კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ამერიკის არმიის ამ ორი სერჟანტის თავები მექსიკელმა კონტრაბანდისტებმა 30-30 ათას დოლარად შეაფასეს. როკი და ბარკო ტეხასის სამხრეთ საზღვარზე პატრულირებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი წყალობით სახელმწიფოს ხაზინაში მილიონი დოლარი შედიოდა, ხელფასის სახით ანაზღაურება არ ჰქონდათ – ისინი ნაგაზები იყვნენ.

* პირველად სიტყვა სტუდენტი ოვიდიუსმა გამოიყენა. ასე უწოდა მან თავის თავს, როცა ათენში ჩავიდა და „სწავლისკენ ისწრაფოდა“.

 * სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა გადაკოცნის წესი ხრუშჩოვმა დაამკვიდრა – მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის დროს, ძმობისა და გულითადი მეგობრობის გამოსახატავად. ის კარგად აითვისეს მსოფლიოს სხვა პოლიტიკოსებმაც. 

* მეოცე საუკუნეში ტექნიკის ისტორიის გერმანელმა სპეციალისტმა, ფელდგაუზმა გამოაქვეყნა წიგნი „ყველაზე დიდი ტექნიკური მოვლენები“. მასში შესულია უდიდესი მშენებლობები, გამოგონებები. სიაში პირველ ნომრად წერია სამყაროს შექმნა.

* პირველი „სიტროენი“ კონვეირიდან 1919 წელს გადმოვიდა.

* ინგლისში ახალი წლის დამდეგს, თავდაპირველად, ისმის ზარების „მოგუდული“, მწუხარე ხმა – როგორც ისინი ამბობენ, სევდა მომაკვდავ წელზე. მოგვიანებით, იგივე ზარები მხიარულად რეკენ  – ახალი წლის შესახვედრად

* გაერთიანებული ევროპის ჰიმნის ერთ-ერთ ვარიანტად წარდგენილია ოდნავ სახეშეცვლილი „მარსელიოზა“. ფრანგული ვარიანტიდან ამოღებულია სხვა ქვეყნებისადმი მიმართული აგრესიული სიტყვები.

* ინდონეზიის არქიპელაგში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია: ერთი კუნძული იძირება, მეორე – წარმოიქმნება.

* არქიმედეს საფლავზე ამოტვიფრული იყო ცილინდრი და სფერო. არსებობდა ლექსი მისი ძეგლის შესახებაც. სწორედ ამ მონაცემების გამოყენებით იპოვა ციცერონმა მისი საფლავი, რომლის არსებობაც ამ ქალაქის მცხოვრებლებმა არც კი იცოდნენ.

* პოლონეთში არსებობს მელოტთა პარტია, რომლის ლოზუნგია: „ღმერთმა ცოტა კარგი თავი შექმნა, დანარჩენი კი თმით დაფარა“.

* პეტრე პირველის დროს მხოლოდ სამ ადამიანს ჰქონდა წვერის ტარების უფლება: პეტრეს ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარს – ტიხონ ნიკიტიჩ სტრეშნევს, მოხუც ბოიარ ჩერკასკის და პატრიარქს.

* ამ ხელოვნური ქსოვილის შექმნაზე ერთდროულად ორ ქალაქში – ნიუ-იორკსა და ლონდონში მუშაობდნენ. სხვათა შორის მას ამ ორი ქალაქის სახელებიდან ამოღებული ასოებითა და მარცვლებით შედგენილი სახელი ჰქვია – ნეილონი.

скачать dle 11.3