინასწარ გილოცავ ახალ წელს, ბედნიერებას გისურვებ. მიულოცე და მომიკითხე ყველა. 

გკოცნით

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3