ქართული ბრენდის დაჯილდოება და მანანა მანიას ჩვენება “შერატონ მეტეხი პალასში„
26 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე ქართული ბიზნესისა და ხელოვნების წარმომადგენლები „შერატონ მეტეხი პალასში“ შეირკიბნენ. შეკრების მიზეზი ნამდვილად განსაკუთრებული იყო. ამ დღეს სასტუმროს ულამაზეს დარბაზში ქართული ბრენდის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ ხდება. გარდა, ტრადიციული კომპანიების წარდგენისა, ღონისძიება საზეიმოდ დაგვირგვინდა ძალიან ნიჭიერი დიზაინერის, მანანა მანიას კოსტიუმების ჩვენებით. დიზაინერი თავისი შემოქმედებისა და განსხვავებული სამოსის წარმოსადგენად, არასდროს იყენებს მოდელებს. ის უფრო დიდ დატვირთვას აძლევს ჩვენებას, პოდიუმს და კოსტიუმებს მსახიობებს, ცნობილ ქალბატონებს არგებს. ჩვენებამ პომპეზურად ჩაიარა, თითოეული ქალბატონის გამოსვლას ძალიან დიდი ოვაციები მოჰყვა. თუმცა, გამორჩეული იყო კომპოზიტორი და ულამაზესი ქალბატონი – ნანა მესხი, რომლის გამოსვლა მართლაც შთამბეჭდავი იყო.
მანანა მანია: სულ ორმოცდახუთი კოსტიუმი წარმოვადგინე. ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული, ინდივიდუალურია და ისეთი ძვირფასი ქსოვილებისგანაა შექმნილი, როგორიცაა: აბრეშუმი, შიფონი, ხავერდი. ყველა კოსტიუმი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც მასალით, ისე სტილით.